ანთაქია (თურქ. Antakya, ძველი ანტიოქია ბერძ. 'Αντιόχεια, ლათ. Antiochia) – ქალაქი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 145 ათასი ადამიანი (2000). მდებარეობს მდინარე ორონთზე.

ქალაქი
ანთაქია
Antakya
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 36°12′00″ ჩ. გ. 36°19′00″ ა. გ. / 36.20000° ჩ. გ. 36.31667° ა. გ. / 36.20000; 36.31667
ცენტრის სიმაღლე 67
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 144,910 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 326
საფოსტო ინდექსი 31000
საავტომობილო კოდი 31
ოფიციალური საიტი antakya.bel.tr
ანთაქია — თურქეთი
ანთაქია

უძველეს დროში ანთაქია (იგივე ანტიოქია) იყო სელევკიდების სამეფოს მთავარი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. 1198–1268 წლებში იგი ჯვაროსნების მიერ შექმნილი ანტიოქიის სამთავროს დედაქალაქი იყო. 1516 წელს დაიპყრეს თურქებმა. 1918 წელს შევიდა სირიის შემადგენლობაში. 1938 წლიდან კი თურქეთის შემადგენლობაშია. აქვე იყო ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრიც, მანამ სანამ მას გადაიტანდნენ დამასკოში.

 
ანტიოქიის პანორამა წმ. პიერის ეკლესიიდან

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES