კაესი (ფრანგ. Kayes) — ქალაქი მალიში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, სენეგალის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდინარე სენეგალის ნაპირებზე. კაესის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 127 368 ადამიანს (2009 წელი).[1]

ქალაქი
კაესი
ფრანგ. Kayes

ხიდი მდინარე სენეგალზე
ქვეყანა მალის დროშა მალი
რეგიონი (მალი)|მალის რეგიონები|რეგიონი კაესი
კოორდინატები 14°27′00″ ჩ. გ. 11°25′00″ დ. გ. / 14.45000° ჩ. გ. 11.41667° დ. გ. / 14.45000; -11.41667
დაარსდა 1880
ცენტრის სიმაღლე 46
მოსახლეობა 127 368 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC-0
კაესი — მალი
კაესი

კაესში დაიბადა ქვეყნის ორი პრეზიდენტი მუსა ტრაორე და ალფა უმარ კონარე.

1892-1899 წლებში იყო საფრანგეთის სუდანის დედაქალაქი (1899 წლიდან დედაქალაქი გადაიტანეს ბამაკოში). კაესი იყო ნაოსნობის საბოლოო პუნქტი მდინარე სენეგალზე. მეორე მსოფლიო ომის დროს კაესში გადაზიდეს და შეინახეს საფრანგეთის ბანკის ოქროს მარაგი.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს სენეგალის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, მდინარე სენეგალზე, დაახლოებით 420 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოდან, ზღვის დონიდან 46 მეტრ სიმაღლეზე[2]. ქალაქი კაესი არის ფრანგების მიერ 1880-იან წლებში გაყვანილი «დაკარი — ბამაკოს» ხაზის რკინიგზის სადგური. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 153 222 ადამიანს[3].

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1976 1987 1998 2013
44 736 50 993 78 406 153 222

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Kayes), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/kayes.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-01 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. .
  2. Kayes, Mali Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
  3. Kayes. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-04.
  NODES