თრაკეა ან თრაკია (ბერძნ.: Θρᾴκη, Thrákē, ბულგ.: Тракия, თურქ.: Trakya; ლათ.: Thracia ან Threcia) — ისტორიულ-გეოგრაფიული არეა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამჟამად ისტორიული თრაკიის რეგიონი მოიცავს სამხრეთ ბულგარეთს (ჩრდ. თრაკეა), ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთს (დასავლეთ თრაკეა), და თურქეთის ევროპულ ნაწილს (აღმ. თრაკია). თრაკიას სამი ზღვა აკრავს: შავი, ეგეოსისა და მარმარილოსი. თურქეთში მას რუმელიასაც უწოდებენ. ძველი თრაკიაში ცხოვრობდნენ თრაკიელები. ის ასევე მოიცავდა ჩრდილოეთ ბულგარეთს და აღმოსავლეთ სერბეთსა და მაკედონიის ნაწილებს.

კლასიკური თრაკია და მისი შემოგარენი, ალექსანდრე ფინდლეის ძველი გეოგრაფიის ატლასი, 1849.

46 წელს გამოცხადდა რომის პროვინციად. აღმოცენდა მრავალი ბერძნულ-რომაული ქალაქი. IV საუკუნეში თრაკიას თავს ესხმოდნენ გუთები, V საუკუნეში კი ჰუნები. VI საუკუნეში თრაკიაში დასახლდნენ სლავები. ის იქცა სადავო ტერიტორიად ბიზანტიის იმპერიასა და ბულგარეთის იმპერიას შორის. ბიზანტიის იმპერიაში არსებობდა თრაკიის თემის სახით. XV საუკუნეში დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. 1878 წელს ოსმალეთის იმპერიამ თრაკიის ნაწილი დათმო აღმოსავლეთ რუმელიის სასარგებლოდ, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მას დარჩა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1920 წელს, თრაკიის დასავლეთ ნაწილი ბულგარეთს გამოეყო და საბერძნეთს შეუერთდა. ამით ბულგარეთმა დაკარგა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე. სევრის ხელშეკრულებით საბერძნეთს რჩებოდა აღმოსავლეთ თრაკიაც, მაგრამ 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებით აღმოსავლეთ თრაკია მდინარე მარიცამდე თურქეთს გადაეცა, დასავლეთი თრაკია დარჩა საბერძნეთს, ბულგარეთს ერგო შიდა თრაკიის ნაწილი. აღნშნული საზღვრები დღემდე უცვლელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES