ნავასა (კუნძული)

(გადამისამართდა გვერდიდან ნავასა)

ნავასა (ინგლ. Navassa; ფრანგ. La Navasse) — კუნძული ატლანტის ოკეანეში, კერძოდ კარიბის ზღვაში. ნავასა არის არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს აშშ 1857 წლიდან. კუნძული აშშ-ის თევზჭერისა და ბუნების სამსახურის დაქვემდებარებაშია. კუნძულის ფართობია — 5,2 კმ².

ნავასა
მშობ. სახელი: ინგლ. Navassa, ფრანგ. La Navasse

ნავასას აღმოსავლეთი სანაპირო
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 18°24′00″ ჩ. გ. 75°00′30″ დ. გ. / 18.40000° ჩ. გ. 75.00833° დ. გ. / 18.40000; -75.00833
ფართობი 5,2 კმ²
უმაღლესი წერტილი 77 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)
ნავასა (კუნძული) — ატლანტის ოკეანე
ნავასა (კუნძული)

გეოგრაფია და ბუნება

რედაქტირება
 
ნავასას რუკა

კუნძული ნავასა მდებარეობს სტრატეგიულ ადგილას იამაიკის სრუტეში, კუნძული 160 კმ-ით არის დაშორებული აშშ-ის საზღვაო ბაზიდან, რომელიც მდებარეობს გუანტანამოს ყურეში (კუბა). მაქსიმალური სიმაღლეა — 77 მეტრი. კუნძული შედგება მარჯნის კირქვისაგან. კუნძულს საკმაოდ რთული რელიეფი აქვს, მისი ნაპირები 9-15 მეტრის სიმაღლისაა. საკმაოდაა საძოვრები, ხშირია ტყეები და ასევე გვხვდება კაქტუსები. კუნძულს, მისი რთული რელიეფის გამო არ გააჩნია ნავსადგური ან რაიმე გემის გასაჩერებელი ადგილი.

1504 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა იამაიკასთან მომხდარი გემის ჩაძირვის შემდეგ დასახმარებლად გააგზავნა რამდენიმე კანოესაგან შემდგარი ჯგუფი ჰაიტისაკენ. მეზღვაურები გზაში სასმელი წყლის ძებნისას მიადგნენ მაშინ უცნობ კუნძულს. შედეგად აღმოჩენილი იქნა ახალი კუნძული, რომელიც მივიწყებული იქნა შემდეგი 350 წლის განმავლობაში, რადგანაც მასზე არ იყო სასმელი წყალი.

1857 წელს ამერიკელმა მეწარმეებმა დაიწყეს გუანოს მარაგის დამუშავება, რის გამოც ნავასა, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ჰაიტის იმავე 1857 წელს ანექსირებულ იქნა კაპიტან პეტერ დუნკანის მიერ აშშ-ის სასარგებლოდ, 1856 წელს მიღებული გუანოს კანონის (Guano Island Act) საფუძველზე (ეს იყო მესამე კუნძული, რომელიც ამ აქტის საფუძველზე იქნა მიერთებული). 1858 წელს ჰაიტის იმპერიამაც გამოაცხადა კუნძული თავის ტერიტორიად, თუმცა შეიარაღებულ კონფლიქტამდე საქმე არ მისულა. 1865 წლიდან 1889 წლამდე პერიოდში კუნძულზე აქტიურად მიმდინარეობდა გუანოს დამუშავება. 1898 წელს მისი დამუშავების წარმოება დამთავრდა, რითაც კუნძული დაიცალა მუდმივი მოსახლეობისგან, თუმცა მასზე პერიოდულად გადმოდიოდნენ მეთევზეები ჰაიტიდან. 1914 წელს პანამის არხის გახსნის შემდეგ კუნძული გახდა მნიშვნელოვანი ნავიგაციის თვალსაზრისით. მიმოსვლა არხსა და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს შორის ხდებოდა კუბასა და ჰაიტის შუაში ნავასასთან ახლოს. 1917 წელს აშენდა 46 მეტრიანი (162 ფუტი) შუქურა ზღვის დონიდან 120 მეტრზე, რომელიც 1929 წელს გახდა ავტომატიზირებული. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა კუნძულზე შექმნეს სამეთვალყურეო პუნქტი. ომისშემდგომ პერიოდში კუნძული იყო დაუსახლებელი. 1996 წელს აშშ-ის სანაპირო დაცვამ შუქურას მომსახურება შეწყვიტა. 1998 წლიდან კუნძული თავის 12 მილიან საზღვაო ზონასთან ერთად იმართება აშშ-ის ნაკრძალთა ადმინისტრაციის მიერ. მას შემდეგ აღმოჩენილი იქნა რამდენიმე ახალი მცენარეულობის სახე, მაგალითად, რელიქტური პალმის ქვესახეობა ფსევდოფენიქსი Sargentti saonae Navassana. აშშ აპირებს კუნძულზე შექმნას ნაკრძალი.

კუნძულ ნავასას დროშა არის არაოფიციალური. მისი დროშა მეორე მსოფლიო ომის მემორიალისთვის არის შემუშავებული კუნძულ ჰავაიზე 2001 წლის 7 დეკემბერს, ეს მემორიალი მდებარეობს პერლ-ჰარბორში (აშშ). შედგება ორი თანაბარი ჰორიზონტალური ხაზისაგან: თეთრი — ზემოთ, ლურჯი — ქვემოთ. დროშის ცენტრში კუნძულის მწვანე პროფილია დიდმასშტაბიანი ზომის მარცხნივ მდებარე შუქურით. იმის გამო, რომ კუნძულის საკუთრებაზე დავაა აშშ-სა და ჰაიტის შორის, ოფიციალურად გამოიყენება ამ ორი ქვეყნის დროშა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES