აგნი (სანს. अग्नि — „ცეცხლი“) — ღვთიურის ცეცხლოვანი ფორმა ინდუიზმში. წინარეინდუისტურ, ვედურ რელიგიაში ითვლება შუამავლად ადამიანსა და ღმერთებს შორის. ვედურ ჰიმნებში იგი იწოდება „ყველგან შემაღწეველ სულად“, რომლის მანიფესტირებაც ღმერთები არიან. იგი ვლინდება მიწაზე ცეცხლის სახით, ჰაერში ელვის სახით (ინდრა) და ზეცაში მზის სახით (სურია).

აგნი

ვედების შემდგომ ხანაში აგნის საკულტო მნიშვნელობამ იკლო, თუმცა ინდოელთა თანამედროვე რელიგიურ ყოფაში დიდ როლს თამაშობს რიტუალური ცერემონიების დროს (მაგ: განწმენდა, ბინის კურთხევა, ქორწინება და ა.შ).

აგნი გამოისახება როგორც მოხუცი, ორთავიანი, სამფეხიანი, შვიდხელიანი, ექვსთვალიანი და ოთხრქიანი კაცი, რომელსაც აცვია წითელი ტანისამოსი და წმინდა თასმა ჰკიდია მკერდზე. მისი დროშა არის კვამლი, ხოლო მისი თანმხლები ცხოველი — ერკემალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგნი&oldid=3850616“-დან
  NODES