ჰიმალაი (სანს. हिमालयः, himālayaḥ IAST „თოვლის სავანე“, ჰინ. हिमालय, ნეპ. हिमालय, ჩინ.: 喜馬拉雅山脈) — მსოფლიოს უმაღლესი მთათა სისტემა აზიაში. განფენილია ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთის, ჩინეთის, ნეპალის, ბჰუტანისა და მიანმარის ტერიტორიებზე. მოქცეულია ტიბეტის მთიანეთსა და ინდ-განგის ვაკეს შორის. სიგრძე 2400 კილომეტრზე მეტი, სიგანე 180 კილომეტრიდან 350 კილომეტრამდე. ფართობი დაახლოებით 650 ათასი კმ². საშუალო სიმაღლე დაახლოებით 6000 მ. ჰიმალაიზე აღმართულია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8848 მ). 11 მწვერვალის სიმაღლე აღემატება 8000 მ-ს, რომელთაც სხვანაირად რვაათასიანებს უწოდებენ. ჰიმალაი არის დიდი ოროგრაფიული, კლიმატური და ფლორისტიკული ზღუდე ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და სამხრეთ აზიის ტროპიკულ ლანდშაფტებს შორის.

ჰიმალაი
მწვერვალი კ2
მწვერვალი კ2
კოორდინატები: 27°59′17″ ჩ. გ. 86°55′31″ ა. გ. / 27.98806° ჩ. გ. 86.92528° ა. გ. / 27.98806; 86.92528
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
ნეპალის დროშა ნეპალი
ბჰუტანის დროშა ბჰუტანი
მიანმარის დროშა მიანმარი
უმაღლესი წერტილი ევერესტი
სიმაღლე 8848 
ფართობი 650 კმ²
სიგრძე 2400 კმ
სიგანე 350 კმ
ჰიმალაი — აზია
ჰიმალაი

ჰიმალაი ინდ-განგის ვაკიდან 3 უზარმაზარ ციცაბო საფეხურებად მაღლდება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია რღვევის ხაზებითა და მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულებით. I საფეხურს ქმნის ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ჰიმალაის სამხრეთი მთისწინეთი — სივალიკის ქედი. II საფეხურია მცირე ჰიმალაი — ცალკეული მთის მასივებისა და ქედების სისტემა. მთები ძლიერ დანაწევრებულია, სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი დამრეცი. აქ არის პირ-პანჯალის, დჰაოლადჰარის, მაჰაბჰარატის ქედები. III საფეხურია დიდი ჰიმალაი, ანუ ჰიმალაის მთავარი ქედი. იგი ჩრდილო-დასავლეთით ნანგაპარბატის მასივიდან იწყება. სატლეჯის ხეობიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარული ჰიმალაის უმაღლესი მთის მასივები და მწვერვალები.

ჰიმალაი ფართობით თითქმის ათჯერ აღემატება საქართველოს ფართობს. შედარებისთვის შესაძლებელია მწვერვალ აკონკაგუას მოყვანა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6962 მ-ია და უმაღლესი მწვერვალია აზიის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ჰიმალაის სისტემა შეიცავს 100-ზე მეტ მწვერვალს, რომელთა სიმაღლე 7 200 მეტრს აღემატება. მათი დაპყრობის მცდელობა და ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან იწყება. ჰიმალაის მწვერვალებზე მოწყობილმა ექსპედიციებმა ბევრი ცნობილი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  NODES
Note 1
Project 1