მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ჩეჩნეთის პირველი ომი
ჩეჩნეთის პირველი ომი

ჩეჩნეთის პირველი ომი ეწოდება იმ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული ეს კონფლიქტი 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.

რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5,500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14,000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15,000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით - 3,000 უტოლდება. 50,000 - 100,000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200,000 დაიჭრა და 500,000 დევნილად იქცა.

სიახლეები

ბაშარ ალ-ასადი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


11 დეკემბერი — ამ დღეს...

მუჰამედ ალი
მუჰამედ ალი
  • 1931 : ვესტმინსტერის სტატუტით სრული საკანონმდებლო დამოუკიდებლობა მიენიჭა ირლანდიას, ნიუფაუნდლენდს, კანადას, ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას.
  • 1946 : გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი - დაარსდა.
  • 1972 : აპოლონ-17, რიგით მე-6 მისია, მთვარეზე დაეშვა.
  • 1981 : მუჰამედ ალიმ (სურათზე) ბოლო ორთაბრძოლაში ტრევორ ბერბიკს დაუთმო.
  • 1994 : ჩეჩნეთის პირველი ომი - რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინის ბრძანებით რუსეთის სამხედრო შენაერთები ჩეჩნეთში შევიდნენ.
  • 2000 : რეალ მადრიდს ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბის წოდება მიანიჭა.
  • 2001 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
      NODES