ვოსხოდ-2
„ვოსხოდ-2“ (რუს. «Восход-2») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ვოსხოდ“-ის ორადგილიანი კოსმოსური ხომალდი. კოსმოსში იფრინა 1965 წლის 18-19 მარტს. მისიის მთავარი ამოცანა იყო კოსმონავტის კოსმოსური ხომალდის გარეთ ღია კოსმოსში პირველი გაყვანა.
ისტორია
რედაქტირებაკოსმოსში იფრინა 1965 წლის 18-19 მარტს, ჯამში 26 საათი. მისი ორბიტის აპოგეუმის სიმაღლე იყო 498 კმ, პერიგეუმისა — 173 კმ. ხომალდს ჰქონდა რაბის ნაკვეთური და კოსმოსში ადამიანის გამოსასვლელად საჭირო მოწყობილობა. მეთაურობდა პ. ბელიაევი, მეორე პილოტი იყო ა. ლეონოვი. ამ ფრენის დროს პირველად კოსმონავტიკის ისტორიაში კოსმონავტი (ა. ლეონოვი) ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა. იგი იმყოფებოდა სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტომატური სისტემით აღჭურვილ სკაფანდრში, კოსმოსური ხომალდის კაბინის გარეთ დაჰყო 20 წთ, აქედან რაბის გარეთ ღია კოსმოსში — 12 წთ, რითაც დაამტკიცა კოსმოსური ხომალდის გარეთ კოსმონავტის ყოფნისა და მუშაობის შესაძლებლობა. ეს პროცესები გადაიღო ხომალდზე მოთავსებულმა კინოკამერებმა. ხომალდი ხელის მართვის სისტემის გამოყენებით რბილად დაეშვა პერმის მახლობლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 459.