სპარსიირანული წარმოშობის ზოროასტრიზმის მიმდევართა ეთნორელიგიური ჯგუფი სამხრეთ აზიაში ( ინდოეთი და პაკისტანი ). მათი რაოდენობა 100 ათასზე მეტს შეადგენს (1973 წ.). ტრადიციულად დასახლებულები არიან გუჯარათში. ამჟამად პარსების უმეტესობა მუმბაიში ცხოვრობს.[1]

პარსები
საერთო მოსახლეობა
110 ათასი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით

ინდოეთის დროშა ინდოეთი გუჯარათი, მუმბაი 70 ათასი;
პაკისტანის დროშა პაკისტანი ყარაჩი 5 ათასი;
აშშ-ის დროშა აშშ 6,5 — 11 ათასი;
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი 5 ათასი;
კანადის დროშა კანადა 3,630;
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა;
სინგაპურის დროშა სინგაპური;

ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ენები ინგლისური ენა; გუჯარათული ენა
რელიგიები ზოროასტრიზმი
ბომბეი პარსების ოჯახი ტრადიციულ სამოსში

პარსები გაიქცნენ სპარსეთიდან დაახლოებით 720 წელს სასანიდების დინასტიის დაცემის შემდეგ, ისლამის გავრცელების გამო, რათა შეენარჩუნებინათ თავიანთი კულტურული და რელიგიური იდენტობა. მათ თავშესაფარი იპოვეს ქათჰიავარის ნახევარკუნძულზე, ხოლო იქიდან უფრო სამხრეთით გადაინაცვლეს. თანდათან ისინი მეზობელ მაჰარაშტრაში გადავიდნენ და ძირითადად ბომბეიში დასახლდნენ.[2]

პარსებს შორის იყვნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწეები ( დადაბჰაი ნაოროჯი, ბჰიკაი კამა და ფეროზშაჰ მეჰტა), უმსხვილესი კომერციული და სამრეწველო კონცერნების მფლობელები (Tata Group, Godrej Group). პარსები იყვნენ გამოჩენილი ბირთვული ფიზიკოსი ჰომი ჯეჰანგირ ბაბა, მარშალი სემ მანექშოუ, რომელიც ხელმძღვანელობდა ინდოეთის არმიას 1971 წელს ინდოეთ-პაკისტანის ომის დროს და მომღერალი ფრედი მერკური.[3]

თანამედროვეობა

რედაქტირება

1971 წლის აღწერის მიხედვით პარსების რაოდენობა 91226 ადამიანს შეადგენდა. 1981 წლისთვის მათი რიცხვი 71 630-მდე შემცირდა, 1991 წლისთვის კი — 60 ათასამდე.[4]

პარსების საზოგადოების წევრები ბევრად უფრო მდიდრები არიან, ვიდრე საშუალო ინდოელები. ისინი შადგენენ ინდოეთის ყველაზე წიგნიერ საზოგადოებას (წერა-კითხვის მაჩვენებელი 98%). პარსების სქესის თანაფარდობა, ისევე როგორც დანარჩენ ინდოეთში, სადაც გაცილებით ნაკლები გოგონაა, 1050 მამაკაცია 1000 ქალზე.

კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში პარსები გაერთიანებულნი არიან ანჯუმანებად, რომლებიც ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, აგვარებენ თემის წევრების საქმეებს და ითავსებენ ერთგვარი საკომუნიკაციო ადგილის ფუნქციას. პარსების სათაო ორგანიზაცისმდებარეობს მუმბაიში, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იწვევს პარსების საერთაშორისო კონგრესს.[5]

დაბალი შობადობის და ქორწინების შედეგად, საზოგადოება სწრაფად ბერდება და მცირდება. პარსების 30%-ზე მეტი 60 წელზე მეტი ასაკისაა. საზოგადოების პროცესს შემცირების პროცესს აჩქარებს ახალგაზრდების ემიგრაცია. არსებობს საშიშროება, რომ ახლო მომავალში ინდოეთის პარსების საზოგადოება შეიძლება საერთოდ გაქრეს.[6]

თანამედროვე პარსებმა დაკარგეს ოდესღაც თავიანთი მშობლიური ენა— ფეჰლავი და ამჟამად საუბრობენ გუჯარათზე. კანონიკური ლიტერატურა არის ავესტურად და ფეჰლავურად.

გენეტიკური კვლევა

რედაქტირება

პარსები გენეტიკურად დაახლოებულნი აღმოჩნდნენ ნეოლითურ ირანელებთან, ვინაიდან მათ ირანი დატოვეს მის ისლამიზაციამდე.

ძველ დნმ-ის ნიმუშებში ნაპოვნი იქნა სამხრეთ აზიის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფების 48%, რომლებიც გადაეცემოდათ დედის ხაზით და გაჩნდა პარსების ინდოეთში გადასახლების და ადგილობრივ ქალებზე ქორწინების შედეგად.

ტრადიციები

რედაქტირება
 
" ბომბეის პარსი", ქსილოგრაფია, დაახლოებით 1878 წ.

პარსების დაკრძალვის რიტუალი ტარდება ეგრეთ წოდებულ დუმილის კოშკებში, როდესაც მიცვალებულებს უტოვებენ საჯიჯგნად გარეულ ფრინველებს — ვულტურებს. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ არ მოხდეს წმინდა ელემენტების — ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის შეურაცხყოფა. თუმცა, რიგ შემთხვევებში პარსები იძულებულები არიან ამ ჩვეულებაზე უარი თქვან, ყველაზე ხშირად მათ საცხოვრებელ ქვეყანაში ამ რიტუალის კანონიერი აკრძალვის გამო. მაგალითად, ფრედი მერკურის ცხედარი, ზოროასტრიზმის ტრადიციის საწინააღმდეგოდ, კრემირებული იყო, რადგან ბრიტანეთის, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანის კანონმდებლობის მიხედვით, დაკრძალვის მეთოდად ნებადართულია მხოლოდ კრემაცია ან მიწაში დამარხვა[7].

ქორწინების საკითხი და მისი გადაწყვეტა

რედაქტირება

პარტნიორის არჩევის და ქორწინების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მცირერიცხოვანი პარსებისთვის. თუმცა, ბოლო დროს, ონლაინ გაცნობის ფენომენი ფართოდ გავრცელდა პარსებში.[8]

ცნობილი პარსები

რედაქტირება
  • ფრედი მერკური (ფარუხ ბულსარა) — მუსიკოსი და ბრიტანული როკ ჯგუფის Queen-ის წამყვანი მომღერალი.
  • ჰომი ბჰაბჰა — ამერიკელი მეცნიერი
  • ჰომი ჯეჰანგირ ბჰაბჰა — ინდოელი ფიზიკოსი.
  • ნინა ვაიდია — ბრიტანელი მსახიობი და სცენარისტია.
  • კობად განდი — ინდოელი კომუნისტი რევოლუციონერი.
  • ფეროზ განდი — ინდოელი პოლიტიკოსი და ინდირა განდის ქმარი.
  • ჯამსეთჯი ჯიჯიბოი — ინდოელი მეწარმე და ქველმოქმედი.
  • ბომან ირანი — ინდოელი მსახიობი და ფოტოგრაფი.
  • სანაია ირანი — ინდოელი მსახიობი.
  • ფეროშაჰ მეჰტა — ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
  • ზუბინ მეჰტა — ინდოელი დირიჟორი.
  • როჰინტონ მისტრი — კანადელი მწერალი.
  • დადაბჰაი ნაოროჯი — ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
  • რატანა პესტონჯი — ტაილანდელი კინორეჟისორი.
  • ბაფსი სიდჰვა — პაკისტანელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი.
  • კაიხოსრუ სორაბჯი — ბრიტანელი კომპოზიტორი.
  • ჯამსეტჯი ტატა — ტატას ინდუსტრიული დინასტიის დამფუძნებელი, რომელიც ფლობს ინდოეთის უმსხვილეს საავტომობილო კომპანიას, Tata Motors. [9]
  • პერსის ხამბატა — ინდოელი მოდელი და მსახიობი.
  1. Gyaneshwer Chaubey†Email authorView ORCID ID profile, Qasim Ayub†Email author, Niraj Rai†, Satya Prakash, Veena Mushrif-Tripathy, Massimo Mezzavilla, Ajai Kumar Pathak, Rakesh Tamang, Sadaf Firasat, Maere Reidla, Monika Karmin, Deepa Selvi Rani, Alla G. Reddy, Jüri Parik, Ene Metspalu, Siiri Rootsi, Kurush Dalal, Shagufta Khaliq, Syed Qasim Mehdi^, Lalji Singh, Mait Metspalu, Toomas Kivisild, Chris Tyler-Smith, Richard Villems† and Kumarasamy Thangaraj†. “Like sugar in milk”: reconstructing the genetic history of the Parsi population // Genome Biology : ჟურნალი. — 2017. — 14 ივლისი. დაარქივებულია 12 აგვისტო .
  2. The Shah's missive is reproduced in Sir Jehangir C. Coyajee, "A brief Life-Sketch of the Late Mr. Dinshah Jeejeebhoy Irani" in Dinshah Irani Memorial Volume: Papers on Zoroastrian and Iranian Subjects (Dinshah J. Irani Mem
  3. Akram, A. I.; al-Mehri, A. B. (September 1, 2009). The Muslim Conquest of Persia. Maktabah Publications. ISBN 978-0-9548665-3-2.
  4. Marashi, Afshin (June 8, 2020). Exile and the Nation: The Parsi Community of India and the Making of Modern Iran. University of Texas Press. ISBN 978-1-4773-2079-2.
  5. Sir Dinsha Manekji Petit v. Sir Jamsetji Jijibhai (1909), 33 ILR 509 and 11 BLR 85, Justices Dinshaw Davar and Frank Beaman
  6. Sarwar Merwan Yezdiar v. Merwan Rashid Yezdiar (1948), Parsi Matrimonial Court, Justice Coyaji
  7. Werwan Rashid Yezdiar v. Sarwar Merwan Yezdiar (1950), 52 blr 876, Justices Chagla and Gajendragadkar
  8. Waterfield, Henry; Great Britain India Office Statistics AND Commerce Department (1872). "Memorandum on the census of British India of 1871-72". pp. 50–54.
  9. "Jamshedji Tata - Founder of TATA Industries". webindia123.com.
  NODES
COMMUNITY 1