დრენთე (ნიდერლ. Drenthe) — პროვინცია ნიდერლანდებში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ასენი. სამხრეთით ესაზღვრება ოვერეისელი, დასავლეთით — ფრისლანდია, ჩრდილოეთით — გრონინგენი, აღმოსავლეთით კი გერმანია.

პროვინცია
დრენთე
Drenthe
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადმ. ცენტრი ასენი
შიდა დაყოფა Assen, Aa en Hunze, Borger-Odoorn, Coevorden, Emmen, Hoogeveen, Meppel, Midden-Drenthe, Noordenveld, Tynaarlo, Westerveld და De Wolden
კოორდინატები 52°55′01″ ჩ. გ. 6°34′59″ ა. გ. / 52.91694° ჩ. გ. 6.58306° ა. გ. / 52.91694; 6.58306
მმართველი Jetta Klijnsma
დაარსდა 1 იანვარი, 1796
ფართობი 2 642 კმ²
მოსახლეობა 489 918 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 190 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საავტომობილო კოდი D
ოფიციალური საიტი drenthe.nl

პროვინციის ფართობი 2 642 კმ-ია, მოსახლეობა 489 918 ადამიანი (2010). რელიეფში სჭარბობს ვაკეები.

ნიდერლანდების სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების პერიოდამდე დრენთე მეჩხერად დასახლებული სასოფლო არეალი იყო.

ადამიანთა დასახლება დრენთეს ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანიდან იწყება. 150 000 წლის წინანდელი აღმოჩენილი არტეფაქტები უძველესია მთელ ნიდერლანდებში. ბრინჯაოს ხანამდე ეს ტერიტორია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ყოფილა ნიდერლანდების ტერიტორიაზე. ამის ყველაზე ხელშესახები გამოვლინებებია ძვ. წ. 3500 წელს აშენებული დოლმენები.

წერილობით წყაროებში დრენთე პირველად 820 წელს იხსენიება. 1024-1025 წლის არქივებში მოხსენიებულია დრენთეს საგრაფო, როდესაც იმპერატორმა ჰაინრიხ II-მ ის უტრეხტის ეპისკოპოსს გადასცა.

1528 წელს უტრეხტის საეპისკოპოსომ ის იმპერატორ კარლ V ჰაბსბურგს დაუთმო, რომელმაც ტერიტორია ჰაბსბურგების ნიდერლანდში გააერთიანა. 1581 წელს დრენტე ახლადჩამოყალიბებულ გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკას შეუერთდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სულ მალე, ნიდერლანდების მთავრობამ ქალაქ ჰოჰგალენის მახლობლად, გერმანიიდან დევნილ ებრაელთა შესაფარებლად ბანაკი ააშენა.

ეკონომიკა

რედაქტირება

დასამქების მნიშვნელოვანი სექტორია სოფლის მეურნეობა, თუმცა ქალაქებში განვითარებულია მრეწველობაც. საგრძნობლად იზრდება ტურიზმის ინდუსტრია.

ზედმეტსახელად დრენთეს „ველოსიპედთა პროვინციასაც“ უწოდებენ. გაყვანიალია ასობით კილომეტრის სიგრძის ველოტრასები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES