„ლუნა-19“ (რუს. «Луна-19», «Е-8ЛС №202») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1971 წლის 28 სექტემბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. მისი საშუალებით შეისწავლებოდა მთვარის გრავიტაციული ველი. დედამიწაზე გადმოსცა მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები.

ლუნა-19
NSSDC ID 1971-082A
SCN 05488

1971 წლის 28 სექტემბერს 10:00:22 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-19. 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 3 ოქტომბერს სადგური „ლუნა-19“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 1972 წლის 1 ნოემბერს ასს „ლუნა-19“-თან რადიოკავშირი გაწყდა მთვარის გარშემო მისი ერთწლიანი ბრუნვის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES