ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრეილა (რუმ. Brăila; ბერძ. Βράιλα; თურქ. İbrail) — ქალაქი მუნტენიაში, აღმოსავლეთ რუმინეთში, დუნაის სანაპიროზე. ქალაქი არის ბრეილის ჟუდეცის დედაქალაქი.

ქალაქი
ბრეილა
Brăila
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ბრეილის ჟუდეცი
კოორდინატები 45°16′09″ ჩ. გ. 27°57′26″ ა. გ. / 45.26917° ჩ. გ. 27.957472° ა. გ. / 45.26917; 27.957472
ქალაქის მერი მარიან დრაგომირი[1]
ფართობი 77.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25
მოსახლეობა 180 302 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2 300 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 810xxx
ოფიციალური საიტი primariabr.ro
ბრეილა — რუმინეთი
ბრეილა

2011 წლის რუმინეთის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქ ბრეილაში ცხოვრობდა 180 302 ადამიანი, რითაც ის ქვეყანაში სიდიდით მე-11 ქალაქია.

 
ბრეილა მე-20 საუკუნის საფოსტო ბარათზე

მე −14 საუკუნემდე დღევანდელი ბრეილას ადგილას პატარა სოფელი არსებობდა, სადაც სავარაუდოდ მეთევზეები და ვაჭრები ცხოვრობდნენ.[2] სოფელი მონღოლების ხელში აღმოჩნდა 1241 წელს.[2]

დასახლება სახელწოდებით დრინაგო პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნის კატალონიურ და კასტილიურ პორტოლანურ ჩარტებში (ანჯელინო დე დალორტო, 1325/1330 და ანჯელინო დულცერტი, 1339), აგრეთვე ყველა სამეფოს ცოდნის წიგნში. ეს შეიძლება ყოფილიყო ბრილაგოს მცდარი ტრანსკრიფცია, რასაც მე-15 საუკუნის მოგზაურები თავიანთ ჟურნალებში იყენებდნენ.[3]

დაახლოებით ამავე პერიოდში ბერძნულ დოკუმენტებში ქალაქი მოიხსენიება, როგორც პროილაბუმი ან პროილავა, ხოლო სლავურში როგორც ბრაილოვი. სახელის წარმოშობა და მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს ანთროპონიმია.[4]

პირველი დოკუმენტი, რომელშიც ნახსენებია ბრეილა, არის პრივილეგიური აქტი, რომელიც ვლადიკატ ვლადისლავ I- მა მიანიჭა საბაჟო გადასახადებისგან განთავისუფლებულ ბრაშოველ გერმანელ ვაჭრებს.[5]

ვლახეთის ნავსადგური

რედაქტირება

ვიკინას (მდინარე დუნაიზე მდებარე ქალაქი) დაცემის შემდეგ, ბრეილა განვითარდა როგორც ვლახეთის მთავარი ნავსაგური.[6] მან ქალაქის სტატუსი დაახლოებით 1400 წელს მოიპოვა.[7]

1396 წელს იოჰან შილტბერგერმა დაწერა, რომ ბრეილა იყო ის ადგილი, სადაც ხომალდები ჩერდებოდნენ და „საქონელი წარმართული ქვეყნებიდან მოჰქონდათ“.[8] 1520 წლის ოსმალურ წყაროში საუბარია 70-დან 80-მდე გემის ჩასვლის შესახებ ბრეილაში, რომლებსაც მცირე აზიიდან და ყირიმიდან საქონლი გადაჰქონდათ.[8] ქალაქი ასევე იყო თევზით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი: პოლონელი ვაჭრები ქალაქში ხშირად ჩადიოდნენ თევზის შესაძენად.[8]

ქალაქის ეთნიკური სტრუქტურის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, მოსახლეობა არაერთეროვანი იყო.[9]

1462 წელს მეჰმედ დამპყრობლის ფლოტმა 25 ტრირემითა და 150 სხვა გემით ქალაქი გადაწვა.[10] ბრეილა ასევე წარმოადგენდა კონფლიქტის ზონას ვლახეთსა და მოლდავეთის პრინც შტეფან დიდს შორის.[10]

კონფლიქტი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური სახის, არამედ დაპირისპირება იყო იმის გამოც, რომ ბრეილა კონკურენციას უწევდა მოლდავეთის ქალაქ კილიას.[11] ამის მიუხედავად, ბრეილაში მდგომარეობა დასტაბილურდა და მალევე ვლახეთისლევანტური საქონლის კარიბჭე გახდა.[11] ქალაქი კვლავ გადაწვა მოლდავეთელმა ბოგდან III-მ 1512 წელს.[11]

ოსმალთა ნავსადგური

რედაქტირება
 
მარია ფილოტის თეატრი

დაახლოებით 1538–1540 წლებში (შესაძლოა სულეიმან ბრწყინვალის სამხედრო ექსპედიციის დროს პეტრე რარეშის წინააღმდეგ), ქალაქი გახდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი.[12] ქალაქი იმპერიის ჩრდილოეთი თავდაცვითი ქსელის ნაწილი იყო და აქ ოსმალებმა ქვის თავდაცვითი ნაგებობები ააშენეს.[13]

ოსმალეთის იმპერია ქალაქს მართავდა 1538–1540 წლებიდან 1829 წლამდე; ოსმალეთში მას იბრაილს ან იბრაილას ეძახდნენ. მას მცირე ხნით ასევე მართავდა ვლახეთის პრინცი მიქაელ მამაცი (1595–1596).

თანამედროვე ისტორია

რედაქტირება

1711 წელს, ქალაქის ალყაში მოაქციეს და დაიპყრეს ვლახეთ-რუსეთის არმიამ მდინარე პრუთის ოპერაციის დროს. 1829 წელს ქალაქი აკერმანის კონვენციის თანახმად გადაეცა ვლახეთს.

XIX საუკუნის განმავლობაში ქალაქი მდინარე დუნაიზე მდებარე სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტიდან ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი გახდა (დანარჩენი ორი იყო ტურნუ და ჯურჯუ). XX საუკუნის დასაწყისში ქალაქი ექსპორტისთვის და იმპორტისთვის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 28 აგვისტოს ბრეილა დაიპყრო მე-3 უკრაინული ფრონტის საბჭოთა ჯარებმა ჯასი-კიშინვის შეტევის შედეგად.

დემოგრაფია

რედაქტირება

2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ბრეილას მოსახლეობა 180 302 ადამიანი იყო,[14] რაც შემცირებული მაჩვენებელია 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით.[15] ქალაქში მცხოვრებლების ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია:

ეკონომიკა

რედაქტირება

მცირე და საშუალო ზომის საოკიანო გემებისთვის ბრეილაში არსებობს დიდი სასაწყობო ობიექტები. ქალაქი ასევე არის მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი, სადაც მუშაობს მეტალურგიული, საფეიქრო და გადამამუშავებელი ქარხნები. საზღვაო ინდუსტრია ბრეილას ეკონომიკისთვის მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ბრეილა დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[16]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორენციუ რიდვანი, ევროპის საზღვრებთან: შუა საუკუნეების ქალაქები რუმინეთის სამთავროებში, ბრილი, 2010,ISBN 9789004180109
  1. Results of the 2016 local elections. Central Electoral Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2020-04-03
  2. 2.0 2.1 Rădvan, p.248
  3. Rădvan, p.249
  4. Rădvan, p.249
  5. Rădvan, p.250
  6. Rădvan, p.250
  7. Rădvan, p.252
  8. 8.0 8.1 8.2 Rădvan, p.252
  9. Rădvan, p.253
  10. 10.0 10.1 Rădvan, p.253
  11. 11.0 11.1 11.2 Rădvan, p.254
  12. Rădvan, p.254
  13. Rădvan, p.255
  14. https://archive.org/stream/handbookofrouman00grearich#page/60/mode/2up
  15. https://sas.unibuc.ro/storage/downloads/analize-regionale-9/AG48a.RECENSAMANT48.pdf
  16. http://www.primariabr.ro/orase-infratite
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრეილა“-დან
  NODES