სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბოლქვი (ლათ. bulbus) — მცენარის სახეცვლილი ყლორტი. შედგება განვითარება დაუსრულებელი, დამოკლებული ღეროსაგან (ძირისაგან) და მასზე მჭიდროდ განლაგებული მრავალი ხორცოვანი ფოთლოსაგან (ქერქლისაგან), რომელიც სავსეა წყლითა და სამარაგო საკვები ნივთიერებებით. ქერქლები ზოგჯერ ვიწროა და კრამიტისებურად განლაგებული (მაგ., შროშანი) ან ფართოა და ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი (მაგ., ხახვი, სუმბული).

ხახვის ბოლქვები

ბოლქვის ძირის წვერის კვირტიდან ან ბოლქვის ქერქლის უბის კვირტიდან ვითარდება მიწისზედა საყვავილე ყლორტი, ძირის ქვედა ნაწილიდან კი დამატებითი ფესვები გამოდის. ბოლქვის ქერქლის უბის კვირტიდან ყოველწლიურად ერთი ან რამდენიმე შვილეული ბოლქვი ანუ ბოლქვის კბილი წარმოიქმნება (მაგ., ნიორი). ბოლქვი ახასიათებს ძირითადად შროშანისებრთა და ამარილისისებრთა ოჯახის მცენარეებს. მისი საშუალებით მცენარე ადვილად ეგუება არახელსაყრელ პირობებს — განსაკუთრებით გვალვას და მრავლდება ვეგეტატიურად. ზოგჯერ წარმოიქმნება მიწისზედა ბოლქვები ანუ ბოლქვაკები, რომლებიც ვითარდება ყვავილედში (ნიორი, ხახვი) ან ფოთლის უბის კვირტებში (ზოგიერთი შროშანი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES