ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აიაქსი (ასევე წოდებული როგორც აიასი) — ბერძნული მითოლოგიური გმირი, შვილი მეფე ტელამონისა და პერიბოეასი,[1] ნახევარძმა ტეუკერისა.[2] იგი არის გამბედავი მეომარი ჰომეროსის ილიადაში და ეპიკურ ციკლში, ეპიკური ლექსების სერია ტროის ომის შესახებ, რომელიც მეორეა აქილევსის შემდეგ ომის ბერძენ გმირებს შორის.[3] მას ასევე მოიხსენიებენ როგორც „ტელამონიან აიაქსს“, „დიდებული აიაქსი“ ან „დიდი აიაქსი“. ეს სახელწოდებები მას განასხვავებს აიაქსისგან, ოილევსის შვილისგან, ცონბილი როგორც აიაქსი მცირე.

აიაქსი


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია
სქესი: მამრობითი
მამა: ტელამონი
დედა: Eeriboea
შვილები: Eurysaces, Philaeus of Athens და Aiantides
გამოსახულებები

აიაქსი არის ტელამონის(ეაკოსის ვაჟი და ზევსის შვილიშვილი) და მისი პირველი ცოლის შვილი. მისი ბიძის პელევსის (ტელამონის ძმის) მეშვეობით ის არის აქილევსის ბიძაშვილი და ტეუკერის უფროსი ნახევარძმა.

მისი სახელის ეტიმოლოგია გაურკვეველია. ხალხური ეტიმოლოგიით მისი სახელი მომდინარეობს „aiazō αἰάζω“-ს ძირიდან „გოდება“ და ითარგმნება როგორც „ვინც გლოვობს; მგლოვიარე“. ჰესიოდემ მოგვაწოდა განსხვავებული ხალხური ეტიმოლოგია სადაც აიაქსი იღებს სახელს, როცა ჰერაკლე ეუბნება ზევსს იმაზე, რომ ტელამონსა და პერიბოეას შეიძლება ეყოლიოთ ვაჟი. ზევსი მათთან ნიშნისთვის გაგზავნის არწივს. ჰერაკლე ცოლ-ქმარს ურჩევს, რომ თავიანთ შვილს არწივის პატივსაცემად აიაქსი დაარქვან.[4]

მითოლოგია

რედაქტირება

დარეს ფრიგიელის ცნობაში აიაქსი იყო აღწერილი როგორც „..ძლიერი. სუფთა ხმა, შავი და ხუჭუჭა თმა. შეუპოვარი და მამაცი ბრძოლებში“.[5] ამავდროულად ჰომეროსის ილიადაში ის აღწერილი არის, როგორც დიდი აღნაგობის, კოლოსალური და უძლიერესი აქაველებიდან. ცნობილი როგორც „აქაელთა საყრდენი“,[6] მას წვრთნიდა კენტავრი ქირონი (მან გაწვრთნა აიაქსის მამა და აქილევსის მამა პელევსი. იგი მოგვიანებით მოკლა ჰერაკლემ, შემთხვევითი დარტყმით, როდესაც იგი ვარჯიშობდა.) და ამავე დროს წვრთნიდა აქილევსსაც. მას აღწერდნენ, როგორც უშიშარს, ძლიერს და ძლევამოსილს, ძალიან მაღალი საბრძოლო ინტელექტით. აიაქსი მეთაურობს ჯარს და უჭირავს ფარი შვიდი ძროხის კანისგან და ბრინჯაოთი დამზადებულს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აიაქსი არ იქნა დაჭრილი ილიადას არცერთ ბრძოლაში და ასევე იგი არ იღებდა დახმარებას ბრძოლაში მონაწილე არცერთი ღმერთისაგან (გარდა აგამემნონისა). მეცამეტე წიგნში პოსეიდონი აიაქსს თავის კვერთხს ურტყამს თავში და მას ახალ ძალებს აძლევს. აიაქსი ძირითადად თავდაცვითი მეომარია. იგი იცავს ბერძნულ ბანაკებს და გემებს. როდესაც ტროელები შეტევაზე არიან, ისინი ხშირად ხედავენ აქაელთა უკანდახევას.აიაქსი არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი პერსონაჟი ბრძოლის დროს, მაგრამ მას არ აქვს გამორჩეული მომენტები, რომელიც მას ასახავს შეტევაზე.

ილიადაში აიაქსი გამოირჩევა თავისი უხვი ძალითა და გამბედაობით, რომელიც განსაკუთრებით ჩანს ჰექტორთან ორ ბრძოლაში. მეშვიდე წიგნში, აიაქსი იქნება არჩეული ჰექტორთან დუელში საბრძოლველად. ბრძოლა თითქმის მთელი დღე გაგრძელდება. აიაქსი თავიდან გადაწყვიტავს შეტევას, დაჭრის ჰექტორს თავისი შუბით და მას დიდი ქვით ძირს დააგდებს.[7] ჰექტორი იბრძვის იქამდე მანამ სანამ მისი მაცნეები არ დაარწმუნებენ ზევსს, რომ ეს ბრძოლა ფრედ დამთავრებულიყო. ორივე მებრძოლი გაცვლიან საჩუქრებს. აიაქსი ჰექტორს აჩუქებს იასამნისფერ ფარდას, ხოლო ჰექტორი აიაქსს აჩუქებს ბასრ მახვილს.

ეს ორი მეორედ შეებრძოლებიან ერთმანეთს, როცა ჰექტორი შეიჭრება მიკეანების ბანაკში და ერთმანეთს შეებრძოლებიან ბერძნებთან ერთად გემებს შორის. მეთოთხმეტე წიგნში აიაქსი გიგანტურ კლდეს ესვრის ჰექტორს, რაც თითქმის მოკლავს მას.[8] მეთხუთმეთე წიგნში აიაქსის ძალებს აღადგენს აპოლონი და იგი დაბრუნდება, გემებზე შეტევის განსახორციელებლად. აიაქსი, რომელიც უზარმაზარ შუბს ატარებს, დახტის გემიდან გემზე და ადვილად აკავებს ტროელ არმიას. მეთექვსმეტე წიგნში აიაქსი და ჰექტორი ისევ შეებრძოლებიან ერთმანეთს. ჰექტორი განაიარაღებს მას. აიაქსი იძულებით დაიხევს უკან, რადგან ხედავს, რომ ზევსი ჰექტორს ემხრობა. ჰექტორმა და ტროელებმა მოახერხეს და დაწვეს ერთი ბერძნული გემი, რაც კულმინაციას იწვევს და თითქმის ამთავრებს ომს. აიაქსი პასუხისმგებლია ბევრი ტროელი ბატონების, მათ შორის ფორკისის სიკვდილზე.

აიაქსი ხშირად ებრძოდა თავის ძმას ტეუკერს, რომელიც ცნობილი იყო მშვილდის ოსტატობაში. აიაქსი იყენებდა თავის დიდებულ ფარს, მის უკან დგებოდა ტეუკერი და თავისი ისრით ებრძოდა მოწინააღმდეგე ტროელებს.

აქილევსი არ იმყოფებოდა ამ შეტაკებებზე, აგამემნონთან მტრობის გამო. მე-9 წიგნში, აგამემნონი და სხვა მიკენელი მთავრები აგზავნიან აიაქსს, ოდისევსს და ფენიქსს აქილევსის კარავში, რათა შეურიგდნენ დიდ მეომარს და აიძულონ იგი დაბრუნდეს ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ აიაქსი გულმოდგინედ ლაპარაკობს, იგი ვერ ახერხებს აქილევსის დარწმუნებას.

როდესაც პატროკლე მოკვდა, ჰექტორი მისი სხეულის მოპარვას ეცდება. აიაქსს, მენელაოსის დახმარებით, ახერხებს ტროას წინააღმდეგ ბრძოლას და ცხედარის თავისი ეტლით უკან წამოღებას; თუმცა ტროელებმა, პატროკლეს უკვე გააძრეს აქილევსის ჯავშანი. აიაქსი შეევედრება ზევს, რომ ბრძოლის ველზე ჩამოსული ნისლი გააქროს და მისცეს მათ ნება იბრძოლონ ან მოკვდნენ სინათლის შუქზე. ჰიგინისის ცნობით, აიაქსმა ტროას ომში სულ ოცდარვა ადამიანი მოკლა.[9]

სიკვდილი

რედაქტირება

როდესაც ილიადა მთავრდება, აიაქსი და სხვა ბერძენი მეომრების უმეტესობა, ცოცხლები და კარგ მდგომარეობაში არიან. როდესაც აქილევსს მოკლავს პარისი (აპოლონის დახმარებით), აიაქსი და ოდისევსი არიან ერთადერთი გმირები, რომლებიც შეებრძოლებიან ტროელებს და დაიბრუნებენ აქილევსის ცხედარს და დამარხავენ მას თავის პარტნიორ პატროკლესთან ერთად.[10] აიაქსი თავისი შუბით და ფარით ახერხებს აქილევსის სხეულის მოპოვებას და გემზე ატანას, როდესაც ოდისევსი აკავებს ტროელებს.[11] დაკრძალვის შემდეგ, აქილევსის ჯადოსნურ ჯავშანი, რომელიც ოლიმპოს მთაზე შექმნა მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტოსმა, დაიტოვეს მისი გმირულის საქმეების ასაღიარებლად. გაიმართება კონკურსი იმის დასადგენად, თუ ვინ იმსახურებს ჯავშანს. აიაქსი ამტკიცებს, რომ მისი ძალისა და გაკეთებული საქმეების გამო ბერძნებისთვის, იგი იმსახურებს ჯავშანს.[12] ოდისევსის მჭერმეტყველობის გამო, ათენას დახმარებით, საბჭო გადაწყვეტს ჯავშანის მისთვის გადაცემას. ამ შედეგით შეძრწუნებული და „საკუთარი მწუხარებით დაპყრობილი“ აიაქსი საკუთარ მკერდში მახვილს იყრის და თავს იკლავს.[13] „პატარა ილიადაში“ გაბრაზებული აიაქსი ოდისევსის გამარჯვებით კლავს ბერძნების საქონელს. გონზე დაბრუნების შემდეგ სირცხვილისგან იგი თავს იკლავს.[14]

რესურსები ინტერნეტიდან

რედაქტირება
  1. Tzetzes, John (2015). Allegories of the Iliad. Harvard University Press, Cambridge, Massachusetts, London, England: Dumbarton Oaks Medieval Library, გვ. 41, Prologue 526. ISBN 978-0-674-96785-4. 
  2. "Salamis The Island" დაარქივებული 2009-02-22 საიტზე Wayback Machine. Salamis The Island – Salamina Municipality – Greek Island
  3. Mike Dixon-Kennedy (1998). Encyclopedia of Greco-Roman Mythology. ABC-CLIO, გვ. 20. ISBN 1-57607-094-8. 
  4. Most, Glenn Warren (2007) Hesiod, The Shield. Catalogue of Women. Other fragments., 2018 revised, Loeb Classical Library, გვ. 295, fragment 188. ISBN 978-0-674-99721-9. 
  5. Dares Phrygius, History of the Fall of Troy 13
  6. Homer, Iliad 6.5.
  7. Iliad, 7.268–272.
  8. Iliad, 14.408–417.
  9. Hyginus, Fabulae 114.
  10. Homer, Odyssey.
  11. Arctinus Miletus, "Aethiopis"
  12. Ovid, Metamorphoses, translated by Rolfe Humphries (Indianapolis: Indiana University, 1955), Book XIII, pp. 305–309
  13. Metamorphoses, trans. Humphries, p. 318
  14. Lesches of Mitylene, „The Little Iliad (Ilias Mikra)“
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიაქსი“-დან
  NODES