დეჯონი (კორ. 대전) — სამხრეთ კორეაში სიდიდით მეხუთე მეტროპოლია, რომლის მოსახლეობა[[ 2019 წლის მონაცემებით 1,5 მილიონს შეადგენს. [1] ის მდებარეობს სამხრეთ კორეის ცენტრალურ რეგიონში და ცნობილია როგორც თავისი ტექნოლოგიებითა და კვლევითი ინსტიტუტებით, ასევე მდიდარი ბუნებრივი გარემოთი (მთები, ცხელი წყლები, მდინარეები).[2] [3] დეჯონი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ქალაქს წარმოადგენს და სწრაფმავალი მატარებლით დედაქალაქიდან დაახლოებით 50 წუთის სავალზეა. [4]

ქალაქი
დეჯონი
대전
დროშა გერბი

ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
რეგიონი ჰოსეო
შიდა დაყოფა ადმინისტრაციული ერთეულები (5)
ქალაქის მერი ლი ჯანგ ვუ
ფართობი 539.85 კმ2 კმ²
მოსახლეობა 1,469,543 კაცი
სიმჭიდროვე 2,700/კმ2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC(GMT+9)
ოფიციალური საიტი [[http://Official%20website%20(English) Daejeon.go.kr] [http://Official%20website%20(English) Daejeon.go.kr]]

დეჯონი წარმოადგენს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, სადაც მდებარეობს დეჯონის სამთავრობო კომპლექსი (სხვა ადმინისტრაციული ცენტრებია სეული, გვაჩეონი და სეჯონგი). . 1980-იან წლებში სამხრეთი კორეის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება გარკვეული სამთავრობო ინსტიტუტების სეულიდან (დედაქალაქი) სხვა ქალაქებში გადატანის შესახებ. დეჯონში ამჟამად 12 ეროვნული სამთავრობო ოფისი მდებარეობს, მათს შორის: კორეის საბაჟო სამსახური, მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრაცია, სახელმწიფო შესყიდვების სამსახური, სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, სამხედრო ძალის ადმინისტრაცია, კორეის ეროვნული სატყეო სააგენტო, კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაცია და კორეის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი, ასევე კორეის საპატენტო სასამართლო. Korail, კორეის წყლის რესურსებისა და კორეის სამთო და უსაფრთხოების ბეჭდვის კორპორაციების სათაო ოფისები ასევე დეჯონში მდებარეობს.


დეჯონში დღეის მდგომარეობით 23 უნივერსიტეტი და კოლეჯია განლაგებული, მათს შორის KAIST და Chungnam National University . ქალაქმა მოიპოვა "აზიის სილიკონის ველისა" და "მაღალი ტექნოლოგიების ქალაქის" სტატუსი[5] და 2000 წელს უმასპინძლა Taejon Expo '93 და საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადებს. აქ ასევე დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევითი ინსტიტუტი.

დედეოკ ინნპოლისი (Daedeok Research and Development Special Zone) — შედგება 28 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევითი და 79 კერძო კვლევითი ინსტიტუტისგან, სადაც საერთო ჯამში დასაქმებულია 2000 მკვლევარი. დეჯონში 1998 წელს დაარსდა მსოფლიო ტექნოპოლისის ასოციაცია, მსოფლიოს სხვა სამეცნიერო ქალაქებთან საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით. ასოციაცია დღეისათვის საგრძნობლად გაიზარდა და ჯამში 32 სახელმწიფოდან 67 წევრი ჰყავს, აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის იუნესკოსთან, მისი ოფიციალური საკონსულტაციო ორგანოს სტატუსით.

დეჯონის რეგიონში ადამიანები პირველად ქვის ხანის პერიოდში გამოჩნდნენ და სხვადასხვა დროს სტრატეგიულ სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა, ისეთი ადამიანების მიერ, როგორებიცაა: Baekje-ს Usul-gun, Silla-Bipung -gun და Hoideok-Hyeon, Yuseong-Hyeon, Deokjin-Hyeon და Jinjam-Hyeon . ჯოსეონის სამეფოს პერიოდში, ის დარჩა გონჯუ მოხას ჰოიდეოკ-ჰიონისა და ჯინჯამ-ჰიონის. 1895 წელს, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გადავიდა Hoideok-gun და Jinjam-gun-ის მმართველობის ქვეშ, გარდა ზოგიერთი ნაწილისა, რომელიც ეკუთვნოდა Gongju-gun-ს.

დეჯონის ტერიტორია ისტორიულად ცნობილი იყო როგორც ჰანბატი (한밭), [6] კორეული ტერმინი, რომელიც ნიშნავდა "დიდ ველს" ჯოსონის დინასტიის დროს. [9]

ისტორიულად, დეჯონი იყო პატარა სოფელი, მცირე მოსახლეობით, თუმცა 1905 წლიდან, მას შემდეგ რაც სეულიდან ბუსანამდე გიეონბუს რკინიგზამ დაიწყო მუშაობა, სადგური დეჯონშიც გაიხსნა. ხოლო 1926 წელს იაპონიის მთავრობის მმართველობის დროს მოკპოსა და დეჯონს შორის აშენდა რკინიგზა და ეს უკანასკნელი მთავარ სატრანსპორტი კვანძად იქცა, რამაც მისი მოსახლეობვის ზრდაც გამოიწვია.

 
ეუნჰაენგ-სუნჰვას სამეზობლო (კასუგა-ჩო), დაახლ.1920წ.

რკინიგზის იაპონიის მმართველობის ქვეშ გაყვანის შემდგომ იაპონელებისთვის მეგობრული გარემო შეიქმნა და ბევრმა მათგანმა დაიწყო ქალაქში დასახლება. 1910 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა რომ 4350 მოსახლიდან ნახევარზე მეტი იყო იაპონელი, ხოლო 1925 წლის მონაცემებით 8861 მოსახლიდან 56%-ს იაპონელები შეადგენდნენ, რამაც გამოიწვია ქალაქზე იაპონური კულტურის დიდი გავლენა.

[7]

1932 წელს ჩუნგნამის პროვინციის დედაქალაქი გონჯუდან დეჯონში გადაიტანეს. კორეის ომის დროს კი ადრეული კონფლიქტის ეპიცენტრი იყო: დეჯონის ბრძოლა. გარდა ამისა სამხრეთ კორეის პოლიციის მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების საფლავები დეჯონის მახლობლად იქნა აღმოჩენილი. აღნიშნული ფაქტი მოხვდა ალან ვინინგტონის ანტისაომარ ბროშურაში " მე ვნახე სიმმართლე კორეაში". [8] ბროშურის შინაარსით შერცხვენილმა ბრიტანეთის მთავრობა განიხილავდა ვინინგტონის ღალატის ბრალდებით სიკვდილის დასჯას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მოქალაქეობა ჩამოართვეს. [9]

ამის შემდგომ ცვლილებები შევიდა ქალაქის საზღვრებში და განვითარდა მისი ოფიციალური სახელებიც. 1983 წელს ახლომდებარე ქალაქი დედეოკი დაეჯონის ნაწილად იქცა. 1983 წელს ქალაქს მიენიჭა სპეციალური ქალაქის სტატუსი (ჯიხალსი), რითაც იქცა ცალკე ადმინისტრაციულ რეგიონად ჩუნგჩეონგნამ -დოსგან. 1995 წელს სამხრეთ კორეის ყველა სპეციალურ ქალაქს კვლავ დაარქვეს მეტროპოლიტენი ქალაქები, რის შედეგადაც დეჯონი დღემდე მოიხსენიება როგორც დეჯონის მეტროპოლიტენ ქალაქი (대전광역시).

1997 წელს აშენდა დეჯონის სამთავრობო კომპლექსი, რათა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ სეულიდან ზოგიერთი სამთავრობო ოფისი გადატანილ ყოფილიყო. შედეგად, დეჯონის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა. [10] თუმცა, 2013 წელს სეჯონგის სპეციალური თვითმმართველი ქალაქის აშენებით, კაპიტალის ფუნქციების გაყოფისა და დაბალანსებული ადგილობრივი განვითარების მიზნით, საჯარო დაწესებულებები, რომელთა ცენტრებიც ადრე დეჯონში იყო, სეჯონგში გადავიდა, ისევე როგორც სეულის მრავალი საჯარო დაწესებულება. ხოლო სეულის მრავალი საჯარო დაწესებულება ასევე გადავიდა სეჯონგში. მას შემდეგ რაც ქალაქ სეჯონგმა დაიწყო ინფრასტრუქტურული განვითარება, მოსახლეობამ დეჯონიდან სეჯონგში დაიწყო გადინება. 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, 100,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა დეჯონი და სეჯონში გადავიდა. დეჯონის მოსახლეობა კვლავ შემცირდა 2013 წელს 1,54 მილიონიდან 1,46 მილიონამდე 2022 წელს.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
საფეხმავლო ბილიკი მდინარე გაპის გასწვრივ

დეჯეონი მდებარეობს N36°10'50" და N36°29'47" განედებსა და E127°14'54" და E127°33'21" გრძედს შორის სამხრეთ კორეის შუაგულთან ახლოს. ქალაქი სეულიდან დაშორებულია 167.3 კილომეტრით, ბუსანიდან 294 კილომეტრით და 169 კილომეტრით გვანგჯუდან.

ქალაქი ისტორიულად ცნობილია როგორც "დიდი ველი" და მდებარეობს დიდი წრის შიგნით, რომელიც გარშემორტყმულია რამდენიმე მთით, გერიონგსანის ეროვნული პარკით, რომელიც მდებარეობს ქალაქის დასავლეთ საზღვარზე და სობაეკის ქედის ძირში.

ქალაქის ცენტრში გადის სამი მდინარე: გაპჩეონი (갑천), იუდეუნჩეონი (유등천) და დეჯეონჩეონი (대전천). ისინი დაახლოებით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიედინება და უერთდება მდინარე გეუმს , რომელიც ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. მდინარე დეჯეონის საზღვრებს მიღმა იცვლის მიმართულებას სამხრეთ დასავლეთისკენ და საბოლოოდ გუნსანის მახლობლად, ყვითელ ზღვაში ჩაედინება.


დეჯეონი იყოფა ხუთ პოლიტიკურ გუად (ოლქად): სეოგუ (서구), დონგუ (동구), იუსეონგუ (유성구), დედეოკგუ (대덕구) და ჯუნგუ (중구).

დეჯეონს აქვს მუსონური გავლენის მქონე, ოთხსეზონიანი კლიმატი, და მდებარეობს ნოტიო სუბტროპიკულ და ნოტიო კონტინენტურ კლიმატურ კლასიფიკაციებს შორის, და სეულთან შედარებით ოდნავ უფრო რბილი ტემპერატურის უკიდურესობები გააჩნია. ზამთარი ცივი და მშრალია, საშუალო თვიური ტემპერატურა იანვარში -1.0°C -ია. ზაფხული ცხელი და ნოტიოა, აგვისტოში საშუალო თვიური ტემპერატურა 15.6 °C-ს წარმოადგენს. წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ნალექი ჩვეულებრივ კორეის მუსონების სეზონზე, ივლისიდან აგვისტომდე მოდის.

ადმინისტრაციული დანაყოფები

რედაქტირება
 
დეჯეონის ადმინისტრაციული ერთეულები.

დეჯეონი დაყოფილია 5 ოლქად (" გუ "):

ქვედანაყოფი კორეულად ფართობი (კმ 2 ) მოსახლეობა

(2021 წლის სექტემბერი)

დედეოკის უბანი 대덕구 68.71 174791
დონგის ოლქი 동구 163.68 223 409
იუნგის უბანი 중구 62.18 232 077
სეო უბანი 서구 95.53 474 444
იუსონგის ოლქი 유성구 176.53 350 337

დემოგრაფია

რედაქტირება

2022 წლის იანვრის მდგომარეობით, დაჯეონის მოსახლეობა შეადგენს 1,469,543 ადამიანს, მათ შორის 17,292 (1.2%) რეგისსტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. [11]

 
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა

2005 წლის აღწერის მიხედვით, დეჯეონის მცხოვრებთა 21,8% ბუდიზმის მიმდევარია. 31,2% ქრისტიანობის (20,5% პროტესტანტიზმი და 10,7% კათოლიციზმი ). მოსახლეობის დაახლოებით 47% ძირითადად ათეისტიაი ან მიჰყვება მუიზმს და სხვა ძირძველ რელიგიებს.

Განათლება

რედაქტირება

დეჯონში არის 23 უნივერსიტეტი და კოლეჯი, რომლებშიც ერთდროულად ირიცხება დაახლოებით 90,000 სტუდენტი და საერთო ჯამში დასაქმებულია 4,000 პროფესორი. [12]

დეჯონის ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიეკუთვნება:

  • ჩუნგნამის ეროვნული უნივერსიტეტი, მთავარი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა სამხრეთ ჩუნგჩეონგის პროვინციაში.
  • Daejeon Chungnam University, კამპუსი კორეის ეროვნული ღია უნივერსიტეტის ოთხწლიან სისტემაში.
  • ჰანბატის ეროვნული უნივერსიტეტი, დაარსებული 1927 წელს, სპეციალიზებულია ინდუსტრიასა და აკადემიას შორის პარტნიორობაში.
  • კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტი ( KAIST ), ერის პირველი საჯარო კვლევაზე ორიენტირებული სამეცნიერო და საინჟინრო ინსტიტუტი. უნივერსიტეტი 2000 წელს Asiaweek- ის მიხედვით საუკეთესო აზიურ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სკოლად დასახელდა [13]
 
ჩუნგნამის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის შენობა

დეჯონის ძირითადი კერძო უნივერსიტეტები:

  • მოკვონის უნივერსიტეტი
  • Pai Chai University, დაარსდა 1885 წელს, ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტი სამხრეთ კორეაში.
  • ვუსონგის უნივერსიტეტი, სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გაცვლაზე, უცხოენოვან და IT განათლებაზე.
  • ჰანამის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1956 წელს ქრისტიანი მისიონერების მიერ, ძირითადი კამპუსით ო-ჯეონგ დონგში (ისტორიული მისიონერთა სოფლის ადგილი) და ფილიალის კამპუსი არის ტექნო ველში.

სპეციალიზებული უმაღლესი სკოლები და აკადემიები :

  • Daejeon უცხო ენის საშუალო სკოლა არის შერჩევითი საშუალო სკოლა, რომელიც ორიენტირებულია უცხო ენის სწავლებაზე. სკოლა უზრუნველყოფს 7 სპეციალობის ენობრივ განათლებას, მათ შორის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, ჩინური, იაპონური და რუსული.
  • Daejeon Science High School არის შერჩევითი საშუალო სკოლა, რომელიც ორიენტირებულია მეცნიერების სწავლებაზე. [14]
  • Taejon Christian International School არის საერთაშორისო სკოლა ქალაქში.
  1. Timelines Explorer - Data Commons. ციტირების თარიღი: 2021-11-18
  2. 12 Attractions of Daejeon. ციტირების თარიღი: 18 November 2021
  3. Hanbit Tower and A Song of Asterism: A Literary Anthology For the Taejon EXPO'93. 
  4. KTX Train Schedule | From Seoul to Daejeon. ციტირების თარიღი: 2021-03-26
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის dbpia.co.kr არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ko. Daejeon.go.kr. ციტირების თარიღი: 22 March 2014
  7. 데덴찌? 전국 손바닥 편 가르기 구호 총정리 / 스브스뉴스.
  8. Winnington, Alan (1950). I Saw Truth in Korea. People's Press Printing Society. 
  9. Jenks, John (2006). British Propaganda and News Media in the Cold War (International Communications). Edinburgh University Press. 
  10. Oh, Changyeop (22 March 2006). „Daejeon, Larger Population than Gwangju“. Prometheus (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2007. ციტირების თარიღი: 22 February 2007. ციტატა: „이러한 대전의 인구증가 요인은 지난 1998년 정부대전청사 이전과 한국철도공사, 특허법원, 대덕연구단지 등이 자리를 잡은 것과 관련이 있다.
  11. Daejeon Population statistics.
  12. 53rd Daejeon Statistical Yearbook, 2014 (2014-03-23).
  13. „Asia's Best Universities 2000“. Asiaweek. 30 June 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2007. ციტირების თარიღი: 21 February 2007.
  14. Daejeon Science High School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-24. ციტირების თარიღი: 2022-07-17.
  NODES
INTERN 2