17 ივნისი
თარიღი
17 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 168-ე დღე (ნაკიან წლებში – 169-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 197 დღე.
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1462 : ვლად დრაკულა მეჰმედ II-ს ესხმის თავს, რის გამოც ეს უკანასკნელი ვლახეთიდან უკან იხევს.
- 1579 : სერ ფრენსის დრეიკმა ახალი ალბიონი (კალიფორნია) ინგლისის საკუთრებად გამოაცხადა.
- 1885 : ფრანგულმა თბომავალმა გემმა „Isere“ (ისერი) ნიუ იორკში საფრანგეთის მთავრობის მიერ ნაჩუქარი თავისუფლების ქანდაკება ჩაიტანა.
- 1918 : თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ოპერა - გოგნიაშვილის „ქრისტინე“.
- 1925 : ჟენევაში ხელი მოეწერა ომის დროს მომწამლავი მხუთავი და მსგავსი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვას.
- 1939 : ბოლო სახალხო გილიოტინაზე სიკვდილით დასჯა საფრანგეთში ვერსალში სენ–პიერის საპყრობილის წინ.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი : ოპერაცია არიელი დაიწყო – მოკავშირეები საფრანგეთის ევაკუაციას იწყებენ გერმანიის მიერ პარიზისა და თითქმის მთელი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი : ბალტიის სამი ქვეყენა – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საბჭოთა კავშირის ოკუპაციაში მოხვდა.
- 1944 : რეფერენდუმის შედეგად დანიისაგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა ისლანდია.
- 1969 : ბორის სპასკიმ ტიგრან პეტროსიანი დაამარხა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
- 1971 : იაპონია და აშშ ხელს აწერენ ოკინავის დაბრუნების შეთანხმებას, რომლითაც აშშ ოკინავაზე კონტროლს თმობს.
- 1972 : ამერიკის პოლიციამ დააკავა ხუთი ეჭვმიტანილი რომელთაც ბრალად ედებოდათ სასტუმრო „უოტერგეიტში“ დემოკრატიული პარტიის შტაბში მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება. ამის შედეგად აგორდა სკანდალი რომელიც ისტორიაში შევიდა „უოტერგეიტის სკანდალი“-ს სახელით და რომელმაც შეიწირა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური კარიერა.
- 1982 : გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა.
- 1985 : დაარსდა საკაბელო ტელეარხი „დისკავერი“
- 1991: სამხრეთ აფრიკაში გაუქმდა ახალშობილების რასობრივი ნიშნით რეგისტრაცია, რაც ფაქტობრივად აპარტეიდის პოლიტიკის დასრულება იყო.
- 1992 : შეიარაღების შემცირებაზე ურთიერთგაგების შეთანხმებას მოაწერეს ხელი ჯორჯ ბუშმა და ბორის ელცინმა (START II).
- 1994 : ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო აშშ-ში.
- 2010 : აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შეჯიბრის ფინალში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დაამარცხა ბოსტონ სელტიქსი და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
- 2019 : ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა.
- 2022 : ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები წაუყენა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1682 : კარლ XII — შვედეთის მეფე (გ.1718)
- 1818 : ახვერდიანი, გევორქ — სომეხი ლიტერატურათმცოდნე
- 1882 : სტრავინსკი, იგორ — რუსი კომპოზიტორი (გ.1971)
- 1898 : ეშერი, მორის — ნიდერლანდელი მხატვარი (გ.1972)
- 1920 : ჟაკობი, ფრანსუა — ფრანგი ბიოლოგი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1940 : ჰარდენი, ართურ — ინგლისელი ბიოქიმიკოსი.
- 1996 : კუნი, ტომას — ამერიკელი ფილოსოფოსი (დ.1922)
- 2019 : მურსი, მოჰამედ — ეგვიპტელი პოლიტიკოსი
- 2021 : კენეთ კაუნდა — ზამბიის პირველი პრეზიდენტი.
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
რედაქტირება- გაერო - გაუდაბნოების და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირებასაეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა მიტროფანე
- წმინდა მოწამენი: ფრონტასი, სევერინი, სევერიანე და სილანი
- წმინდა კონკორდი
- ასტი დირექიელი
- ზოსიმე მეგვიპტელი
- წმინდა პავლე
- იოანე მონაგრიელი
- მართა და მარიამი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები