ზლინი
ზლინი (ჩეხ. Zlín) 1949—1990 წლებში გოტვალდოვი — ქალაქი ჩეხეთში, ზლინის მხარეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ მორავიაში. ქალაქის თანამედროვე განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ფეხსაცმლის კომპანია „ბატასთან“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბატას ბრწყინვალე მენეჯმენტითა და თანამედროვე ურბანიზმით ზლინი ცნობილი გახდა უჩვეულო სოციალური სქემით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზლინი Zlín | |||||
„ბატას“ ქარხნები | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე | ზლინი | ||||
შიდა დაყოფა | Jaroslavice[1] , Klečůvka[1] , Kostelec[1] , Kudlov[1] , Lhotka[1] , Louky[1] , Lužkovice[1] , Malenovice[1] , Mladcová[1] , Prštné[1] , Příluky[1] , Salaš[1] , Štípa[1] , Velíková[1] , Chlum და Zlín | ||||
კოორდინატები | 49°13′59″ ჩ. გ. 17°40′01″ ა. გ. / 49.23306° ჩ. გ. 17.66694° ა. გ. | ||||
მმართველი | Jiří Korec | ||||
დაარსდა | 1322 | ||||
პირველი ხსენება | 1322 | ||||
ფართობი | 102,83 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 230 მ | ||||
მოსახლეობა | 80 122 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 779 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 22 | ||||
საფოსტო ინდექსი | 760 01 | ||||
საავტომობილო კოდი | Z | ||||
ოფიციალური საიტი | zlin.eu/en | ||||
წერილობით დოკუმენტებში ზლინი პირველად 1322 წელს იხსენიება. 1397 წელს ქალაქად გამოცხადდა.
ზლინმა სწრაფი ზრდა მაშინ დაიწყო, როდესაც 1894 წელს ტომას ბატამ ფეხსაცმელების ფაბრიკა გახსნა, რა დროსაც მისი მოსახლეობა 3 000 ადამიანს შეადგენდა. ბატას საწარმო პირველ მსოფლიო ომში ავსტრია-უნგრეთის არმიას ამარაგებდა, რადგან ეს რეგიონი მაშინ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. კომპანიის თვალშისაცემი ეკონომიკური ზრდისა და მუშების მზარდი კეთილდღეობის გამო, 1923 წელს ტომას ბატა ზლინის მერად აირჩიეს. ბატა ქალაქს თავისი ხედვებით აპროექტებდა, სანამ 1932 წელს გარდაიცვლებოდა; ამ დროისთვის ზლინის მოსახლეობა უკვე 35 000 ადამიანს შეადგენდა.
1948 წელს, ზლინს რამდენიმე გარეუბანი გამოეყო, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის პირველი კომუნისტი პრეზიდენტის — კლემენტ გოტვალდის პატივსაცემად გოტვალდოვი ეწოდა. 1990 წელს მთლიან ქალაქს ზლინი ეწოდა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
- Public Transport Official Site
- Jan Bata's contributions to Czechoslovak business and culture დაარქივებული 2007-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Aviation company Zlin Aircraft a.s. established by T. Bata 1934
- Zlinternational დაარქივებული 2011-05-23 საიტზე Wayback Machine. is an internet portal for internationals in Zlin founded by Erasmus students studying at the Tomas Bata University
- history of Zlin, old photos and postcards
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Groningen – Partner Cities. © 2008 Gemeente Groningen, Kreupelstraat 1,9712 HW Groningen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-26. ციტირების თარიღი: 2008-12-08.