მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

რეფერენდუმის ბიულეტენი
რეფერენდუმის ბიულეტენი

სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (ინგლ. Southern Sudanese independence referendum, არაბ. استفتاء جنوب السودان) — სამხრეთ სუდანის სუდანისგან გამოყოფის რეფერენდუმი, რომელიც გაიმართა 2011 წლის 9 იანვარიდან 15 იანვრის ჩათვლით, თანახმად 2005 წლის ნაივაშის შეთანხმებისა სუდანის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასა და სუდანის ცენტრალურ მთავრობას შორის სამოქალაქო ომის დასრულებაზე.

იმავდროულად განიხილებოდა აბიეიში რეფერენდუმის ჩატარება შეერთებოდა თუ არა სამხრეთ სუდანს, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო სადემარკაციო და მოქალაქეობრივი პრობლემების გამო

სიახლეები

ჯიმი კარტერი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


9 იანვარი — ამ დღეს...

დაგეროტიპის აპარატი
დაგეროტიპის აპარატი
  • 1768 : ფილიპ ასტლი პირველ თანამედროვე ცირკის წარმოდგენას მართავს ლონდონში.
  • 1839 : საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში დაგეროტიპიის (სურათზე) ფოტოგრაფირების პროცესი წარმოადგინეს.
  • 1863 : ლონდონის მიწისქვეშა რკინიგზის პირველი ნაწილი გაიხსნა პადინგტონსა და ფერინგდონის ქუჩებს შორის.
  • 1900 : სპორტული კლუბი „ლაციო“ დაარსდა რომში.
  • 1905 : სისხლიანი კვირაიულიუსის კალენდრით ამ დღეს რუსეთის მუშები მარშით მიემართებიან ზამთრის სასახლისკენ, რომელიც ცარისტების ჯარებმა სისხლით ჩაახშეს, და რამაც დასაბამი მისცა 1905 წლის რევოლუციას.
  • 1916 : პირველი მსოფლიო ომიოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ განდევნა კონსტანტინოპოლის ასაღებად შემოსული გაერთიანებული ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯარები გალიპოლიდან.
  • 1991 : საბჭოთა ჯარები ვილნიუსს არბევენ ლიტვის დამოუკიდებლობის შესაჩერებლად.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
      NODES
    os 6