იეზდი (სპარს. یزد) — ქალაქი ირანში, იეზდის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 1,074,428 ადამიანი. არის რკინიგზის სადგური და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქ ისპაანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაშორებულია 270 კმ-ში. იეზდი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, თავისი მკვეთრად აღმოსავლური სტილის მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, ბაზრებით, აბანოებითა და ალიზით ნაშენი სახლებით. ზოროასტრები მუსლიმებისგან განსხვავებულ, ფერად ტანისამოსს ატარებენ. იეზდი მოინახულა მარკო პოლომ, რომლის 1272 წლის ნაამბობით ეს იყო აყვავებუული ქალაქი აბრეშუმის განვითარებული წარმოებით.

ქალაქი
იეზდი
სპარს. یزد
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
კოორდინატები 31°53′50″ ჩ. გ. 54°22′04″ ა. გ. / 31.89722° ჩ. გ. 54.36778° ა. გ. / 31.89722; 54.36778
ცენტრის სიმაღლე 1216
მოსახლეობა 1,074,428 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+03:30
სატელეფონო კოდი 0351
ოფიციალური საიტი yazd.ir
იეზდი — ირანი
იეზდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  NODES
mac 1