გარიელი (ლათ. Melanitta) — ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა. საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებია; მამალი 1,7 კგ-მდე იწონის, დედალი — ცოტა ნაკლებს. მამალი შავი ფერისაა, დედალი — მოშავო-მურა. გვარი გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში. შეიცავს 5 სახეობას. ერთი სახეობა შავი გარიელი (Melanitta fusca) გვხვდება საქართველოში; ბინადრობს ჯავახეთის ტბათა მიდამოებში და იქვე ატარებს ზამთარს. გარიელი ივნისსა და ივლისში მრავლდება. დებს 6-10 კვერცხს. კრუხობს 20 დღემდე. სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

გარიელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Melanitt (Boie, 1822)

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES