მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

კენიის დროშა
კენიის დროშა
კენია (სუაჰ. Kenya, ინგლ. Kenya), ოფიციალური სახელი — კენიის რესპუბლიკა (სუაჰ. Jamhuri ya Kenya, ინგლ. Republic of Kenya) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1963 წლის 12 დეკემბერს. შედის ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში. დღეისათვის ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადია აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის. დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 38 610 097 ადამიანს. ქვეყნის ფართობია — 581 309 კმ². კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.

სიახლეები

ბაშარ ალ-ასადი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


12 დეკემბერი — ამ დღეს...

მონა ლიზა.
მონა ლიზა.
  • 627 : ნინევიის ბრძოლაბიზანტიის არმია იმპერატორი ჰერაკლეს წინამძღოლობით სპარსეთის იმპერატორი ხოსრო II-ის ჯარს ამარცხებს.
  • 1897 : ბრაზილიის პირველი დაგეგმილი ქალაქის — ბელუ-ორიზონტის ინაუგურაცია შედგა.
  • 1911 : ინდოეთის დედაქალაქი კალკუტიდან დელიში გადადის.
  • 1913 : მოპარვიდან სამი წლის შემდეგ ფლორენციაშიმონა ლიზა(სურათზე) იპოვეს.
  • 1939 : ზამთრის ომიფინეთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სსრკ-ზე ტოლვაიარვის ბრძოლაში.
  • 1964 : პრემიერ-მინისტრი ჯომო კენიატა კენიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1972 : თეირანის ქუჩებში ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა შაჰის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
      NODES
    Done 1
    see 2