კრაპინა (ხორ. Krapina) — ქალაქი ჩრდილოეთ ხორვატიაში, კრაპინა-ზაგორჟეს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. კრაპინა დაახლ. 55 კმ-ითაა დაშორებული ზაგრებიდან და ვარაჟდინიდან. ქალაქი ცნობილია 1193 წლიდან. იგი ყოველთვის წარმოადგენდა საყვარელ ადგილს ციხე-დარბაზების ასაგებად ხორვატი და უნგრელი მმართველებისათვის. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქალაქი წარმოადგენდა ხორვატიისა და სლავონიის სამეფოს ვარაჟდინის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ქალაქი
კრაპინა
Krapina
დროშა

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ოლქი კრაპინა-ზაგორჟე
კოორდინატები 46°09′32″ ჩ. გ. 15°52′28″ ა. გ. / 46.15889° ჩ. გ. 15.87444° ა. გ. / 46.15889; 15.87444
ფართობი 47,53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 203±1 მეტრი
მოსახლეობა 12 480 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 049
საფოსტო ინდექსი 49 000
საავტომობილო კოდი KR
ოფიციალური საიტი krapina.hr
კრაპინა — ხორვატია
კრაპინა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES