მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი) — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962).

დღის სურათი

ჟურნალი Puck-ის იუმორისტული შარჟი, 1 დეკემბერი, 1902. ეძღვნება საბერძნეთსა და სპარსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას.
ჟურნალი Puck-ის იუმორისტული შარჟი, 1 დეკემბერი, 1902. ეძღვნება საბერძნეთსა და სპარსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას.
ჟურნალი Puck-ის იუმორისტული შარჟი, 1 დეკემბერი, 1902. ეძღვნება საბერძნეთსა და სპარსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას.

სიახლეები

ჯიმი კარტერი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


31 დეკემბერი — ამ დღეს...

ტაიპეი 101
ტაიპეი 101
  • 1695 : ინგლისში შემოიღეს ფანჯრის ბეგარა, რის გამოც მაღაზიების მფლობელებმა გადასახადის თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს.
  • 1904 : ახალი წელი პირველად აღინიშნა ტაიმზ-სქვერზე, ნიუ-იორკში.
  • 1961 : ევროპის აღმშენებლობისთვის $12 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემის შემდეგ მარშალის გეგმა ოფიციალურად დასრულდა.
  • 1990 : გარი კასპაროვმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ანატოლი კარპოვზე გამარჯვებით.
  • 1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა.
  • 1999 : რუსეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ბორის ელცინი გადადგა; მისი შემცვლელი ვლადიმირ პუტინი გახდა.
  • 2004 : ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი ტაიბეი 101 (სურათზე).
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა
      NODES