კაგუა (ესპ. Cagua) — ქალაქი ვენესუელაში, არაგუის შტატში. მდებარეობს შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 458 მეტრზე, მდინარე არაგუის ხეობაში. წარმოადგენს ქალაქ მარაკაის მეტროპოლიური არეალის შემადგენელ ნაწილს.

ქალაქი
კაგუა
Cagua

პლასა-სუკრე
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი არაგუა
კოორდინატები 10°10′59″ ჩ. გ. 67°27′00″ დ. გ. / 10.18306° ჩ. გ. 67.45000° დ. გ. / 10.18306; -67.45000
დაარსდა 1620 წ. 29 ნოემბერი
ფართობი 40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 458
მოსახლეობა 107 932 კაცი (2001)
სატელეფონო კოდი 0244
საფოსტო ინდექსი 0122
კაგუა — ვენესუელა
კაგუა

ქალაქი დაარსდა 1620 წელს სახელით კაგუა-ლა-ვიეხო. 1622 წელს ის ხელახლა აღდგა მის ამჟამინდელი მდებარეობის ადგილას სახელით ნუესტრა-სენიორა-დელ-როსარიო-დე-კაგუა (ესპ. Nuestra Señora del Rosario de Cagua), XVIII საუკუნეში ეს დასახელება სან-ხოსე-დე-კაგუამ შეცვალა, საბოლოოდ კი დარჩა მხოლოდ კაგუა. სახელწოდება „კაგუა“ მომდინარეობს ადგილობრივი სიტყვა „კაჰიუასგან“, რაც ლოკოკინას ნიშნავს.

კაგუის მოსახლეობა 2001 წლის მონაცემებით 107 932 ადამიანს შეადგენდა.[1] ქალაქში მრავლადაა სკვერი. კლიმატი ტროპიკული ცხელია. შემოსაზღვრულია სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებით: მარაკაი (14 კმ-ში), ვალენსია (65 კმ-ში), კარაკასი (100 კმ-ში).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Estimaciones según el Censo 2001[1] დაარქივებული 2008-12-16 საიტზე Wayback Machine.
  NODES