ატლანტა (ინგლ. Atlanta) — ქალაქი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ფულტონის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა (2010) — 420 003 კაცი (33-ე აშშ-ში), მეტროპოლიტი 5 268 860 კაცი, ფართობი 343 კმ².[3] 1885 წელს ატლანტაში დაარსდა პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯორჯიის ტექნიკური ინსტიტუტი. 1917 წლის 21 მაისს ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი რომელმაც 1,938 შენობა გაანადგურა, დაახლოებით 10,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, გარდაიცვალა 1 ადამიანი (გულის შეტევით), შენობების აღდგენა დიდი შრომის ფასად მალევე მოხერხდა და ქალაქი ძველებურად სიცოცხლის უნარიანი გახდა. 1939 წლის 15 დეკემბერს ქალაქმა ფილმის პრემიერას უმასპინძლა. ატლანტა არის აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ტრანსპორტაციის ცენტრი, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო ტრანსპორტაციაში. ქალაქი განიხილება როგორც ბიზნეს ქალაქი.[4] ატლანტა არის კოკა-კოლასა და AT&T-ის სამშობლო ატლანტას მეტროპოლიტის ეკონომიკა შეადგენს 270 მილიარდ აშშ დოლარს. 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე ჯექსტონ-ატლანტას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი არის ყველაზე დაკავებული აეროპორტი მსოფლიოში. 2010 წლის მონაცემებით აეროპორტს წელიწადში გადაყავს 90 მილიონამდე ადამიანი და ახდენს 717,001 თვითმფრინავის აფრენა დაჯდომას.[5]

ქალაქი
ატლანტა
ინგლ. Atlanta
დროშა გერბი

ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
შტატი ჯორჯია
ქაუნთი ფულტონ ქაუნთი
კოორდინატები 33°45′25″ ჩ. გ. 84°23′25″ დ. გ. / 33.75694° ჩ. გ. 84.39028° დ. გ. / 33.75694; -84.39028
ქალაქის მერი შირლი ფრანკლინი
დაარსდა 29 დეკემბერი, 1845
ფართობი 347.996293 კმ²
ცენტრის სიმაღლე 225 მეტრი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 498 715 (1 აპრილი, 2020)[1] [2]
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო, UTC-5 და UTC-4
სატელეფონო კოდი 404, 678 და 770
საფოსტო ინდექსი 30060, 30301–30322, 30324–30334, 30336–30350 და 30353
ოფიციალური საიტი https://www.atlantaga.gov/
ატლანტა — აშშ
ატლანტა
ატლანტა — ჯორჯია
ატლანტა

2000-იან წლებში ქალქმა დაასრულა ჩამოყალიბება როგორც კოსმოპოლიტურმა ქალაქმა. ქალაქმა მალევე გაითქვა სახელი თავის ჯანსაღი კულტურის წყალობით. 2000-იან წლებში ყველაზე დიდი ცვლილება წინა ათწლეულთან შედარებით იყო ახალგაზრდობა, აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა ათასობით კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა. 2000 წლიდან 2009-მდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებს დაემატა 9,722 ახალი მოსახლე რომელთა ასაკი 25-დან 34-მდეა, უმეტესობას მიღებული აქვს 4 წლიანი უმაღლესი განათლება.[6] 2008 წლიდან სულ რაღაც 2 წელიწადში კრიზისის პერიოდში ქალაქში 45 რესტორანზე მეტი გაიხსნა.[7]

ატლანტა ასევე არის ბიოტექნოლოგიის სამშობლო, ქალაქი ცდილობს სახელი მოიხვეჭოს ისეთი მოვლენებით როგორიცაა "2009 წლის საერთაშორისო ბიო კონვენცია", რომელიც 2009 წელს ჩატარდა ატლანტაში სადაც მეცნიერებმა იმსჯელეს ბიოტექნოლოგიის გამოყენებაზე[8] დაძმობილებულია მსოფლიოს 19 ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://data.census.gov/cedsci/table?q=United%20States&tid=DECENNIALPL2020.P1
  2. 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
  3. http://www.allbusiness.com/company-activities-management/company-locations-facilities/6399916-1.html დაარქივებული 2009-04-19 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია: 2010-04-05
  4. http://proximityone.com/metros0010.htm
  5. http://www.atlanta-airport.com/docs/Traffic/200812.pdf დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია 2008 წლის 13 დეკემბერს
  6. http://www.usatoday.com/news/nation/2011-04-01-1Ayoungrestless01_ST_N.htm?sms_ss=twitter&at_xt=4d959a9cc8ce3e5c,0 გაზეთი აშშ დღეს
  7. Martin, Timothy W. (2011-04-16). "The New New South". The Wall Street Journal
  8. McGirt, Dan (2010-01-11). "Plans for the 2009 BIO International Convention in Atlanta, Georgia". BIOtechNOW. წაკითხულია: 2010-01-11


  NODES
Done 1
News 2
twitter 1