კოლკატა (ბენგ. কলকাতা, ინგლ. Kolkata; 2001 წლამდე კალკუტა, ინგლ. Calcuta) — ქალაქი მდებარეობს განგის დელტაში, აღმოსავლეთ ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატის დედაქალაქი; ფართობის მიხედვით სიდიდით მეორე ქალაქი ინდოეთში მუმბაის შემდეგ. მოსახლეობა 4,6 მლნ (საკუთრივ ქალაქში 2001 წ.), მეგაპოლისის მოსახლეობა კი 13.2 მილიონს აღწევს და ამ მხირვ ის ინდოეთში 3 ადგილზე იმყოფება.

ქალაქი
კოლკატა
কলকাত / Kolkata
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი დასავლეთი ბენგალი
კოორდინატები 22°34′22″ ჩ. გ. 88°21′50″ ა. გ. / 22.57278° ჩ. გ. 88.36389° ა. გ. / 22.57278; 88.36389
მმართველი Firhad Hakim
ფართობი 185 კმ²
ცენტრის სიმაღლე 9
მოსახლეობა 5,080,519 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 27,462 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 33
საფოსტო ინდექსი 700001
საავტომობილო კოდი WB-01, WB-02, WB-03, WB-04, WB-05, WB-06, WB-07, WB-08, WB-09 და WB-10
ოფიციალური საიტი kolkatamycity.com
კოლკატა — ინდოეთი
კოლკატა

ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ ქალაქი მთელი ინდოეთის დედაქალაქი იყო 1911 წლამდე, რისი წყალობითაც ის დღეს განათლების, კულტურისა და პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრია ქვეყანაში. მეორე მხრივ ქალაქს აწუხებს ისეთი პრბლემები როგორებიცაა: საცობები, ჰაერის დაბინძურება და სიღარიბე.

გეოგრაფია

რედაქტირება

კოლკატა მდებარეობს აღმოსავლეთ ინდოეთში, განგიის დელტაში, ზღვის დონიდან 1.9 9 მეტრზე. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს მდინარე ხუგლის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი გაშენებული ჭაობიან ტერიტორიაზე, ამიტომ გახდა საჭირო წლები იმისათვის რათა ტერიტორია ცხოვრებისათვსი გამოსადეგი გამხდარიყო.

დასახელება

რედაქტირება

ადრე ქალაქის დასახელება ჟღერდა როგორც კალკუტა, რაც გამოწვეული იყო ინგლისური წარმოთქმის გამო. 2001 წლის 1 იანვრიდან ქალაქს დაერქვა კოლკატა, რაც შეესატყვისება ქალაქის ბენგალურ ენაზე წარმოთქმას.

30 ივლისიდან ქალაქის სახელი დაკანონდა. ქალაქის სახელი წარმოიშვა ქალაქის მთავარი ტაძრიდან, რომელიც ეძღვნება ქალღმერთ კალის.

კალკუტის მიდაომოები ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინადაც იყო დასახლებული, თუმცა თანამედროვე დასახლებები აქ მხოლოდ 1960 წელს გაჩნდა, მას შემდგომ რაც ქალაქი ბრიტანელების ხელში გადავიდა. ტრადიციულად, ქალაქის დამაარსებლად ითვლება ჯობ ჩარნოკი. თუმცა, არსებობენ სხვა მოსაზრებებიც.

ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნეში სავაჭრო და სამხედრო მიზნებისათვის, ბრიტანული კამპანიის დროს. თავდაპირველად ინდოეთის ბრიტანული ადმინისტრაცია განლაგებული იყო ციხესიმაგრე უილიამში, განგის აუზში.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES