აგორა (ძვ. ბერძნ. ἀγορά — „მოედანი, ბაზარი“) — სახალხო კრება ძველ საბერძნეთში, აგრეთვე ადგილი, სადაც ეს კრება იმართებოდა (ჯერ ბასილევსების სასახლის მახლობლად, შემდეგ — აკროპოლისის ძირში). პოლისის ზრდასთან ერთად აგორამ ქალაქის შუაგულში გადაინაცვლა (საზღვაო ქალაქებში — ნავსადგურის მახლობლად) და საზღვაო პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ცენტრად იქცა. ძვ. წ. V-VI საუკუნეების ზოგიერთ ქალაქში (კერძოდ ათენში) აგორა რთული ხუროთმოძღვრულის კომპლექსი იყო — სწორკუთხა მოედანს სამი მხრიდან ეკვროდა დორიული პორტიკები, მეოთხე მხარეს კი ორნავიანი „წმინდა სტოა“ (გრძელი ღია გალერეა ან კოლონადა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES