ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გერნზი (ინგლ. Guernsey, ფრანგ. Guernesey) — დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა ლა-მანშის სრუტეში (წმ. მალოს ყურეში), 130 კმ-ში დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაპირიდან და 48 კმ-ში საფრანგეთის ნაპირებიდან; გვირგვინის მიწების მთავარი ტერიტორიაა ნორმანდიის კუნძულების სიდიდით მეორე კუნძული გერნზი, კუნძულ ჰერნთან და სხვა მცირე ახლომდებარე კუნძულებთან ერთად, ხოლო კუნძული ოლდერნი, მიმდებარე მცირე კუნძულებითურთ და სარკი, ასევე მიმდებარე მცირე კუნძულებით, გარკვეული ავტონომიებით სარგებლობენ.

გერნზის გვირგვინის მიწა
ინგლ. Bailiwick of Guernsey
ფრ. Bailliage de Guernesey
ნორმ. Bailliage dé Guernésy
გერნზი
გერნზის
ჰიმნი: Sarnia Cherie
God Save the Queen
გერნზის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სენტ-პიტერ-პორტი
49°27′ ჩ. გ. 2°33′ დ. გ. / 49.450° ჩ. გ. 2.550° დ. გ. / 49.450; -2.550
ოფიციალური ენა ინგლისური, ფრანგული
ფართობი
 -  სულ 78 კმ2 (223-ე)
 -  წყალი (%) 0
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 65 345 (206-ე)
 -  სიმჭიდროვე 837,8 კაცი/კმ2 (14-ე)
მშპ (მუპ) 2004 შეფასებით
 -  სულ $2.1 მილიარდი (176-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $44 600 (მე-10)
აგი (2005) 0.985 (ძალიან მაღალი) (მე-2)
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (GBP)
დროის სარტყელი UTC±00:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+01:00 (UTC)
ქვეყნის კოდი GG; GGE
Internet TLD .gg¹
სატელეფონო კოდი + 44

¹ ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

გვირგვინის მიწის ფართობი შეადგენს 78 კმ²-ს, მოსახლეობა — 65 345 კაცს. დედაქალაქია სენტ-პიტერ-პორტი. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, ხოლო ადგილობრივები სასაუბროდ იყენებენ ასევე ნორმანდიულ ენის ადგილობრივ, გერნზულ დიალექტს.

გერნზის ტერიტორია სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექვემდებარება ბრიტანეთის იურისდიქციას, მაგრამ გააჩნია ავტონომიური თვითმმართველობა. ფულის ერთეულია გერნზის ფუნტი, კურსით იგი უტოლდება ბრიტანულ ფუნტს (რომელიც ასევე თავისუფალ მიმოქცევაშია კუნძულზე). გერნზის ეკონომიკაში დომინირებს ფინანსური სექტორი, აქ გაუქმებულია სავალუტო კონტროლი, გამარტივებულია ბიზნეს ოპერაციები და მოქმედებს მარტივი საგადასახადო სისტემა, დიდი ყურადღება ექცევა საბანკო კონფიდენციალობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას (ოფ-შორული ზონა).

933 წლიდან ნორმანდიის კუნძულები შევიდა ნორმანდიის სამეფოს მმართველობაში. 1066 წელს ნორმანდიის ჰერცოგი საკუთარ ჯარს განალაგებს სასექსში და იკურთხება მეფე უილიამ I-ად. ნორმანდიის საგრაფო, ნორმანდიის კუნძულების ჩათვლით, გაერთიანდა ინგლისის და ნორმანდიის კომბინირებულ სამეფოდ. 138 წლის შემდეგ მეფე ჯონი კარგავს ნორმანდიის უმეტეს ნაწილს, მაგრამ ნორმანდიის კუნძულები რჩება ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ. ამ დროისთვის გერნზში მოქმედებს საკუთარი მმართველობითი სისტემა და განვითარებულია პარლამენტარიზმის ინსტიტუტი, დღეისთვისაც ამ ტერიტორიაზე ტრადიციული თვითმმართველობა არსებობს. საკუთარი პარლამენტები აქვთ ასევე გერნზის ავტონომიურ ერთეულებს — ოლდერნს და სარკს.

ღირსშესანიშნაობა

რედაქტირება
 
ციხესიმაგრე კორნეტი გერნზიზე

1993 წლიდან ხორციელდება გერნზის სამხედრო ფასეულობების დაცვის პროგრამა. გერნზის სანაპიროებზე განლაგებულია მრავალი ციხე-სიმაგრე, ფორტი, სამეთვალყურეო კოშკი, როგორც სამხედრო წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლები. კუნძულების გეოგრეფიული მდებარეობა ყოველთვის განაპირობებდა გერნზის სამხედრო სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერნზი“-დან
  NODES
Intern 1
os 1