არარატი
ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლ
არარატი (სომხ. Արարատ, თურქ. Ağrı, Ârârât, სპარს. کوه آرارات, ივრ. אררט) — ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება მასისი, თურქული — ბუიუქ-აღრი-დაღი), სიმაღლე 5165 მ და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ. კონუსები გაყოფილია სარდარბულაკის უნაგირით. ორივე არარატის ძირის გარშემოწერილობაა 130 კმ. აგებულია კაინოზოური ბაზალტებით. დიდი არარატი 4250 მ-ს ზევით დაფარულია მუდმივი თოვლით. აქვს 30-მდე მყონვარი (უდიდესია წმ. იაკობის მყინვარი, სიგრძე 2 კმ). ფერდობები უდაბურია. ბიბლიის მიხედვით არარატის მთაზე გაჩერდა ნოეს კიდობანი.
არარატი თურქ. აღრი | |
---|---|
აღმოსავლეთით ჩანს დიდი არარატი | |
კოორდინატები: 39°42′07″ ჩ. გ. 44°17′50″ ა. გ. / 39.70194° ჩ. გ. 44.29722° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
სიმაღლე | 5165 მცირე — 3925 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი (მძინარე) |
პირველი ასვლა | 1829 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 541.