ალთაი
ალთაი (რუს. Алтайские горы; ჩინ. 阿尔泰山脉; მონღ. Алтайн нуруу) — მთათა სისტემა აზიაში, იქ სადაც ემთხვევა რუსეთის, მონღოლეთის, ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვრები. ალთაის სამხრეთ-აღმოსავლეთ გაგრძელებაა მონღოლეთის ალთაი, რომელიც მონღოლეთის ტერიტორიაზეა. ალთაი თითქმის განედურად არის აზიდული ჩრდილოეთ და ცენტრალურ აზიას შორის.
ალთაის ქედები გაშლილია მარაოსებრად. განედური მიმართულება აქვს სამხრეთ ალთაის ქედებს, მერიდიანული — აღმოსავლეთ ალთაის, შუალედური — ცენტრალურ ალთაის. სამხრეთ და აღმოსავლეთ ალთაის ქედებს მობრტყელებული, ხოლო ცენტრალური ალთაის ქედებს ალპური ტიპის თხემები აქვთ.
გაბატონებული რელიეფის ნაირგვარი ფორმები (კარლინგი, კარი, ტროგი, მორენა და სხვ.).
სამხრეთ ალთაის ქედებია თარბაღათაი, სარიმ-საქთი, ნარიმი, ქურჩუმი და აზუთაუ. მათი აბსოლუტური სიმაღლე 3900 მ აღემატება. აღმოსავლეთ ალთაიშია საილიუგემის, ჩიხაჩოვის, შაფშალის, ჩულიშმანის და კურაი-აიყულაქის ქედები (სიმაღლე 3000-4000 მ). ალთაი შედგება ორი გრძელი მთაგრეხილისაგან: ჩრდილოეთ მთაგრეხილს ქმნიან ჩრდილოეთ ჩუს, თერექთის, ყორღონის, ტიგირეცის და კოლივანის ქედები, ხოლო სამხრეთისას სამხრეთ ჩუს, კათუნის და ხოლზუნის ქედები.
ალთაის უმაღლესი მწვერვალია ბელუხა (4506 მ). აღსანიშნავია მარყაქოლის, უიმონისა და აბაის მთათაშუა ქვაბულები.
ალთაი უმთავრესად აგებულია პალეოზოური დანალექი, ვულკანოგენური და მეტამორფული ქანებით. გეოლოგიური აგებულებისა და წიაღისეულის მიხედვით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა:
- 1. მთიანი ალთაი (უკავია უმეტესი სივრცე);
- 2. მადნიანი ალთაი (ნაოჭები და მთავარი რღვევები გაწოლილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ).
მეზოზოური ნალექები აქ არ აღინიშნება, ხოლო ქვედა მესამეულის თაბაშირიანი და კაოლინიანი თიხები კვარციანი ქვიშებითა და კონგლომერატებით ცნობილია ჩუს სტეპსა და კათუნის ქედზე მდებარე სამახინის დეპრესიაში.
წარმოდგენილია აგრეთვე მეოთხეული ალუვიური, მყინვარული და ლიოსისებრი ნალექები. კალედონურ და ჰერცინულ დანაოჭებათა შემდეგ ალთაი დაიყო ცალკე ბელტებად, რომელთა ერთამანეთზე შეცოცებამ მათ საზღვარზე მძლავრი დანაოჭებული ზონები ჩამოაყალიბა. მეზოზოური ერის გეოლოგიური ისტორია დასაზუსტებელია.
მესამეული პერიოდის დასაწყისში ალთაის უმეტესი ნაწილი პენეპლენიზებული, გამოფიტვის სქელი ქერქით დაფარული ვაკე იყო. შუა მესამეულში ალპურმა მოძრაობებმა ალთაი თაღისებურად ააზევეს, რასაც თან რღევა და ბელტების არათანაბარი გადაადგილება მოჰყვა, ამ პროცესებმა განაპირობა მთავარი ხეობების განლაგება. მეოთხეულში ადგილი ჰქონდა პერიოდულ გამყინვარებას.
ალთაის ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. ზამთარი ცივია და ხანგრძლივი, იანვრის საშუალო ტემპერატურა — 15°-იდან (მთისწინეთში) — 28°-32°-მდეა (ცენტრალური ალთაის მთათაშუა ქვაბულებში). მაღალმთიან ზონაში ზაფხული ხანმოკლეა და გრილი, ივლისის საშუალო ტემპერატურა 14°-16° არ აღემატება.
ნალექები წელიწადში 1000-2000 მმ-იდან 200-300 მმ-მდე მერყეობს, ჩუს სტეპში კი 102 მმ.
თანამედროვე ყინულის საფრის ფართობი 800 კვ. კმ, აქ 1000 მ-მდე მყინვარია. გამყინვარების უძლიერესი კერაა კათუნის ქედზე. ხშირია ჰიდროგრაფიული ქსელი. უდიდესი მდინარეებია: კათუნი, ბია და ირტიში (ზემო დინება).
ალთაიში 3500 მ-მდე ტბაა, მათ შორის ყველაზე დიდია ტელეცკოე, მარყაქოლი.
-
მთის ტბა
-
აღმოსავლეთ ყაზახეთი
-
აღმოსავლეთ ყაზახეთი
-
მარყაქოლის ნაკრძალი
-
მარყაქოლის ტბა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Алтай Фото Мир
- Панорамы Горного Алтая, в том числе круговая დაარქივებული 2011-02-06 საიტზე Wayback Machine.
- Egiki.ru Сайт посвященный туристическим местам в Сибири
- Горный Алтай отдых и туризм
- Отчет о походе по Горному Алтаю. Много фото.
- Photos of Mountain Altai - Altai-Photo
- Altai-Project of the Technical University of Dresden დაარქივებული 2006-06-26 საიტზე Wayback Machine. - Institute of Cartography
- Golden Mountains of Altai at Natural Heritage Protection Fund
- UNESCO's evaluation of Altai (PDF file)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 305-306.
- Петров Б. Ф., Почвы Алтайско-Саянской области, М., 1952;
- Камбалов Н., Природа и природные богатства Алтайского края, Барнаул, 1955;
- Геслер И. В., Советский горный Алтай, Томск, 1956;
- Агроклиматический справочник по Алтайскому краю, Л., 1957;
- Нехорошев В. П., Геология Алтая, М., 1958;
- Куминова А. В., Растительный покров Алтая, Новосибирск, 1960.