ლაგაშიშუმერული ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში. ცენტრი მდებარეობდა ახლანდელი ტელოს (ერაყი) ადგილას. ლაგაში შედგებოდა უბან-„ქალაქებისაგან“. საკუთრივ ლაგაში, გირსუ, ნინა, ურუქუ („წმინდა ქალაქი“), ქინუნირი, გუაბა, ქესა და უთუგანათენუ.

გუდეა, ლაგაშის მმართველი
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდნენ 1877 წლიდან ფრანგი არქეოლოგები ერნესტ დე სარზეკი, გ. კროსი, ა. დე ჟენუიაკი და ანდრე პარო.

პირველი დასახლებები ლაგაშის ტერიტორიაზე ძვ. წ. V ათასწლეულის ბოლოს განეკუთვნება. წერილობით წყაროებში ლაგაში მოიხსენიება ძვ. წ. XXVI საუკუნიდან. ამ დროს იგი ქალაქ შურუფაქის მბრძანებელს ემორჩილებოდა. ლაგაშის აღზევება ემთხვევა ძვ. წ. XXV-XXIV საუკუნეებს, ურ-ნანშეს დინასტიის მმართველობის ხანას. ლაგაში განსაკუთრებით გაძლიერდა ეანათუმის დროს (ძვ. წ. 2470-იანი წლები), რომელიც ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა ქალაქ უმის მბრძანებელთან. უმაზე გამარჯვების შესახებ ეანათუმი მოგვითხრობს ქვის დიდ ფილაზე გაკეთებულ წარწერაში, რომელსაც ლიტერატურაში „ძერათა სტელას“ უწოდებენ. მის დროს დასრულდა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის პირველი გაერთიანება. აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ატარებდნენ ეანათუმის მემკვიდრენიც. გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ისინი გადასახადების გადიდებით ფარავდნენ, რამაც ფართო სახალხო მოძრაობა გამოიწვია XXIV საუკუნის 70-იან წლებში, ლუგალანდას მმართველობის დროს. ძვ. წ. 1364 წელს ლაგაში უმის მეფე ლუგალზაგესმა დაიმორჩილა, შემდეგ კი აქადის მეფე სარგონ დიდმა. ლაგაშმა ახალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია გუდეას გამგებლობის ხანაში (ძვ. წ. XXII საუკუნის II ნახევარი). მაშინ ააგეს ღვთაება ნინგირსუს ბრწყინვალე ტაძარი ენინუ. ძალზე გაფართოვდა ლაგაშის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა არეალიც. ურის III დინასტიის ხანაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) ლაგაში აქადის და შუმერის სამეფოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო. მომდევნო ეპოქებში მისი მნიშვნელობა დაეცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES