ხოხობი (ლათ. Phasianus) — დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.

ხოხობი

კოლხური ხოხობი
(Phasianus colchicus) დედალი და მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Phasianus

ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) — ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES