მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

რეკონკისტა (ესპ. Reconquista დაბრუნება) — დაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესი პირენეის ნახევარკუნძულზე, რომლებიც დაკავებული ჰქონდა მავრების სამეფოს. ასევე ფართო მნიშვნელობით, მუსლიმებისა და იუდეველების ძალდატანებითი მონათვლა. მონათლულ მავრებს ერქვათ „მორისკები“ და მონათლულ იუდეველებს „მარანები“. ინკვიზიციას კი ევალებოდა თვალყური ედევნებინათ, რომ მონათლულებს ისევ თვიანთ ძველ კულტებზე არ ელოცათ. მონათლული მორისკები და მარანები (გარდა იმისა რომ მათი დიდი ნაწილი დაწვეს კოცონზე) ესპანეთში გაითქვიფნენ უკვალოდ. პორტუგალიაში მონათლული ებრაელების მემკვიდრეები იყვნენ კათოლიკეები და ამასთანავე მათ შეინარჩუნეს თავისი თვითმყოფადობა. თანამედროვე ეპოქაში ეს არის ხალხი რომლებიც ეკუთვნიან მოსახლეობის შეძლებულ ფენას და ცხოვრობენ ქალაქ პორტუს რაიონში. ამჟამად მათი განსხვავება ადგილობრივი მოსახლეობისაგან შესაძლებელი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი გვარებით.

დღის სურათი

„შატო ფრონტენაკი“ — სასტუმრო კვებეკში
„შატო ფრონტენაკი“ — სასტუმრო კვებეკში
„შატო ფრონტენაკი“ — სასტუმრო კვებეკში

სიახლეები

ჯიმი კარტერი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


2 იანვარი — ამ დღეს...

ლანდაფის საკათედრო ტაძარი
ლანდაფის საკათედრო ტაძარი
  • 1492 : გრანადა ესპანელებს ჩაბარდა, რეკონკისტა დასრულდა.
  • 1793 : რუსეთმა და პრუსიამ პოლონეთი გაიყვეს.
  • 1905 : რუსეთ-იაპონიის ომირუსეთის ფლოტი იაპონელებს ჩაბარდა პორტ-ართურთან, ჩინეთი.
  • 1926 : მუსოლინიმ იტალიის სამეფო აკადემია დააარსა.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი: გერმანელთა დაბომბვით მძიმედ დაზიანდა ლანდაფის საკათედრო ტაძარი (სურათზე) კარდიფში, უელსი.
  • 1959 : პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელმაც მთვარეს მიაღწია, ლუნა-1, გაუშვა სსრკ-მა.
  • 1998 : რუსეთმა რუბლის რეფორმა ჩაატარა ინფლაციის დონის დასაცხრობად.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
      NODES