ბოემონდ II ანტიოქელი (ფრანგ. Bohemond de Tarente; 1107/8-1130) — ტარანტოს მთავარი 1111-1128 წლებში და ანტიოქიის მთავარი 1111/1119-1130 წლებში. იგი იყო ბოემონდ I-ის ვაჟი, რომელმაც 1108 წელს, დოველის ხელშეკრულებით ბიზანტიის ვასალობა იკისრა. სამი წლის შემდეგ ბოემონდი ავიდა ტარანტოს ტახტზე, მაგრამ დედამისის მეურვეობით. ანტიოქიას კი სათავეში 1112 წლამდე რეგენტი, მამამისის ძმისწული ტანკრედ გალილეელი ჩაუდგა, ხოლო ტანკრედის შემდეგ მისი ბიძაშვილი როჯერ სალერნოელი (1112-1119). სარმადის ბრძოლაში როჯერის გარდაცვალების შემდეგ ბოემონდის სრულწლოვანებამდე ანტიოქიის რეგენტი ბალდუინ II იერუსალიმელი გახდა.

ბოემონდ II
Bohemond de Tarente
ტარანტოს მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1111
მმართ. დასასრული: 1128
წინამორბედი: ბოემონდ I
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
ანტიოქიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1111/1119
მმართ. დასასრული: თებერვალი, 1130
წინამორბედი: ბოემონდ I (რეგენტი როჯერ სალერნოელი)
მემკვიდრე: კონსტანცია
რეგენტი: ტანკრედ გალილეელი
როჯერ სალერნოელი
ბალდუინ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1107/8
გარდ. თარიღი: თებერვალი, 1130
მეუღლე: ალისა ანტიოქელი
შვილები: კონსტანცია
მამა: ბოემონდ I
დედა: კონსტანცია ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

ბოემონდი ანტიოქიაში 1126 წელს ჩავიდა. მან დაიწყო წარმატებული სამხედრო კამპანია მიმდებარე მუსლიმ მმართველებთან, მაგრამ ჟოსლენ I-თან მისმა დაპირისპირებამ საშუალება მისცა იმად ად-დინ ზენგის, რომ დაეცვა ალეპო და მოსული. ამავდროულად, 1128 წელს როჯერ II-მ დაიპყრო ტარანტოს სამთავრო. იგი დაიღუპა დანიშმენდიდებისღაზი გიუმიუშტეკინის წინააღმდეგ ბრძოლისას 1130 წელს, კილიკიის სამთავროს სამხედრო კამპანიის დროს. მისი თავი აბასიდ ხალიფას გაუგზავნეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Asbridge, Thomas (2000). The Creation of the Principality of Antioch, 1098–1130. Boydell Press. ISBN 978-0-85115-661-3.
  • Barber, Malcolm (2012). The Crusader States. Yale University Press. ISBN 978-0-300-11312-9.
  • Dunbabin, Jean (2000). France in the Making, 843–1180. Oxford University Press. ISBN 0-19-820846-4.
  NODES