კელტები (ლათ. Celtae, ბრეტ. Kelted, უელ. Y Celtiaid, ირლ. Na Ceiltigh, გელურ. Ceilteach, მენ. NY Celtiee, კორნ. Kelt) — ნათესავები ენით და მატერიალური კულტურით ინდოევროპული წარმოშობის ტომები, ანტიკურ დროს ერების მიჯნაზე ეკავათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ძველად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პაგანისტური ცივილიზაცია იყო სწორედ ანტიკური კელტების ცივილიზაცია, რომლის კვალიც დღევანდელობამდე ძირითადად პოპულარული მითების, ზღაპრებისა და ლეგენდების სახით მოვიდა. ყველაზე ცნობილი ლეგენდა მეფე არტურის, მისი მრგვალი მაგიდის რაინდებისა და ბრძენი ჯადოქარი მერლინის ლეგენდაა. ცნობილი ფრანგული კომიქსის პერსონაჟები ასტერიქსი და ობელიქსიც დაკავშირებულნი არიან კელტებთან. (ასტერიქსი - კელტი ხალხის ერთგული შვილი). ასევე ცნობილი მწერალი ჯონ რონალდ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის ავტორიც, თავის ჯადოსნურ სამყაროს სწორედ კელტური მითებისა და ზღაპრების საფუძველზე აგებდა.

კელტების გავრცელების არეალი ძვ. წ. 1000 წელს
კელტების გავრცელების არეალი ძვ. წ. 800-400 წლებში
კელტების გავრცელების არეალი III საუკუნეში
კელტების გავრცელების არეალი IV საუკუნეში

ისტორია და კულტურა

რედაქტირება

კელტები - უძველესი, უცნობილესი და ხანდახან უცნაური ადამიანები იყვნენ, მათ უამრავი გამოჩენილი მეომარი ჰყავდათ. იყო დრო, როდესაც მათი ომები ნახევარ ევროპას მოიცავდა. კელტების ძლიერების ზენიტში, კერძოდ კი, აღორძინების ხანაში მათი სამფლობელოები მოიცავდა დასავლეთ ესპანეთს, ბრიტანეთსა და აღმოსავლეთით - მცირე აზიას. სწორედ კელტურის საფუძველზე ჩამოყალიბდა დასავლეთის დღეისთვის ცნობილი სახელმწიფოების კულტურები. კელტური კულტურის ნიშნები თანამედროვე საზოგადოებაშიც გვხვდება. პირველი ცნობები კელტებზე წერილობით წყაროებში გვხვდება ძვ. წ. 500 წელს. მათ მიხედვით, კელტების სახელის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები სახლობდნენ რამდენიმე ქალაქში, ამასთან ერთად კი მუდმივად აწარმოებდნენ ბრძოლებს და ითვისებდნენ ახალ ტერიტორიებს. „ისტორიის მამის“ - ჰეროდოტეს ნაშრომების თანახმად, (ძვ. წ. 43-425 წლებში) კელტები დასახლებულნი იყვნენ ზემო დუნაიზე. (ბერძნების აზრით, მდინარის სათავე იწყებოდა პირინეის მთებში). ჰეროდოტე ასევე წერდა, რომ კელტები ესაზღვრებოდნენ კინეტებს - უძველეს ევროპელებს

ძვ. წ. 400 წელს კელტებმა დაიპყრეს იტალია და დაიქვემდებარეს იქ მცხოვრებნი. ძვ. წ. 396 წელს მათ დააარსეს ქალაქი მდიოლანი, დღევანდელი მილანი. ძვ. წ. 387 წელს მათ ბრენომის მეთაურობით დაარბიეს და დაწვეს ძველი რომი, თუმცა ქალაქის კაპიტოლიუმი ვერ აიღეს. ამ თავდასხმების შემდეგ წარმოიშვა ძველი რომაული გამოთქმა „ბატებმა რომი გადაარჩინეს“ . კელტები ღამე დაიძრნენ რომის ასაღებად. ქალაქის გუშაგებს ეძინათ, მაგრამ დამპყრობლები შეამჩნიეს ბატებმა. მათ ატეხეს ხმაური და გააღვიძეს გუშაგები, რომლებმაც შემოტევა მოიგერიეს და რომი გადაურჩა დაპყრობას.

ამავე წლებში კელტები თავს ესხმოდნენ იტალიას, სანამ ეს რომმა არ აღკვეთა. ამის მიზეზი იყო ის, რომ რომს სურდა იტალიაზე ჰეგემონიის დამყარება, რაც დაფუძნებული იყო ჯარის რეფორმაზე. ასეთი წინააღმდეგობის გამო ძვ. წ. 358 წელს რამდენიმე ჯგუფი გადასახლდა ილირუში (ახლანდელი ბალკანეთის ნახევარკუნძული) სადაც ისინი წინააღმდეგობას შეხვდნენ მაკედონელებისგან და უკვე ძვ. წ. 335 წელს კელტების ელჩებმა დაიწყეს მოლაპარაკება ალექსანდრე მაკედონელთან. ამ მოლაპარაკების შედეგი გახდა ის, რომ მათ გადაინაწილეს გავლენის სფეროები და ამით ისარგებლეს  მაკედონელმა და ბერძნებმა და დაიწყეს ომი ირანთან, რაც ძვ. წ. 334 წლით თარიღდება. ისინი მშვიდად იყვნენ იმის გამო, რომ ზურგი ჰქონდათ გამაგრებული. ძვ. წ. 232 წელს კელტებსა და რომაელებს შორის ომი გაჩაღდა და კელტთა მარცხით დასრულდა. ომის ადგილას რომაელებმა ააშენეს მემორიალური ტაძარი და წლების შემდეგ ამ ადგილას მოდიოდნენ და ღმერთებს მადლობას უხდიდნენ მოგებისთვის. ეს დამარცხება კელტებისთვის სავალალო შედეგების მომტანი გახდა. კელტები და რომაელები მალე ბრიტანეთსაც მიადგნენ. იულიუს კეისარმა იქ დაჰყო ძვ. წ. 54-დან 43 წლამდე. კალიგულას მმართველობის დროს რომაელების მიერ კელტებთან შეხლა შემოხლასა და მათ მოგერიებას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ დაიპყრეს სამხრეთ ბრიტანეთი და აგრიკოლას მმართველობისას ოფიციალურად გაფორმდა რომაელების კუთვნილი საზღვრები ამ კუნძულებზე. ამგვარად, ძვ. წ. I საუკუნეში კელტების საცხოვრებელი არეალი უკვე მხოლოდ ბრიტანეთით შემოიფარგლებოდა[1][2].

კელტები დაპყრობითი ომების გამო უზარმაზარ ტერიტორიას ფლობდნენ, რის გამოც მათი კულტურა აღერია სხვა ტომებისას (იბერების, რომაელების, გერმანელების და ასე შემდეგ). კელტური კულტურა უმეტესად რომაულისა და ბერძნულის ერთგვარი მოდიფიცირებული და განვითარებული ნაზავია. კელტურ ხელოვნებაში კარგად განვითარდა მეტალზე ორნამენტების ამოტვიფრვის ტექნიკა, მოგვიანებით უკვე რელიეფური და  კომბინირებული მოზაიკითა და ემალით. ასევე განვითარდა კელტური სამკაულები (ორნამენტული სამაჯურები, გულსაბნევები, ოქროსა და ბრინჯაოს ბალთები, ქამრები). კელტების შენობების ძირითადი ნაწილი პრიმიტიული იყო და როგორც მემატიანეები აღნიშნავენ ისინი ძალიან ჰგავდა ფერმებს.[3]

ძვ. წ. I საუკუნიდან გავრცელდა კელტების მიერ შექმნილი კერამიკის, შუშისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ასევე საკულტო არქიტექტურა და ქანდაკებები, რაც რომაული და კელტური კულტურის შერწყმის შედეგი იყო. კელტები გავლენას ახდენდნენ შუა საუკუნეების კულტურულ განვითარებაზეც. სწორედ კელტური კულტურა იყო საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ბელგიის მხატვრული ლიტერატურის ერთგვარი სულისჩამდგმელი. VII-IX საუკუნეში წარმოიშვა ახალი კელტური სტილი.

იქიდან გამომდინარე, რომ კელტები სულ საომარ მდგომარეობაში იყვნენ, ისინი მუდმივად გადაადგილდებოდნენ.[4]

საინტერესოა კელტების ერთ-ერთის მეფის, კონჰობარის დღის გრაფიკი. ის დღეს სამ ნაწილად ყოფდა: თავდაპირველად ის თვალყურს ადევნებდა იმას თუ როგორ თამაშობდნენ ახალგაზრდები, შემდეგ ისიც ერთვებოდა თამასში, დღის მეორე ნახევარში კი იგი მიირთმევდა საკვებსა და სასმელს.[5] 

დასახელების წარმოშობა

რედაქტირება

ცნება „კელტური“ ინგლისურ ენაში XII საუკუნეში ჩნდება. აღნიშნული ფაქტი უელსელ ლინგვისტ ედუარდ ლუიდს უკავშირდება. მან შეამჩნია და აღნიშნა იმ ენათა მსგავსება, რომლებზეც უელსში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, ბრეტანსა და კორნუოლში საუბრობენ. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ უელსელმა ლინგვისტმა ზემოთ ჩამოთვლილ ენებს „კელტური“ უწოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ „კელტურით“ ასევე მოიხსენიებენ იმ სხვადასხვა სახის მორთულობას, რომლებსაც შეიძლება ირლანდიის სუვენირების მაღაზიებში გადავაწყდეთ. მიუხედავად ამისა, არ მოგვეპოვება არგუმენტი, რომ მორთულობის ამგვარი (კელტური) დიზაინი ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელების მიერ იყო შექმნილი.

რომაელები კელტებს „გალებს“ უწოდებდნენ, ბერძნები კი - „კელტებს“. ორივე ენაზე ეს სიტყვა ბარბაროსს ნიშნავს.

საყურადღებოა, რომ ისტორიაში ღრმად ჩახედული ადამიანები ცდილობენ, არ გამოიყენოს ტერმინი „კელტური“, იმიტომ რომ ამ ხალხის ასე მარტივად ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ქვეშ გაერთიანება არ იქნებოდა სწორი. ისინი გაფანტულნი იყვნენ მთელ ევროპაში, ეკუთვნოდნენ სხვადასხვა ტომებს, განსაკუთრებით კი იმას, რომელში მცხოვრები ხალხი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე საუბრობდა ინდოევროვროპულ ენებზე. ცნობილია, რომ ევროპის ტომთა უმეტესობაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკვე არსებობდა ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ჰაპლოგჯუფი R1a (იგივე R-M420). ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ისინიც შეიძლება სწორედ კელტები ყოფილიყვნენ, მაგრამ ამის დადგენის ზუსტი კრიტერიუმების არქონის გამო ეს მოსაზრება დღემდე მხოლოდ ვარაუდად რჩება. ბევრი, ვისაც ესმის ჰაპლოჯგუფ R1a-ს მნიშვნელობა, ამტკიცებს, რომ პირველი კელტები სწორედ ისინი იყვნენ და „კელტებში“ პირველ რიგში ჰაპლოჯგუფ R1a-ს წარმომადგენლები უნდა მოვიაზროთ ბრიტანეთისა და ირნალდიის მოსახლეობასთან ერთად, ზოგი კი მათ საერთოდაც „მეორე კელტებად“ მოიხსენიებს. დღევანდელი მონაცემებით, კელტებს საკუთარი რელიგიისთვის სახელი არ ჰქონდათ დარქმეული, სანამ არ გაეცნენ სხვა რელიგიებს და გაუჩნდათ მათთან კონკურირების სურვილი. მანამდე ისინი თავიანთ რელიგიას ძირითადად პოლითეისტური რელიგიების ტერმინებით მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ძველ ირლანდიურ ენაშიც არ ფიქსირდება მათი მრწამსის ერთი, განსაზღვრული დასახელება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი და კელტების მჭიდრო კავშირს. სახელი Κελτοί (კელტი) არსებობდა ბერძნულსა და ლათინურ ენებში და ხშირად გამოიყენებოდა ბერძნულ-რომაულ ეთნოგრაფიაში, როგორც ძვ. წ. VI-I საუკუნეებში ლა ტენის ჰორიზონტზე, რაინისა და დუნაის ზევით მდებარე რეგიონში მცხობრები ხალხის დასახელება. კელტთა დასახელების ლინგვისტური გაგება, ყველა კელტურ ენაზე მოლაპარაკის ჩათვლით, თანამედროვეა. ტერმინი „კელტი“ არ აღინიშნება არც ერთ ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებში, გარდა ახ. წ. I საუკუნისა. რკინის ხანის დროს ბრიტანეთის კუნძულების მკვიდრები „კელტების“ სახელით ფართო საზოგადოებამ მხოლოდ ახ. წ. XVII საუკუნეში გაიცნო. ტერმინ „კელტის“ ეტიმოლოგია არაზუსტია და მისი წარმომავლობის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. აღნიშნული ტერმინის გამოყენების პირველი წერილობითი ფაქტი მოიძებნება ბერძენი გეოგრაფის ნაშრომში, რომელიც ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება. ის კელტებად თანამედროვე მარსელში მცხოვრებ ხალხს მოიხსენიებდა. I საუკუნის შემდეგ კი ჰეროდოტემ კელტებად მოიხსენია ის ხალხი, რომელიც ევროპაში, მდინარე დუნაის მახლობლად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ის XVI საუკუნის ბოლოს გერმანულ და ფრანგულ ლიტერატურებშიც გამოიყენებოდა, მაგრამ სხვა ფორმით (გერმ. celtisch; ფრანგ. celtique), ხოლო ტერმინი „კელტი“ (Celts) თანამედროვე ლიტერატურაში პირველად ინგლისში, 1607 წელს გამოიყენეს და მას შემდეგ ფართო გავრცელება ჰპოვა. ტერმინ „კელტს“ 1667 წელს ჯონ მილტონი იყენებს თავის რომანში „დაკარგული სამოთხე“ „კელტში“ მოიაზრებდნენ ძირითადად რკინის ხანის პერიოდის ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ გალებს, კელტიბერებსა და კუნძულთა მკვიდრ კელტებს აერთიანებდა. კელტების ინგლისის კუნძულებზე დამკვიდრების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ცხადია ის, რომ ირნალდიისა და ბრიტანეთის მაშინდელი მკვიდრნი დღეს ორ მრავალრიცხოვან ჯგუფადაა დაყოფილი: ბრიტანულ და გალურ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „გალების“ ქვეშ გაერთიანებული ირლანდიური წარმომავლობის ადამიანების დასახელებასაც სწორედ კელტური ფესვები აქვს. მათ ეს სიტყვა საკუთარი ჯგუფის/ეთნოსის საილურტრაციოდ ლათინურიდან ისესხეს, ძვ. წ. V საუკუნეში (GALNO-ძალა, ძლიერება). მეორე მოსაზრება ცოტათი განსხვავდება პირველისაგან და მის თანახმად, ცნება „გალი“ მომდინარეობს კელტური სიტყვიდან - გოგონა.[6] 

კულტურის გავრცელების არეალი

რედაქტირება

ყველაზე ფართო, არქეოლოგიურად მდიდარი კელტური კულტურის ნივთიერი მასალები სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, სამხრეთ საფრანგეთში (უნგრეთამდე), სლოვაკეთსა და სამხრეთ ხორვატიაშია აღმოჩენილი. ასევე ზემო იტალიის სამხრეთიდან გერმანიის ჩრდილოეთამდეც დიდი კვალი შეინიშნება კელტებისა. ზემოთ ჩამოთვლილნი წარმოადგენენ ძვ. წ. V საუკუნეში კელტების დასახლების ძირითად არეალებს. სადაოა ინგლისის სამხრეთითა და აღმოსავლეთით კელტების დამკვიდრების ზუსტი არეალები. ჩრდილოეთ ესპანეთში აღმოაჩინეს გალების მიერ შექმნილი მშვილდსაკრავები, რაც ადასტურებს ესპანეთისა და კელტების (გალების) მტკიცე ისტორიულ კავშირს. ევროპის შუაგულში კელტების მიერ დაკავებული ტერიტორია ეტრუსკებზე, სამხრეთითა და აღმოსავლეთით მცხოვრებ ბერძნებზე, თრაკიელებსა და სკვითებზე გადიოდა. მოგვიანებით კელტები რომშიც, შესაბამისად რომაულ კულტურაშიც შეიჭრნენ და გაიდგეს ფესვები. ჩრდილოეთით კელტთა გავრცელების არეალს გერმანია წარმოადგენდა, სადაც ასევე შეინიშნება მათი კულტურის ზეგავლენა. ყველა ზემოაღნიშნული კულტურის წარმომადგენელთან კელტები ინტენსიურ კულტურულ და მეცნიერულ კავშირს ამყარებდნენ.

გარდა ამისა, კელტების კვალი ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მცირე აზიამდეც (იგივე ანატოლია, მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) შეინიშნება,

კელტების გამოჩენას ძირითადად ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით ათარიღებენ, მაგრამ არსებობს მათი უფრო ადრინდელი არსებობის ნივთიერი წყაროები. კელტები დღევანდელი გერმანიის ტერიტორიასა და საფრანგეთში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 1200 წლით ადრე დასახლდნენ, მაგრამ არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი კელტები კიდევ უფრო ადრე გამოჩნდნენ და მათი გავრცელების არეალი ჰალშტატი (ავსტრია) იყო. ძვ. წ. V-III საუკუნეები კელტების აღორძინების ხადან შეგვიძლია ჩავთვალოთ. მემატიანეები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში კელტები დაუმარცხებლები არიან: მათ დაიპყრეს ევროპის დიდი ნაწილი. მათი ყველაზე დიდი კვალი ევროპის ჩრდილოეთში შეინიშნება. დაახლოებით ძვ. წ. 281 წელს კელტი მეომრები უკვე დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიას აღწევენ. აღსანიშნავია, რომ მათ იქ კელტური სამეფო, სახელად „ტილე“ დააარსეს, რის შემდეგაც მათ თურქეთისაკენ გაილაშქრეს და ანატოლიას მიადგნენ, სადაც კვლავ თავიანთი სამეფო დააფუძნეს, რომელსაც გალატია უწოდეს. გალატიამ 300 წელი იარსება (ზოგი წყაროს მიხედვით - კიდევ უფრო მეტი), მაგრამ ტილე ძალიან ხელს უშლიდა ფრანკებს, რის გამოც მათ ეს სამეფო მალევე, ძვ. წ. 218 წელს დიდი გაანადგურეს. მიიჩნევა, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე კელტები ძვ. წ. V-IV საუკუნეებში გამოჩნდნენ. ამ პერიოდისთვის კელტების ძირითადი ნაწილი ზემოთჩამოთვლილ ადგილებში ცხოვრობდა, მაგრამ რომის აღზევებასთან ერთად კელტებისათვის უფრო უსაფრთხო ადგილს ბრიტანეთის კუნძულები და ბრიტანის პროვინცია წარმოადგენდა. როდესაც რომაელები ინგლისსაც მიწვდნენ, კელტები უკვე „პერიფერიებზე“ სახლდებიან - ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში. აღსანიშნავია, რომ არ სამ ქვეყანაში კელტთა არსებობა არასდროს შეწყვეტილა, რის გამოც, დღეს ირლანდიელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ კელტური ფესვები აქვთ. დღესდღეობით ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და ბრეტანის ზოგიერთი მკვიდრი კელტუს დიალექტზე საუბრობს.

დიდი ინტერესი გამოიწვია შტუტგარდში აღმოჩენილმა კელტურმა ხელსაკრავმა, რომელიც საკმაოდ ძველია და ძვ. წ. 1400-1500 წლით თარიღდება. დღეს ის ვურტემბერგის მუზეუმშია დაცული.

გარდა ამისა, კელტების კვალი ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მცირე აზიამდეც (იგივე ანატოლია, მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) შეინიშნება, რაც ასევე ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება. დიდი ინტერესი გამოიწვია შტუტგარდში აღმოჩენილმა კელტურმა ხელსაკრავმა, რომელიც საკმაოდ ძველია და ძვ. წ. 1400-1500 წლით თარიღდება. დღეს ის ვურტემბერგის მუზეუმშია დაცული, სადაც კელტების მიერ შექმნილი არაერთი სამკაული თუ სუვენირი ინახება, როგორც მაგალითად ავსტრიაში აღმოჩენილი სპილენძის კელტური ქოთანი.[7]

შრომის გადანაწილება კელტი ხალხის მატერიალური კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ცნობილია, რომ კელტები 5-10 წლიდან იწყებდნენ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ  მაღაროში ძირითადად ბავშვები იყვნენ დასაქმებულნი. ისინი საკმაოდ მძიმე, მონური სამუშაოსა და სუფთა ჰაერის დეფიციტის გამო ხშირად იღუპებოდნენ. საინტერესოა, რომ სიტყვა „Knight“ წამოვიდა კელტური სიტყვიდან „gnoacht“, რაც მძიმე სამუშაოს ნიშნავდა. 

დემოგრაფია

რედაქტირება

ითვლება, რომ კელტები მოსახლეობის რიცხვი სტაბილური იყო, მიუხედავად კელტების ომების, კრიზისის და შიმშილისა. 1981 წლის მონაცემებით კელტი მოსახლეობის რაოდენობა 200,000-ს შეადგენდა, რის შემდეგაც ის 14.3 %-ით გაიზარდა. დღესდღეობით არ მოგვეპოვება მრავალი ინფორმაცია კელტების დემოგრაფიის შესახებ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის იყო მსგავსი თანამედროვე განვითარებადი ქვეყნების დემოგრაფიისა.

1750-1841 წლებში მოსახლეობა გაიზარდა თითქმის 100 %-ით, ხოლო  1850-1951 წლებში დაახლოებით 60 %-ით შემცირება. 1861 წელს მოსახლეობის მხოლოდ 34 % იყო 17 წელს ქვევით, ხოლო 7 % 65 წელზე ზევით. დღეს მხოლოდ 22 %-ია 15 წელს ქვემოთ, ხოლო 19 % 65 წელს გადაცილებულია. XVI საუკუნის ბოლომდე შეიმჩნეოდა ფასების ზრდა, რაც ინფლაციაზე მიუთითებს და გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ პროდუქტზე მოთხოვნა მაღალი იყო მოსახლეობის რიცხვი ზრდას განაგრძობდა. XVI საუკუნეში მცირდება საჭმლის რესურსი და იწყება რთული მატერიალური პერიოდი. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში მოსახლეობის რიცხვი ზრდას არ წყვეტდა, რამაც XVII-XVIII საუკუნეებში ვითარება კიდებ უფრო გააუარესა.

პოლიტიკური სისტემა

რედაქტირება

ანტიკური მწერლების ნაშრომებში ვხვდებით ცნობებს კელტების სახელმწიფო სტრუტურაზე. არქეოლოგიური გათხრებზე დაყრდნობით კი ვიგებთ სოციალურ ფენებად დაყოფის შესახებ.

საზოგადოების სათავეში იდგა მეფე. როდესაც კეისარმა კელტები დაიპყრო მეფეს ჩაენაცვლნენ ერისთავები, რომლებიც ქვეყანას არისტოკრატებთან ერთად მართავდნენ. დაპყრობამდე მეფის შემდეგ იდგნენ რანგით იყვნენ დიდგვაროვნები, რომლებიც იყვნენ არისტოკრატების ფენის წარმომადგენლები, ასევე ამ კლასში შედიოდნენ მღვდლები, შემდეგ მოდიოდა თავისუფალი გლეხების ფენა, რომლებიც მიწებს და ქონებას ფლობდნენ, ხოლო დანარჩენი ადამიანები უუფლებო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ: არ შეეძლოთ იარაღის ტარება, არ გააჩნდათ მიწები და ქონება.

კელტების კანონები შედგება ტრაქტატებისგან. 1920 წლამდე არ იყო თარგმნილი არც ერთი ტრაქტატი. XIX საუკუნეში დაიწყეს მათი შესწავლა-გამოკვლევა. პროფესორი ბრიჩნი იყო ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ირლანდიური კანონებისა. მისი ნამუშევრების მიხედვით შეგვიძლია გავეცნოთ ძველი კელტების კანონმდებლობას. პირველი დაწერილი კანონები VII საუკუნით თარიღდება, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო ძველიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ VI საუკუნემდე კანონები ზეპირი მეტყველებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. კელტების სასამართლო სისტემა საკმაოდ რთული და კომპლექსური ოყო ამიტომ რთულია დღეს ნათლად გავერკვიოთ მათ კანონებში. იურიდიულ პროცედურებში საკმაოდ საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ საქმის მოსაგებად შიმშილს მიმართავდნენ. ხანდახან მოსარჩლე შიმშილობდა ბრალდებულის სახლის წინ. მეორე საკმაოდ საინტერესო ფაქტი მათი კანონების შესახებ იყო სოციალური წოდების მიხედვით  გათვლილი ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა. 

ეკონომიკა

რედაქტირება

რესურსები

რედაქტირება

ძვ. წ. 600-400 წლებში ეკონომიკური აქტივობების ცენტრები აღმოცენდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, თუმცა ძვ. წ. 400-200 წლების არქეოლოგიური და ისტორიული მასალების საფუძველზე მტკიცდება, რომ კელტებმა ევროპის სხვა რეგიონებისკენ გადაინაცვლეს. ძვ. წ. 200 წლიდან კი გამაგრებული დასახლებები - ოპიდა (მრ. ოპიდუმი) ცენტრალური ტერიტორიები იყო რესურსების მსხვილმასშტაბიანი მოპოვება და დამუშავება.

რკინის ხანის ევროპის ხალხები იყენებდნენ ბუნებრივი რესურსების დიდ ნაწილს. მათ შორის ქვის სხვადასხვა სახეობებს, ხე-ტყეს, თიხას, მინერალურ მადნეულს, მარილებს, გრაფიტს, გიშერსა და მურა ნახშირს. აქედან, სხვადასხვა სახის ქვა გამოიყენებოდა დამცავი კედლებისა თუ ქანდაკებების ასაშენებლად და მარცვლეულის დასაქუცმაქებლად. მთავარი მასალა მშენებლობისთვის მაინც ხე იყო. განსაკუთრებით კი ოპიდიუმის კედლების ასაშენებლად. ხე-ტყე ასევე აქტიურად გამოიყენებოდა იარაღების, ავეჯის, საზიდავებისა და ნავების დასამზადებლად და ასაგებად. რაც შეეხება რკინას, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის მთაგორიანი ნაწილი, რომელიც კელტური სამყაროს ცენტრალური ნაწილი იყო, მდიდარი იყო რკინის მადნით, რასაც ძვ. წ. 200 წლის ოპიდებში ნაპოვნი მასალაც მოწმობს და მიუხედავად იმისა, რომ რკინამ ჩაანაცვლა ბრინჯაო საბრძოლო და სამუშაო იარაღების წარმოებაში, ოპიდებში ასევე ნაპოვნია ბრინჯაოს ორნამენტები, სამკაულები, ჭურჭელი და მონეტები.[8]

ინდუსტრია

რედაქტირება

რკინის ხანის პერიოდის კელტური ნაკეთობები ოთხ კატეგორიად იყოფა - სამუშაო იარაღები (აგრიკულტურისთვის, წიაღისეულის მოსაპოვებლად, თევზაბისთვის, ნადირობისთვის, ქსოვილების დასამზადებლად, ტყავის დამუშავებისთვის, საკვების მოსამზადებლად და სამედიცინოდანიშნულებისთვის) საბრძოლო იარაღები, პერსონალური ორნამენტები (კომუნიკაციისთვის) და ჭურჭელი. წარმოებული ნივთების დანარჩენი კატეგორიები (საფეიქრო ნაწარმი, ავეჯი, ბორბლიანი ეტლები და ნავები) შედარებით მწირი არქეოლოგიური მასალებითაა შემორჩენილი.[8]

საბრძოლო იარაღები

რედაქტირება

საბრძოლო იარაღებს დიდი ადგილი ეკავა კელტების ცხოვრებაში, იმდენად, რომ ძვ. წ. 400-150 წლებში მამაკაცებს საფლავში ატანდნენ სპეციალურად გაფორმებულ ხმლებსა და მუზარადებს, რომლებიც კელტების მხოლოდ ნაწილს ჰქონდა მათგან ზოგიერთი კი გაფორმებული იყო ოქროთი ან მეტალებით.

რკინის ხანის დასაწყისში ხმლები, შუბის თავები და მუზარადები ჯერ კიდევ ბრინჯაოსგან კეთდებოდა, თუმცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ რკინამ სრულიად ჩაანაცვლა ბრინჯაო იარაღებში. კელტებს ხმლის დამზადების განსაკუთრებული ტექნიკა ჰქონდათ, რაც მათი მაღალი ხარისხის სპეციალიზაციაზე მიუთითებს ამ საკითხში. ძვ. წ. 400 წლიდან რკინის ხანამდე კელტური ხმლები იყო გრძელი, ორნაპიროვანი, ორი პარალელური პირით. ერთ-ერთი ასეთი, შვეიცარიაში აღმოჩენილი ხმალი პერსონალურია და კორისიოსი აწერია ბერძნული ასოებით.[9]

ვაჭრობა და გაცვლა

რედაქტირება

არქეოლოგიური მასალა ქმნის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ევროპის სხვადასხვა ხალხებს შორის საქონლის რეგულარული გაცვლა ხდებოდა ადრეული ნეოლითური პერიოდიდან, ხოლო კელტურ რკინის ხანაში გაცვლის სისტემა და ცირკულაცია ინტენსიურად ვრცელდებოდა ევროპაში. ამის ორი შესაძლო მიზეზი არსებობს: ვაჭრობდნენ რათა მიეღოთ ის ნედლეული, რომელიც მათ ტერიტორიაზე არ მოიპოვებოდა, ან უკვე გადამუშავებულ პროდუქტის მისაღებად. თუმცა, ადრეული რკინის ხანის ვაჭრობა უფრო სოციალური ხასიათის იყო, ვიდრე ეკონომიკური და ამით ადამიანები აფართოებდნენ ურთიერთობებს სხვა ხალხებთან.[10]

შიდა და გარე ვაჭრობა

რედაქტირება

ძვ. წ. 600 წლიდან ქრისტეს შობამდე მატერიალურ კულტურასა და ადამიანურ მოქმედებებში მსგავსებები მთელ კელტურ მიწებზე გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ერთ კულტურასთან, რომელსაც გააჩნია რეგიონული ვარიაციები ორნამენტების სტილში, დაკრძალვის პროცესიებში და განსახლების სტრუქტურაში. კელტურ მიწებს შორის ვაჭრობა ორივე კუთხით, როგორც გადაუმუშავებელი მასალებით, ასევე წარმოებული საქონლის გასაცვლელად ხდებოდა. რაც შეეხება გარე ვაჭრობას, ძირითადად თანამშრომლობდნენ ბალტიისპირა და ხმელთაშუაზღვისპირა ხალხებთან. რკინის ხანის ბოლო ორი საუკუნის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენები კი მიუთითებს კომერციის, მეთუნეობისა და მინის დამზადების განვითარებაზე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კელტური მონეტების როლია ვაჭრობაში. კელტური მონეტების ისტორია დაკავშირებულია კელტურ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთს შორის განვითარებულ ურთიერთობასთან. ბრიტანეთი იყო ანტიკური კელტური ევროპის პირველი დიდი რეგიონი, რომელმაც ოქროსა და ბრინჯაოს მონეტების მოჭრა დაიწყო.[11]

ფერმერები

რედაქტირება

კელტური საზოგადოების, ისევე როგორც სხვა ანტიკური ხალხების, ეკონომიკური საყრდენი სოფლის მეურნეობა იყო. არქეოლოგიური მასალა კელტური ფერმების ჩანასახები მოწმობს, რომ კელტები მომთაბარე, მოხეტიალე ცხოვრებას არ ეწეოდნენ. აგროკულტურული და პასტორალური ფერმერობა განსაკუთრებით წარმატებული იყო, მას შემდეგ რაც კელტებმა განავითარეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში. ისინი მისდევდნენ როგორც მიწათმოქმედებას, ასევე მესალონლეობას. გამოსარჩევია პირველი კელტური სამკავი მანქანა და გუთანი, რომლებიც რომაელების დანადგარებზე ბევრად ეფექტიანი იყო. კელტებს თავიანთი ტექნოლოგიაც ჰქონდათ, ისინი მიწას ორჯერ ხნავდნენ მინდვრის გასწვრივ, სხვა გამოგონებებიდან კი გამოსარჩევია სახნისიანი გუთანი, რომელსაც ბასრ საგანს უმაგრებდნენ. კელტებს მეზობლებთან შედარებითი უპირატესობა რკინის იარაღების გამოც ჰქონდათ, მაშინ როდესაც სხვა ხალხები ჯერ კიდევ ხის იარაღებს იყენებდნენ. კელტ გლეხებს მრავალი სხვადასხვა სახეობის მარცვლეული მოჰყავდათ ტერიტორიის მიხედვით ძირითადად ბურღულეული - ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ლობიო, ასევე კენკროვნები და ხილი. ჩრდილოეთით, პოს ხეობის კელტებს კი გაშენებული ჰქონდათ ვაზი და აყენებნენ ღვინოს.

გარდა მიწათმოქმედებისა, პასტორალურ ფერმერობასაც ეწეოდნენ, კერძოდ ჰყავდათ ცხვარი, ღორები, მსხვილი რქოსანი საქონელი, თუმცა კი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, დღევანდელი შინაური ცხოველებისგან აგებულებით განსხვავდებოდნენ. მიწათმოქმედებაში მსხვილფეხა რქოსანი საქონელის მნიშვნელოვანების გამო ხარები დიდ როლს ასრულებდა კელტურ კულტურაში. ღორები მეორე ყველაზე ხშირი შინაური ცხოველი იყო კელტურ სამყაროში და მათ ტახებთან ერთად რელიგიური მნიშვნელოვანებაც ჰქონდათ. კელტი მეომრები ტახებს მუზარადებზე გამოსახავდნენ, ადრინდელ პერიოდში კი ტახი ირლანდიური სამეფო ოჯახების სიმბოლო იყო. რაც შეეხებათ ცხენებსა და ძაღლებს, მათ ნადირობისთვისა და თავდაცვისთვის იშინაურებდნენ.[9]

სოციალური სტრუქტურა

რედაქტირება

სოციალური იერარქია

რედაქტირება

სოციალური თუ პოლიტიკური დაჯგუფებები კელტურ კულტურაში შედარებით მცირე იყო. მათ შორის არვერნები, ჰელვეტები და იკენები. კელტური საზოგადოება მკაცრად იერარქიული იყო. კეისრის მემატიანეების ჩანაწერების მიხედვით ორი კლასი გამოიყოფოდა: დრუიდებისა (პრივილიგირებული კლასი კელტებს შორის, რომლებიც ძირითადად იყვნენ მოსამართლეები, მღვდლები და მასწავლებლები) და რაინდების, ხოლო დანარჩენები მონებზე შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. პრივილეგიებით სარგებლობდნენ ასევე წინასწარმეტყველები. რაინდები მუდამ ომით იყვნენ დაკავებული და მათი სტატუსი რიგ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ კეისრისეული დახასიათება სოციალური იერარქიისა შესაძლოა გაზვიადებული იყოს, ის წარმოგვიდგენს იმ ძირითად ზოგად სტრუქტურას, რომელიც არაერთი კელტური საზოგადოების სათავე იყო. ძალაუფლების უმაღლეს წყაროს მეფე წარმოადგენდა.[12]

აღსანიშნავია, რომ რიგი წყაროების მიხედვით,  კელტები კანონის წინაშე თანასწორი არ იყვნენ, არამედ ეს იყო ძალაუფლებასა და გავენაზე დამყარებული საზოგადოებრივი კლასიფიკაცია. აქაც იყვნენ მონები (ძირითადად ტყვეები) რომლებსაც არანაირი ლეგალური უფლებები არ ჰქონდათ. ხალხის უმეტესობა კი თავისუფალ კლასს მიეკუთვნებოდა და შეეძლოთ თავიანთი სურვილისამებრ ემოქმედათ, თუ ეს სურვილი არ ეწინააღმდეგებოდა გავლენიანი პირის პრინციპებს. სოციალური იერარქია ხარისხდებოდა მათგან, ვისაც მეტი ძალაუფლება და ქონება ჰქონდა. კლასებს არათანაბარი განსახლების პირობები და ჩაცმის სტილი ჰქონდათ, რითაც სხვადასხვა სოციალური კლასები ერთმანეთისგან განირჩეოდნენ. ამას მოწმობს ბერძენი ფილოსოფოსი, გეოგრაფი და ისტორიკოსი პოსიდონი, რომელიც აღნიშნავს, რომ წარჩინებულები წვერს იპარსავდნენ, ხოლო დაბალი სოციალური ფენის ადამიანები კი წვერს ატარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები უნდა გაფრთხილებოდნენ მათზე დაქვემდებარებულ პირებს და არ დაეშვათ მათი ჩაგვრა ან შევიწროვება. თავის მხრივ დაქვემდებარებულები კი ლეგალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობდნენ თავიანთ პატრონებს. ერთგვარი პატრონ-ყმული ურთიერთობა ფუნდამენტური მახასიათებელი იყო კელტური საზოგადოებისა და პატრონის სტატუსი სწორედ მასზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით განისაზღვრებოდა.

პიროვნების სტატუსი განსაზღვრული იყო დაბადებიდანვე, თუმცა სოციალური მობილობისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების ორი არაპირდაპირი ფორმა იყო ასევე გავრცელებული საზოგადოებაში. ეს იყო ქორწინება და შვილად აყვანა, რაც კელტურ საზოგადოებაში იშვიათი არ იყო. გარდა ამისა, მეფის სტატუსიც შეიძლება შეცვლილიყო თუ ომის წაგების შემდგომ ის თავისი ქვეშევრდომების პატივისცემას დაკარგავდა[13][11].

რომაელი და ბერძენი ქალებისგან განსხვავებით კელტურ კულტურაში ქალს მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა და გარკვეული უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობდა, მათ შორის პოლიტიკური ძალითაც. მათი გარეგნული მახასიათებლებიც საკმაოდ მკაცრი იყო. კერძოდ, კელტი ქალები ძლიერები იყვნენ, ჰქონდათ ღია ფერი თვალები, ძლიერი ხელები, ხოლო სიმაღლითა და ძალით კი კაცებს არ ჩამოუვარდებოდნენ. კელტურ საზოგადოებაში ქალები იყვნენ სასულიერო პირების თანამდებობაზე, იკავებდნენ იურიდიულ პოზიციებს და შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ ქონება.[9]

ხელოვნება

რედაქტირება

კელტური კულტურა მოიცავს უდიდეს სივრცეს, გეოგრაფიულ არეალსა და დროს.  არქეოლოგები ტერმინ „კელტურს“ იყენებენ ევროპული რკინის ხანის კულტურაზე სასაუბროდ. კელტურ ხელოვნებაში უპირატესობა აქვს მინიჭებული გეომეტრიულ დეკორაციებს,  ენერგიულ ცირკულარული ფორმებს, სპირალებს,  ცხოველების ორნამენტებს.

 
არნფილდური კულტურები

არნფილდის კულტურა

რედაქტირება

ბრინჯაოს ხანაში აღმოჩენილი არნფილდის (Urnfield) პერიოდის ნამუშევრები მეორდებოდა რკინის ხანის, ჰოლსტატის (Hallstatt) პერიოდში. ცხოველები, გეომეტრიული გამოსახულებელი იყო დამახასიათებელი ამ დროისთვის და ამის მაგალითებს ვხვდებით ბრინჯაოს მახვილებსა და ცხენების აღკაზმულობაზე. გათხრების შედეგად ნაპოვნი ბინჯაოს ნივთები თარიღდება ძვ. წ. 1300-1000 წლებით. ბრინჯაოს ხანის ევროპაში საერთო დეკორატიული თემა იყო სეზონური ციკლი, რომელსაც მთავარი გავლენა ჰქონდა აგრარულ ფენაზე. ამ პერიოდის დამახასიათებელი ნიშანი იყო „ჩიტკაცა“ (Birdman), ჩიტი ადამიანის სახით, თუმცა უცნობია ჰქონდა თუ არა მას რაიმე რელიგიური დატვირთვა, მაგრამ შემდგომში აღმოჩენილ კელტურ ხელოვნებაში ხშირად ვხვდებით  კაცის ცხოველში ტრანსფორმაციის ნიმუშებს.[14] 

ჰოლსტატის კულტურა

რედაქტირება

ეს პერიოდი მოიცავს ევროპის რკინის ხანას და მიიჩნევა ოფიციალურ საწყისად კელტური ცივილიზაციისა. ის  გაგრძელდა დაახლოებით ძვ. წ. 700-500 წლებამდე. ჰოლსტატის (Hallstatt) პერიოდში მოღვაწე ოსტატებმა განავითარეს არნფილდის (Urnfield) პერიოდში გამოყენებული მოტივები.

ხელოვნებაში რკინის, როგორც მასალის გამოყენება იყო იშვიათი, რადგან რკინაზე მომუშავეები ძირითადად ქმნიდნენ ფუნქციონალურ, და არა დეკორატიულ ნივთებს. აღსანიშნავია, რომ რკინის ნივთებს იყენებდა არისტოკრატული ფენა, განსაკუთრებით დაკრძალვების დროს, ხოლო ბრინჯაოს დეკორატიული ნივთები ფართოდ იყო გავრცელებული ნებისმიერ სოციალურ ფენაში. საფლავების განახლებული იერი მოიცავდა სტილიზებულ ცხოველებისა და ჩიტების ორნამენტებს, რომლებსაც სავარაუდოდ რელიგიური დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ამ პეროდის ქანდაკებებზე ვხვდებით შიანური ცხოველების, ველური ურჩხულების გამოსახულებებს, ხოლო ბრინჯაოს ჭურჭელი გაფორმებული იყო ლითონის სპირალების სერიით.[15] 

ლა ტენეს კულტურა

რედაქტირება
 
ლა ტენე

ლა ტენე (La Tene) პერიოდის ხელოვნება არის შედარებით სიმბოლური, ვიდრე რეალისტური, პერიოდზე სასაუბროდ კი იყენებენ ტერმინს - „უძველესი კელტური კულტურა“. ხელოვნებაზე შეიმჩნევა მრავალი ერის გავლენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კელტი ოსტატების ინსპირაციის წყაროს, როგორც თავიანთი, ისე სხვა ქვეყნების კულტურა წარმოადგენდა. ზოგ რეგიონში აღმოჩენილ საფლავებში ნაპოვნია დიდი რაოდენობის მდიდრული ოქროსა და ბრინჯაოს სამკაული, ცხენების აღჭურვილობა, დასალევი, საჭმელი ჭურჭელი და იარაღი, რომლებზეც გამოსახულია ადამიანისა და ცხოელების ფორმები.ამ პერიოდში დაიწყეს მინანქრის გამოყენება ისეთ ნივთებში, როგორიცაა ამულეტები და ლარნაკები.

ლა ტენე (La Tene) პერიოდის გასავითარებლად, ოსტატები და ხელოვანები ცდიდნენ ახალ, განსხვავებულ სტილს, მათ შორისაა სამგანზომილებიანი გამოსახულებაც, ხოლო სტილს, რომელშიც საფუძველი ჩაეყარა სამგანზომილებიან გამოსახულებას „პლასტიკური“ (Plastic) უწოდეს. 

სკულპტურა

რედაქტირება

კელტებს ხელოვნების სხვა ნიმუშევთან ერთად შეეძლოთ ქანდაკებების აგება. აღმოჩენილია ქვის, ლითონის, ხის სკულპტურების  მაგალითები დაწყებული დაუმუშავებული ქვიდან დამთავრებული უმაღლეს დონეზე დამუშავებული ბრინჯაოს ნამუშევრებით. ჩამოთვლილი მასალებიდან ყველაზე იშვიათი ხის ქანდაკებები იყო.[16]

კელტური ხელოვნების რენესანსი

რედაქტირება

პერიოდში, რომელიც კელტური ხელოვნების რენესანსის სახელითაა ცნობილი,  ხელი შეეწყო ტექნოლოგიურ უპირატესობას. უმშვენიერესი ლითონის ნაკეთობების უმრავლესობა შექმნილია 400-1200 წლებში. სწორედ ამიტომ გვიან კელტურ სამყაროში შუა საუკუნეების პერიოდს აღწერენ, როგორც ხელოვნების რენესანსს. ამ პერიოდიდან კელტების ნამუშევრების უმრავლესობაზე ვხვდებით რელიგიური დატვირთვის ორნამენტებს, ეს პერიოდი ემთხვევა  რომაელების მმართველობის დასასრულს ბრიტანეთში და ეკლესიამ დაიწყო კელტი არტისტების აქტიური მხარდაჭერა.[17]

კელტური განძი

რედაქტირება

The Derrynaflan Hoard - ასე ჰქვია ადგილს, სადაც  ნაპოვნია სხვადასხვა სახის, ეპოქისა და წარმომავლობის საგნები: ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს სადა თუშფალანგი, მოოქროვილი ბრინჯაოს საცერი. რენესასული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამუშევარია ტარა ბროში (Tara Brooch). დღევანდელ სტანდარტებთან შედარებითაც, ეს ბროში გასაოცარია თავისი ტექნიკით. ბროშზე განთავსებულია ჩიტები და მითიური ურჩხულები, რომლებსაც ლა ტენეს (La Tene) პერიოდიდან ვხვდებით. კელტები, რომლებიც ლითონზე მუშაობდნენ, იყენებდნენ სხვადასხვა მასალებსა და ტექნიკებს ნივთების შესაქმნელად. ამ მასალებს შორისაა ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, მინანქარი და მინა, ხოლო მრავალი საგნის შექმნაში იყენებდნენ ერთად რამდენიმე მასალასაც. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი კელტური ლითონის  ნაკეთობების კონსტრუქციები ტექნიკური თვალსაზრისით შთამბეჭდავი იყო, კელტური ხელოვნების დიდება მის დეკორაციებსა და გაფორმებაშია. კელტები მინას ამზადებენ მეხუთე საუკუნიდან და იყენებდნენ სამკაულების გასალამაზებლად. მინანქარზე მომუშავე ადამიანების ფავორიტი წითელი მინა იყო. მინანქარზე პოპულარული იყო ფილიგრანი, რომლის ორნამენტებიც კეთდებოდა გადაგრეხილი მავთულებისგან, ძირითადად ოქროს ძაფებისგან.[18]

ქრისტიანობის გავლენა

რედაქტირება

V საუკუნის დასაწყისში, ირლანდიელ და უელსელ კელტებს ჰქონდათ შეხება ქრისტიანობასთან. შემდეგი 6 საუკუნის განმავლობაში რელიგიამ გავლენა იქონია კელტურ ხელოვანებზე და ეკლესია გახდა იმ  დახვეწილი მეტალკონსტრუქციების ბენეფიციარი, რომლებიც ამ პერიოდში იქმნებოდა. სეკულარული ლიდერებიც უჭერდნენ მხარს ეკლესიას გრანტებითა და საჩუქრებით, ხოლო ხელოვნების ნიმუშებით, რომლებსაც ჰქონდათ რელიგიური და სასულიერო გავლენა,  სიმდიდრე იქმნებოდა. მონასტრების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა დეკორატიული საგნების რაოდენობაც. ნაკეთობებსა და ნამუშევრებს ჰქონდათ რელიგიური მნიშვნელობა, ისინი განკუთვნილი იყო ეკლესიისთვის საჩუქრად გადასაცემად და მფლობელის ღვთისმოსაობის დემონსტრირებისთვის. ასევე გავრცელებული იყო ქვის ჯვრებიც. ირლანდიაში, კელტური რენესანსის პერიოდის ჯვრებში მნიშვნელოვანი იყო დეკორაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯვარია Muiredach’s Cross. ჯვრის დასავლეთი მხარე ასახავს ქრისტეს  ცხოვრებას, ჯვარცმას, უკანა ფონზე კი გამოსახულია კარგად შენარჩუნებული მრგვალი კოშკი.[19] 

პიქტური ქვები

რედაქტირება

პიქტებმა თავიანთი კვალი დატოვეს კელტურ ხელოვნებაზე. პიქტების მემკვიდრეობიდან ყველაზე დიდებული დიდი რაოდენობის ქვებია, რომლებზეც აღბეჭდილია სიმბოლოები  ხალხისა და ცხოველების გამოსახულებით, გამოკვეთილი დეკორატიული დამახასიათებელი ნიშნები.  მიუხედავად ქვების საფუძვლიანად გამოკვლევისა, მათი ნამდვილი მნიშვნელობა დღესაც გამოცანად რჩება. ქვა შეიცავდა დაახლოებით 50 სიმბოლოს. ეს სიმბოლოები წარმოადგენს მითიურ ცხოველებს, შესაძლო საოჯახო საგნებს, აბსტრაქტულ დიზაინს. სიმბოლოებს ვხვდებით დაჯგუფებულად. ძირითადი კომბინაციაა ცხოველის სიმბოლო აბსტრაქტულ სიმბოლოსთან ერთად. გამოყენებულია ქრისტიანული სიმბოლოებიც, პიქტური ქვები ასევე მოიცავს მისტიკური სიმბოლოების ბარელიეფურ ჩანახატებს,  ქრისტიანული და სეკულარული ფიგურების სცენებსა და ბუნებრივ ან მითოლოგიურ საგნებს.[20] 

ქორწინება

რედაქტირება

კელტურ სამყაროში ქორწინება იშვიათად ხდებოდა სიყვარულით, მას ძირითადად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ქორწინება არა რელიგიური ღონისძიება, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინიებული შეთანხმება იყო. კელტებს ჰქონდათ ქორწინიების სამართავი კანონები, რათა დაეზღვიათ ბავშვების უსაფრთხოება, ცოლ-ქმრის უფლებები, და საკუთრება, ქონება.

Brehon Law კანონებით, ქორწინების ფორმები იყოფა 3 კატეგირიად. პირველი - ქორწინება სადაც ქონება განიხილებოდა და საქორწინო კონტრაქტი აუცილებელი იყო. შემდეგი ჯგუფია ნაკლებად ფორმალური ქორწინებები, სადაც ქონება არ განიხილებოდა და არც კონტრაქტები იყო საჭირო, და მესამე კატეგორია არის ქორწინება, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებაში არ ითვლება ქორწინებად, ან მიიჩნევა, რომ იმ პერიოდში ქორწინებას კრიმინალური ხასიათი ჰქონდა.

კანონის მიხედვით, ქალს ჰქონდა უფლება აერჩია სასურველი საქმრო, და არ შეიძლებოდა მისი იძულებით გათხოვება. მზითევს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან პატარძლებს ქმრები „ყიდულობდნენ“ მამებისგან. ეს ქმედება ცნობილია როგორც პატარძლის ფასი (bride-price). მზითევის ნაწილს ინახავდნენ ქალისთვის, რადგან თუ ქორწინება ქმრის გამო დასრულდებოდა, ქალი ქონების გარეშე, ღარიბი არ დარჩენილიყო. ასევე ჰქონდათ ქალიშვილობის ფასი (virgin-price), რაც საცოლის სიწმინდის გარანტი იყო. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სოციალური კლასის თანასწორობა. განსვავებული სოციალური ფენის წარმომადგენლების ქორწინებისას, ფინანსურ მხარეზე პასუხისგმებელი იყო  შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენელი.

კელტებს სჯეროდათ პოლიგამიის, შესაბამისად მრავალცოლიანობა და საყვარლები მიღებული იყო, თუმცა რამდენიმე ქმრის ყოლა, მრავალცოლიანობასთან შედარებით ნაკლებად იყო გავრცელებული. კელტებს კანონებიც კი ჰქონდათ, რომლის თანახმადაც პირველ ცოლის მიერ მეორე ცოლის მოკვლა ქორწილიდან 3 დღის შემდეგ ლეგალური იყო, თუმცა ამისთვის ჯარიმა უნდა გადაეხადა. კონტრაქტში მემკვიდრეობაც იყო გათვალისწინებული. პირველ ცოლს ჰქონდა  ქმრის ქონებაზე უფლება, და არ არსებობდა შეთანხმება, რომ ის დანარჩენ ცოლებზეც იზრუნებდა. ასევე შვილებს ჰქონდათ თანაბარი უფლებები, მიუხედავად დედების სტატუსისა. გამონაკლისი იყო, უკანონო, მიტოვებული და მეძევების შვილები. ქორწილები გვარდებოდა ოჯახებს შორის და ბავშვის აღზრდაზე ორივე მშობელი თანაბრად იყო პასუხისმგებელი. კელტებში არ იყო ნებადართული ერთსქესიანი ქორწინება, თუმცა ჰომოსექსუალების არსებობას არ ებრძოდნენ.[21] 

განქორწინება

რედაქტირება

კელტულ კულტურაში გაყრას არ ჰქონდა რაიმე სოციალური სტიგმა. გაყრა აღიარებდა, რომ საქორწინო კონტრაქტი დაირღვა რომელიმე მხარის მიერ.

კელტებში არსებობდა მიზეზები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ცოლს ჰქონდა გაყრის უფლება. მაგალითად: ქმრის მიერ მასზე უარის თქმა სხვა ქალის გამო, მოტყუება ქმრის მხრიდან ან ქმრის მიერ ცოლის ცემა და მისთვის ზიანის მიყენება, იმპოტენტობა, ჭარბი წონა, რომელიც სქესობრივი კავშირის ხელისშემშლელი იყო, უნაყოფობა. ქრისტიანობის გავრცელებსთან ერთად ქალს ჰქონდა უფლება გაყროდა კაცს, თუ ის წმინდა ბრძანებას ასრულებდა, რადგან კაცის ვალდებულება ეკლესიის წინაშე რთულს გახდიდა შეესრულებინა თავისი მოვალეობები ქალის წინაშე. მამაკაცს შეეძლო გაყროდა ქალს ღალატის, აბორტის (რომელსაც ის ქმრის გარეშე გაიკეთებდა) და კაცის ღირსების შელახვის  გამო.[22] 

ტანისამოსი

რედაქტირება

გვიანი რკინის ხანის განმავლობაში გალებს უმეტესად ეცვათ გრძელ სახელოიანი მაისურები ან ტუნიკას ტიპის ზედატანი გრძელ შარვალზე (რომელსაც რომაელები უწოდებდნენ Braccae), რომლის სიგრძეც აღნაგობიდან გამომდინარე შეირჩეოდა. ტანსაცმელი იქმნებოდა ბამბისგან, შალისგან ან ტილოსგან, ხოლო მდიდრები  ცოტაოდენ აბრეშუმსაც იყენებდნენ. არსებობდა განსხვავებული სტილის კაბები, რომლებიც ეცვათ ქალებსა და მამაკაცებს. ჩაცმულობის მიხედვით შესაძლებელი იყო წარმომავლობის დადგენა. ჰქონდათ მოსასხამები, რომლებსაც მხოლოდ ზამთარში იცვამდნენ და რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოქსოვილი ერთი ფერის მასალისგან.  კელტებში ძალიან პოპულარული იყო სამკაულები და აქსესუარები ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის, ბროშებსა და სამკლაურებს ხშირად იყენებდნენ, თუმცა ყველაზე გავრცელებული სამკაული იყო ტორჩი, მეტალისგან დამზადებული ყელზე მიბჯენილი სამკაული, რომელიც ზოგჯერ ოქროსიც კი იყო. აუცილებელი აქსესუარი, რომელსაც ყველა ატარებდა იყო სავარცხლის ჩანთა.[13] კელტებისთვის დამახასიათებელი იყო რქიანი ვატერლოოს ჩაჩქანი, რომელიც ბრიტანულ მუზეუმში ინახება, და კელტების  ყველა დღევანდელ ნახატში გვხვდება. მას ჰქონდა უფრო  საცერემონიო, პომპეზური, ვიდრე საბრძოლო  დატვირთვა. ტორჩები და ბროშები ყველაზე დამახასიათებელი სამკაულები იყო კელტებისთვის. აღმოჩენილია სხვა სამკაულებიც. მაგალითად ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამაჯურები მინანქრით, ჯოჭის მოსართავები. თვალისმომჭრელია მათი  აბსტრაქტული ორნამენტები, ამოზნექილობა, რაც შესაძლოა  ყოფილიყო მარჯნის მძივის იმიტაცია, რეალურად გვეხმარება გავიგოთ კელტების ორაზროვანი გრძნობების შესახებ.

კელტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენას. რომაელები აღტაცებას ვერ მალავდნენ, როდესაც ყველაზე ღარიბ კელტსაც ახალგარეცხილი ტანსაცმელი ჰქონდა. დიოდორე სიცილიელის თქმით, საპონი არის კელტური გამოგონება და კელტური წარმომავლობის სიტყვა. კელტი ქალები იღებავდნენ წარბებს, ლოყებსა და ტუჩებს.[22]

კელტების რწმენა

რედაქტირება

ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი წერდა, რომ, მტრის მოკვლისას, კელტური მეომრები „მათ თავებს ჰკვეთენ და შემდეგ თავის ცხენების კისრებზე ჰკიდებენ, ხოლო სახლში მოტანისას, შემოსასვლელთან ჰკიდებენ. ისინი ინახავდნენ დამარცხებული მტრების მოკვეთილ თავებს კედრის ზეთში... და ზოგნი თავს იქებდნენ, და იძახდნენ რომ ამავე წონის ოქროშიც კი არ გაცვლიდნენ მათ თავებს...“ საქმე ისაა, რომ კელტებისთვის თავები – საცხოვრებელი სულია. და მტრისთვის თავის მოკვეთა ნიშნავდა, იმას რომ მისი სული გამოყოფილია მისი სხეულისგან და ის ვერ გამოცოცხლდება... შესაძლოა, მტრების მოკვეთილი თავები შეადგენდნენ არა მხოლოდ გამაჯვებულის მნიშვნელოვან ტროფეად, არამედ კულტის ნაწილსაც. გათხრებისას როკეპერტუზში (საფრანგეთი) ნაპოვნი იქნა დაბალი პორტიკი ნიშებით, რომლებშიც იყო ადამიანის თავის ქალები.

ღვთაებები

რედაქტირება

კელტური რელიგია იყო პოლითეისტური: კელტებს მრავალი ღვთაებების ღმერთებისა და ქალღმერთების სწამდათ. მათგან ყველაზე ცნობილნი იყვნენ ზოგადკელტურები: მათი თაყვანისცემა კელტური სამყაროს უდიდეს ნაწილში არის დაფიქსირებული, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ რეგიოონებში მათ სხვა სახელით მოიხსენიებდნენ. ზოგადკელტური ღვთაებები კელტთა ღმერთების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოეადგენენ. უხეშად, რომ ვთქვათ 300 ცნობილი ღმერთიდან მხოლო 60-მდე შეიძლება ერთ რეგინოენზე მეტში იყოს აღმოჩენილი.

კელტები ასევე იყვნენ ანიმისტები, მათ სწამდათ ღვთაებები, რომლების სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენასთან იყვნენ დაკავშირებულნი. (მაგალითად, ქალღმერთი სეკვანა - მდინარე სენას გამგებელი)

ანტიკური წყაროების საფუძველზე ვლინდება, რომ თავდაპირველად კელტები ბუნების ძალებს ეთაყვანებოდნენ და არ გამოხატავდნენ მათ ადამიანური სახით, სხვა პაგანისტური რელიგიების მსგავსად. დროსთან ერთად, განსაკუთრებით კი რომაული დაპყრობების შემდეგ, როდესაც გაიზარდა სხვა კულტურების ზეგავლენა კელტებზე, მათ დაიწყეს თავისი ღვთაებებისთვის ადამიანური იერის მინიჭება და ანიმიზმიდან უფრო რომანტიზირებული რომაული პოლითეიზმისკენ გადაინაცვლნენ.

დრუიდები და ბარდები:

რედაქტირება
ფაილი:Druids 03 Morrigan.jpg

ქრისტიანობის შემოსვლამდე კელტებს ჰქონდათ ძალიან ძლიერი პაგანისტური რელიგია, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული კელტური ხალხის მოძღვრებთან, რომლებსაც დრუიდებს ეძახდნენ. კელტურ მითებში დრუიდებს გამოსახავდნენ, როგორც ბრძენ წვერიან მოხუცებს, რომლებმაც ყველა კითხვაზე პასუხი იციან, განმკურნებელი ბალახების გამოყენების საიდუმლოს ფლობენ (რაც მათ ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნების საშუალებას აძლევს) და ასევე მათ ხშირად შეუძლიათ მომავლის განჭვრეტა. ისინი აგრეთვე ფლობენ ცხოველთა და ფრინველთა ენებს და შეუძლიათ ამინდზე ზემოქმედება.

დრუიდები თავის თანამედროვეებში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ. ანტიკური კელტების საზოგადოებაში დრუიდები იყვნენ იგივე მოძღვრები - შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის, ასევე მასწავლებელნი, მოსამართლენი და ექიმნი. მერლინი მათ შორის ყველაზე ბრძენი იყო.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად თავად სიტყვა "დრუიდი" მომდინარეობს მუხისგან (გალური druidae, ძველირლანდიური druid), მუხა კელტებთნ იყო საკრალური ხე, რომელიც ძლიერებისა და მარადიულობის სიმბოლო იყო.

ყველას როდი შეეძლო გამხდარიყო დრუიდი, სწავლებას მრავალი წელი სჭირდებოდა. თავად სწავლების პროცესზე დღევანდელ დღეს თითქმის არანაირი ცნობა არ მოიპოვება, მიზეზი კი ისაა, რომ დრუიდები არასდროს იყენებდნენ დამწერლობას, მთელი ცოდნა  უშუალოდ ზეპირად გადადადიოდა. ერთადერთი წყარო მითები და ლეგენდებია.

კელტური კულტურისა და რელიგიის დაქვეითებასთან ერთად დრუიდები ნელ-ნელა ტრანსფორმირდნენ ბარდებში. ბარდები უკვე აღარ იყვნენ ისეთი ძლევამოსილების პატრონნი, როგორც დრუიდები, მაგრამ სიტყვის ძალა მათაც გააჩნდათ, რაც მათ არაჩვეულებრივ პოეტებად, მუსიკოსებად და მომღერლებად აქცევდა. შუასაუკუნეების მოსვლასთან ერთად ბარდები საერთოდ მოხეტიალე არტისტებად იქცნენ, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდნენ და მღეროდნენ გმირების ყოფილ ძლიერებაზე, უშიშარ მეორებსა და ბრძენ დრუიდებზე.[23][24]

შეხედულებები სიკვდილზე

რედაქტირება

როგორც მებრძოლი ადამიანებისთვის, გასაკვირი არ არის, რომ კელტებისთვის ყველაზე საპატიო სიკვდილი ბრძოლაში დაღუპვა იყო. თავისი რწმენის გამო კელტებს სიკვდილის არასდროს ეშინოდათ, შესაძლოა დრუიდები სპეციალურად შთააგონებდნენ მათ მსგავს აზრებს, რათა ისინი უფრო გამბედავები და მამაცები ყოფილიყვნენ. კუნძულზე მცხოვრებ კელტებს სწამდათ სხვა სამყაროსი და არა რეინკარნაციისა. მათ სწამდათ, რომ სული გარდაცვალების შემდეგ სწორად იქ ხვდებოდა. იქ მოხვედრილი სულები კი ხანდახან აღქმადნი ხდებოდნენ ცოცხალთათვის. სხვა სამყარო კელტებისთვის ერთგვარი პარალელური სამყაროა, სადაც ყველა ჯადოსნური არსება ბინადრობს. სწორედ მაშინ გაჩნდა ლეგენდები უჩილმაჩინებსა და სულებზე, ღმერთებსა და ელფებზე, გობლინებსა და ჯუჯებზე. თავდაპირველად ეს არსებები არ ითვლებოდნენ არ ბოროტებად, არც კეთილბად, კელტებს მხოლოდ მათი არსებობის სწამდათ.[25]

რეინკარნაცია

რედაქტირება

დრუიდები იყვნენ ერთ-ერთი პირველთაგან, რომლებიც ადამიანის სულის რეინკარნაციის პროპაგანდას ეწეოდნენ. თავად სულზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ სხეულს მიიღებს ის მომავალ ცხოვრებაში. კელტებს სწამდათ, რომ სულს შეუძლია როგორც ცოცხალ არსებაში გადასახლება, ისევე ისეთ ორგანიზმში, რომელსაც არ შეუძლია სუნთქვა, მაგალითად, მცენარესა ან ქვაში.

კელტების რეინკარნაციის რწმენა განსხვავდება სხვა ხალხებისგან. მაგალითად ბუდიზმისგან განსხვავებით, სადაც სულთა გადასახლება იყო ერთგვარი ბრმა ნათებების ხეტიალი, კელტებისთვის ეს გადასახლება არ იყო უმიზნო, ბოლოს სულს შეეძლო ხსნის პოვნა. ყველა სულისთვის გზა, კელტების რწმენით, იყო განსხვავებული სიგრძის, ზოგისთვის უფრო გრძელი, ზოგისთვის კი უფრო ხანმოკლე, ამიტომაც მაშინაც კი თუ სხეული არასწორი ცხოვრების წესს მისდევდა და არსებობის ძირითად კანონებს არღვევდა, სულს არ ემუქრებოდა ჯოჯოხეთის არანაირი მსგავსება. მაქსიმალურ სასჯელს წარმოადგენდა ერთი საფეხურით უკუსვლა, თუმცა ამ საფეხურების სისტემა არ არის ბოლომდე დადგენილი. ყოველი კელტი ვიღაცის ან რაღაცის მოკვლისას შეიძლება დაფიქრებულიყო, რომ მის მსხვერპლში მისი გარდაცვლილი ახლობლის სულია ჩაკეტილი, ან იმაზე, რომ ოდესღაც მას ცხოველის სახით მოუწევს არსებობა. ამიტომაც ნებისმიერი კელტისთვის, განსაკუთრებით კი დრუიდისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროსა და სულის კავშირი.

დრუიდები სიცოცხლის განმავლობაში ადამიანების სულებს ორ კატეგორიად ყოფდნენ: ადამიან-მცენარეებად და ადამიან-ცხოველებად. ადამიანი-მცენარეეები კელტების რწმენის თანახმად გახსნილი სულის და კეთილი გულის პატრონნი არიან, მათ უყვართ ბუნება და ისინი ორიენტირებულნი არიან ოჯახურ მყუდროებასა და ნათესავებთან სიახლოვეზე. ადამიანი-ცხოველები უფრო ცივებად, ეგოისტურებად და ამბიციურებად ითვლებოდნენ, რომელთათვის თავისი სიცოცხლე ახლობლებისაზე ბევრად უფო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ბრალად არ ედებოდათ, რამეთუ აღიქმებოდა, როგორც მიდრეკილება ორგანიზირებულობისაკენ, ამბიციები კი შეიძლება თვითრეალიზაციასა და სამყაროს უკეთ შეცნობაში გამოსდგომოდათ.

კელტების რწმენით, სულის ხსნა დამოკიდებულია სულში დაგროვილი ბოროტების რაოდენობაზე. სანამ სული მთელს ბოროტებას არ გამოდევნის იგი აგრძელებს რეინკარნაციას, თუმცა კელტებს სულის ხსნის ალტერნატიული საშუალებისაც სწამდათ, სულის ხსნა ერთგვარ განსაწმენდელში, ეს არის დროებითი ნავსაყუდელი დაკარგული სულისთვის, რომელსააც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. როდესაც სული თავის გზას ასრულებდა იგი ხვდებოდა ნეტართა კუნძულზე, რათა სამუდაოდ დამტკბარიყო სიწყნარიტა და სიმშვიდით მარადმწვანე მდელოებზე, რომელიც ირლანდიის საძოვრებ ჰგავდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კელტთა რწმენით სწორედ ამ კუნძულზე წმინდა წყაროდან წყლის დაგემოვნების შემდეგ სულს შეეძლო ყველა თავის ახლობელთან შეხვედრა, რომლებმაც სული ხსნა მანამდე მოიპოვეს.[26]

განსვენება

რედაქტირება

მიცვალებულის იმ ქვეყნად გაცილების რიტუალი დამოკიდებული იყო რომელ პერიოდში და რომელ ტომში ხორციელდებოდა იგი. ზოგჯერ ისინი ასაფლავებდნენ, კრემაციასაც ჰქონდა ადგილი, ზოგჯერ კი ისინი მიწაში ფერფლს მარხავდნენ. დასაფლავების ცერემონია კუნძულზე მცხოვრებ კელტებთან ყოველთვის იყო ძალიან მასშტაბური, რომელსაც ერთვოდა თან რამდენიმე ბარბაროსული ტრადიცია. მაგალითისთვის მიცვალებულთან ერთად წვავდნენ არა მხოლოდ ცოცხლების წერილებს გარდაცვლილ ახლობლებთან, არამედ ყველაფერს რაც სჭირდებოდა და ეძვირფასებოდა მიცვალებულს. მათ სორის ცოცხალ ადამიანებსაც კი: მოსამსახურეებსა და ახლობლებს. ამიტომ კელტურ სამარხებში გვხვდება უამრავი ძვირფასეულობა და ძველი ნივთი, ეს კი თავის მხრივ მიუთითებს კელტების მიერ სხვა სამყაროში სიცოცხლის გაგრძელების რწმენაზე.[27][28]

მსხვერპლშეწირვა

რედაქტირება
 
მსხვერპლის დაწვა თივისა და ტოტებისგან დანთებულ  კოცონზე.

კელტების ქვესკნელის ღვთაებები თავისი სისატიკით არ ჩამოუვარდებოდნენ აცტეკების ღმერთებს: ამ ხალხის მოძღვართა, დრუიდებით წოდებულთა, მსხვერპლშეწირვა იყო ადამიანური. ადამიანებსმსხვერპლად სწირავდნენ  რათა რომაელებთან ბრძოლაში ზეძალების მფარველობა მოეპოვათ, ამის გარდა მსგავსი რიტუალები მომავალში ჩახედვისა და წინასწარმეტყველების განუყოფელი ნაწილი იყო.

ისინი შემდეგნაირად ხორციელდებოდა: მსხვერპლად შერჩეულ ადამიანს ზურგში ხმლის წვერს ასობდნენ შემდეგ კი მისი სიკვდილის წინა კონვულსიების მიხედვით ადგენდნენ თუ რა ბედი ეწევა კელტ ხალხს. ცერემონიაზე ხალხის დასწრება არ იყო საჭირო, მხოლოდ დრუიდების.

სხვა წყაროების მიხედვით ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რიტუალს კელტებს შორის სხვადასხვა ვარიაციები გააჩნდა, მაგალითად ჩვეულებრივი ღვთაებების ნობათი იყო მსხვერპლის დაწვა თივისა და ტოტებისგან დანთებულ კოცონზე, ხოლო თუ ცეცხლის დანთება რაღაცა მიზეზების გამო შეუძლებელი იყო ტყვეს სპეციალური ცერემონიალური მშვილდებით ხვრეტდნენ.

კელტების მიერ ადამიანი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულებები აღმოჩენილია არა ერთგზის, მათ შორის აღსანიშნავია ლინდოუს ჭაობში აღმოჩენილი ადამიანის ცხედარი, რომელიც ერთდროულად სამი ხერხით იყო მოკლული, იგი გაგუდეს, მას გაუპეს თვის ქალა და ყელი გამოჭრეს. მეცნიერების აზრით ცხადია, რომ ასე მისდამი შიშის გამო არ მოქცეულან, ვინაიდან მოკლულის ტანისამოსი მაღალ სოციალურ სტატუსს გამოხატავდა, ხოლო მისი უკანასკნელი სადილი კი საკმაოდ მშვიდობიანი იყო. ის თუ რატომ არ მოკლეს იგი ჩვეული რიტუალით დადგენილი არ არის, თუმცა ეს „სამმაგი“ მკვლელობა ირლანდიისა და უელსის შუასაუკუნოვან ლეგენდებში ანალოგებს ჰპოვებს.

კელტებთან ასევე არსებობდა თვითშეწირვის რიტუალი, როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეს ღვთაებრივ წყალობაზე ცვლიდა. რიტუალის მიხედვით იგი თავისი ნებით ხტებოდა მდუღარე ქვაბში.[29]

დღესასწაულები

რედაქტირება
 
ჯეკ-ფარანი, კელტური თაყვანისცემის ფორმა, გამოიყენებოდა ჰელოუინის დღესასწაულზე ბოროტი სულების დასაფრთხობად.

თითქმის მთელი ინფორმაცია, რაც ცნობილია კელტური რელიგიური დღესასწაულების შესახებ, ამოღებულია უპირველეს ყოვლისა ირლანდიური წყაროებიდან. გარკვეულ ცნობებს კონტინენტური კელტების კალენდრის შესახებ შეიცავს ე.წ. „გალური კალენდარი კოლინიიდან“ ზოგიერთი დასახელება იქ ემთხვევა ირლანდიურს, მაგალითად თვეების სახელწოდებები. ნავარაუდებია, რომ კელტებს წელიწადში ოთხი რელიგიური დღესასწაული ჰქონდათ. ისინი ერთმანეთისგან თანამბრად-დაშორებულნი იყვნენ და წელიწადს ოთხ ნაწილად ყოფდნენ.

პირველი დღესასწაული - სემჰეინის (Calan Gaeaf უელსში), ტარდებოდა 1 ნოემბერს. ეს დღესასწაული აღნიშნავდა ერთი სამესაქონლეო წლის დამთავრებასა და ახლის დაწყებას. მიიჩნეოდა, რომ მაშინ საიქიოს სულები არსებული ადამიანების იერს იღებედნენ. გაქრისტიანების პერიოდში სემჰეინს სახელი გადაერქვა და ის ყველა წმინდანის დღედ იქცა (ან მკვდართა დღედ, სიკვდილის დღედ), რომლის წინა დღეც არის ჰელოუინი, რომელიც დღესაც ცნობილია.

მეორე დღესასწაული იყო იმბოლკი, რომელიც 1 თებერვლის წინა დღეს აღინიშნებოდა, ის მიეძღვნებოდა ნაყოფიერებისა და სიუხვის ქალღმერთ ბრიგიტას, მიიჩნეოდა საგაზაფხულო დღესასწაულად, გაქრისტიანების მერე იქცა წმინდა ბრიგიტას დღედ.

მესამე - ბელტენის (Calan Mai უელსში), ტარდებოდა 1 მაისის წინა დღეს. ის იყო ღმერთ ბელუსდამი მიძღვნილი, წესისამებრ, ამ დღეს კოცონებს ანთებდნენ. გაქრისტიანების შემდეგ წმინდა იოანეს სახელი დაერქვა.

ანტიკური კელტების მეოთხე რელიგიური დღესასწაული იყო ლუნასა (Calan Awst უელსში), რომლის აღნიშვნას აგვისტოში ხდებოდა. მისი სახელი დაკავშირებულია ღმერთ ლუგთან, რომელიც მითოლოგიის თანახად ამ დღეს ნადიმს მართავდა თავისი დედობილი ტალტიულთვის. დღესასწაული თავის თავში მოიაზრებდა დიდ წვეულებას, რელიგიურ ცერემონიებს, რიტუალურ-ათლეტურ კონკურსებს, ჭამასა და ვაჭრობას.[30]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. . (n.d.). Retrieved July 14, 2016, from http://www.historie.ru/civilizacii/kelty/99-drevnie-kelty-keltskaya-kultura.html
  2. Wormald, J. (2005). Scotland: A history. Oxford: Oxford University Press.
  3. Rigby, S. H. (2003). A companion to Britain in the later Middle Ages. Oxford, UK: Blackwell.
  4. Cultural continuity and population change on the Isle of Skye on eHRAF World Cultures. (n.d.). Retrieved July 14, 2016, from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=es10-006
  5. Additional bibliography on the Highland Scots on eHRAF World Cultures. (n.d.). Retrieved July 14, 2016, from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=es10-026
  6. Biel, J., Frankenstein, P., & Jordan, J. (1995). Der Keltenfürst von Hochdorf. Stuttgart: K. Theiss. 20, 29, 40, 58 Информация для туриста: кельты в истории и современности. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://medtelecom.ru/kelti/
  7. James, S. (1999). The Atlantic Celts: Ancient people or modern invention? Madison: University of Wisconsin Press. Fries-Knoblach, J. (2002). Die Kelten: 3000 Jahre europäischer Kultur und Geschichte. Stuttgart: Kohlhammer. 43, 76, 137 Rieckhoff, S., & Biehl, J. (2001). Die Kelten in Deutschland: Kultur und Geschichte. Stuttgart: Theiss. 20, 29, 40, 58
  8. 8.0 8.1 Aldhouse-Green, M. J. (1995). The Celtic world. London: Routledge.
  9. 9.0 9.1 9.2 Ellis, P. B., & Ellis, P. B. (2003). A brief history of the Celts. London: Robinson.
  10. EHRAF World Cultures : Browse Cultures A-Z Index. (n.d.). Retrieved July 14, 2016, from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/azCultures.do?context=main#thisChar=C
  11. 11.0 11.1 Manco, J. (n.d.). Blood of the Celts: The new ancestral story.
  12. Cunliffe, B. W. (1997). The ancient Celts. Oxford: Oxford University Press.
  13. 13.0 13.1 Aldhouse-Green, M. J. (1995). The Celtic world. London: Routledge. P.411
  14. Haywood, J. (2001). Atlas of the Celtic world. New York: Thames & Hudson. P. 39-41
  15. Konstam, A., & Kean, R. (2001). Historical atlas of the Celtic world. New York: Checkmark Books. P. 42-43
  16. Haywood, J. (2001). Atlas of the Celtic world. New York: Thames & Hudson. P. 46-49
  17. Haywood, J. (2001). Atlas of the Celtic world. New York: Thames & Hudson. P. 134-137
  18. Harding, D. W. (2007). The archaeology of Celtic art. London: Roultedge. P.262-275
  19. Haywood, J. (2001). Atlas of the Celtic world. New York: Thames & Hudson. P. 146-149
  20. Arthistory.net. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://arthistory.net/celtic-art/ Ancient Celtic Art
  21. Monger, G. P. (2013). Marriage customs of the world: An encyclopedia of dating customs and wedding traditions. Santa Barbara, Calif: ABC-CLIO.
  22. 22.0 22.1 Charsley, S. R. (1991). Rites of marrying: The wedding industry in Scotland. Manchester: Manchester University Press.
  23. Konstam, Angus. Historical Atlas of Celtic World. London: Mercury, 2003. Print.
  24. "Религия древних кельтов. Часть первая." Http://waking-up.org. N.p., n.d. Web.
  25. Evelina, Nicole. "Celtic Burial and Funeral Rites." Https://nicoleevelina.com20/celtic-burial-and-funeral-rites/. N.p., n.d. Web.
  26. "Чем для кельтов была смерть." Http://melma.ru. N.p., n.d. Web.
  27. Evelina, Nicole. "Celtic Burial and Funeral Rites." Https://nicoleevelina.com20/celtic-burial-and-funeral-rites/. N.p., n.d. Web.
  28. "CHAPTER XXII. THE STATE OF THE DEAD." Http://www.sacred-texts.com. N.p., n.d. Web.
  29. "Человеческие жертвоприношения у кельтов." Http://dead-v-life.ru. N.p., n.d. Web.
  30. "From Bealtaine to Samhain - Celebrate Ireland's Sacred Celtic Holidays."Http://www.irishcentral.com. N.p., n.d. Web.
  NODES
mac 1
os 2
text 2
web 7