ილორინი
ილორინი (ინგლ. Ilorin) — ქალაქი ნიგერიის დასავლეთში, მდინარე ნიგერის მარჯვენა შენაკადზე.[1] ნიგერიის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, კვარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2007 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 847 582 ადამიანს.
ქალაქი | |
---|---|
ილორინი ინგლ. Ilorin | |
ქვეყანა | ნიგერია |
შტატი | კვარის შტატი |
კოორდინატები | 8°30′00″ ჩ. გ. 4°33′00″ ა. გ. / 8.50000° ჩ. გ. 4.55000° ა. გ. |
დაარსდა | 1450 |
ფართობი | 765 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 340 მ |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 847 582 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 240001 |
ოფიციალური საიტი | https://kwara.gov.ng |
ქალაქი ილორინი 1450 წელს დააარსეს იორუბას ხალხის წარმომადგენლებმა (ნიგერიის სამი ყველაზე უფრო მსხვილი ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთმა).
ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი (XX საუკუნის დასაწყისი) იძლევა ასეთ ინფორმაციას: «70 000 მაცხოვრებელი, უპირატესად იორუბას ტომი; ამას გარდა აქ ცხოვრობენ ტომები: ნულა, ფულა, ჰაუსა და კანიკა. ისინი ქმნიან რესპუბლიკას, რომელმაც, ფულბეს ტომის ხელმძღვანელობით შეინარჩუნა საკუთარი დამოუკიდებლობა მეზობელი სახელმწიფოებისაგან, თუმცა პერიოდულად ხარკს უხდის განდოს ტომის ხალხს».
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- A picture of Ilorin
- Ilorin Emirate
- Ilorin Journal of Education
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The World Gazetteer – Ilorin, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 9, 2013.. Retrieved February 18, 2007