ევორა (პორტ. Évora; [ˈɛvuɾɐ]) – ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან აღმოსავლეთით 120 კმ-ზე. 2001 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 55 621 ადამიანი. ალტუ-ალენტეჟუს ისტორიული პროვინციის ცენტრი.

ქალაქი
ევორა
Évora

ქალაქის ხედი ეკლესიის სახურავიდან
დროშა გერბი

ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ისტორიული ოლქი ალტუ-ალენტეჟუ
რეგიონი ევორა
შიდა დაყოფა 19 რაიონი
კოორდინატები 38°33′00″ ჩ. გ. 7°57′00″ დ. გ. / 38.55000° ჩ. გ. 7.95000° დ. გ. / 38.55000; -7.95000
ქალაქის მერი ერნესტუ ოლივეირა
დაარსდა 1166
ფართობი 1307 კმ²
ცენტრის სიმაღლე 295 მეტრი
მოსახლეობა 55621 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 43 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი 266
საფოსტო ინდექსი 7000
ოფიციალური საიტი cm-evora.pt
ევორა — პორტუგალია
ევორა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 361
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი დააარსეს ლუზიტანებმა და უწოდეს ებორა. 712 წელს ქალაქი დაიპყრეს მავრებმა, რომლებმაც ქალაქს ჟაბურო უწოდეს. ევორის გასანთავისუფლებლად პორტუგალიის პირველმა მეფემ აფონსო I დააარსა ავისის ორდენი.

XV-XVI საუკუნეებში ავისის დინასტიის მეფეების მმართველობისას ევორაში ხშირად იმყოფებოდა სამეფო კარი. ეს პერიოდი ევორის ისტორიაში ცნობილია ოქროს საუკუნის სახელით. 1663-1665 წწ. ოკუპირებული იყო ესპანეთის მიერ. 1559-1759 წწ. ქალაქში მუშაობდა უნივერსიტეტი. XVIII საუკუნეში ქალაქის პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა დაეცა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ევორა წარმოადგენს ქალაქ-მუზეუმს და 1986 წლიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

არქიტექტურული ძეგლები:

  • დიანას რომაული ტაძარი
  • მეფე მანუელის სასახლე
  • ეკლესია სე — აშენებულია 1280-1340 წწ. რომაულ-გოთიკურ სტილში.
  • სანტა-კლარას მონასტერი
  • სანტა-ბენტუ-დი-კაშტრიშის ეკლესია
  • აგუა-დე-პრატის აკვედუკი
  • სან-ბრაშის სამლოცველო
  • სან-ფრანსისკუს ეკლესია
  • ვასკო და გამას სასახლე
  • ბასტუ – გრაფის სასახლე
  • ჰერცოგ კადავალის სასახლე

სხვა საინტერესო ადგილები:

  • ევორის უნივერსიტეტი
  • ევორის საქალქო მუზეუმი
  • საეკლესიო ხელოვნების მუზეუმი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES
mac 1