ტერმინს „სინათლე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სინათლე (მრავალმნიშვნელოვანი).

სინათლეელექტრომაგნიტური გამოსხივება თვალისთვის ხილული ტალღის სიხშირით, ან ტექნიკური ან მეცნიერული მნიშვნელობით, ნებისმიერი სიხშირის ელექტრონაგნიტური გამოსხივება. ხილული სინათლის ტალღის სიგრძე იცვლება 380–400 ნანომეტრიდან 760–780 ნმ–მდე, სიხშირით 405 ტჰც-დან 790 ტჰც–მდე. ფიზიკაში ტერმინი სინათლე მოიცავს გამოსხივების მოსაზღვრე რეგიონებს: ინფრაწითელს (დაბალ სიხშირეში) და ულტრაიისფერს (მაღალში), რომელიც ადამიანის თვალის მიერ ვერ აღიქმება. ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს სინათლეს არის ფოტონი. სინათლის სამი ძირითადი მახასიათებელია (ანუ ყველა ელექტრომაგნიტური გამოსხივების):

  • ინტენსივობა (ამპლიტუდა), რომელსაც ადამიანი სინათლის სიკაშკაშის სახით აღიქვამს;
  • სიხშირე (ტალღის სიგრძე), რომელსაც ადამიანი სინათლის ფერით აღიქვამს, და
  • პოლარიზაცია (რხევის კუთხე), რომელიც ადამიანის მიერ მხოლოდ სუსტად აღიქმება ჩვეულებრივ ვითარებაში.

მისი სიჩქარე, ვაკუუმში 300 000 000 მეტრი წამში (300 000 კილომეტრი წამში), ბუნების ერთ–ერთი ძირითადი მუდმივაა. სინათლეს ახასიათებს ორივე – ტალღისა და ნაწილაკის თვისებები. ეს მახასიათებელი ცნობილია, როგორც ტალღურ–ნაწილაკური დუალიზმი. მეცნიერებას სინათლის შესახებ ოპტიკას უწოდებენ, ის თანამედროვე ფიზიკის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Thomas Walther, Herbert Walther: Was ist Licht? Von der klassischen Optik zu Quantenoptik. Beck, München 1999, ISBN 3-406-44722-8.
  NODES
os 2