ტერმინს „ლალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლალი (ლათ. rubens, rubinus — წითელი; ), Al2O3 — მინერალი, კორუნდის სახეობა, მიეკუთვნება ოქსიდების კლასს, ტრიგონალური სინგონიით. სიმაგრე — 9, სიმკვრივე 3,97 — 4,05, დაწვრილებით იხილეთ კორუნდი. წითელი შპინელისაგან განსხვავდება კრისტალების ფორმით, სხვა შემთხვევაში — ძნელია მათი გარჩევა, მხოლოდ მიკროსკოპით. წითელ ელფერს აძლევს ქრომის მინარევი. წითელ კორუნდებს უწოდებენ ლალს, ლურჯს — საფირონს. ღიაშეფერილობის საიუველირო ხარისხის საფირონს ან უფერო კორუნდს, უწოდებენ ლეიკოსაფირონი. ლალის და საფირონის „ვარსკვლავური“ სახეები ასტერიზმის კარგად გამოხატული ეფექტით, ამუშავებენ კაბოშონის სახით.

ლალი
ლალი, კორუნდი
საერთო
ქიმიური ფორმულაAl2O3 Cr-ის მინარევით
იდენტიფიკაცია
ფერიწითელი, მოწითალო-მოყავისფრო, წითელი-მეწამული, წითელი-ვარდისფერი
კრისტალის სინგონიატრიგონალური
მინერალის მონატეხინიჟარისებულიდან ხიწვისებურამდე
სიმაგრე მოოსის სკალით9
მინერალის ელვარებამინისებური
ხაზის ფერითეთრი
სიმკვრივე3,99 - 4,10 კგ/მ³

საბადოები

რედაქტირება

ანტარქტიდის გარდა, გვხვდება ყველა კონტინენტზე. ღირებულია ძირითადად აზიური ლალები.

ლალის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია მიანმა, ტაილანდი და შრი-ლანკა. მოთხოვნით სარგებლობს ასევე აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნების კენია და ტანზანიის ლალები. უძველესი დროიდან მოიპოვებენ მას პამირის მთებში (საბადო „სნეჟნოე“ ტაჯიკეთში).

გამოყენება

რედაქტირება

შეფასება

რედაქტირება

საბჭოთა კავშირში ლალის ხარისხის მაჩვენებლებს საზღვრავდნენ დეფექტების ჯგუფის აღწერით, ფერს № III 1991 წ. პრეისკურანტის მიხედვით.

დაწახნაგებული ლალის დეფექტობის ჯგუფებია:

  • 1-ლი ხარისხის ლალები - არის წმინდა ან უმნიშვნელო დეფექტებით, იშვიათი ზოლების, წერტილების სახით, ქვის სხვადასხვა ზონაში.
  • მე-2 ხარისხის ლალები - არიან მცირე დეფექტებით, ბზარების, ხაზებისა და სხვა მინერალების წერტილოვანი ჩანართებით, რომლებიც ქმნიან ქსელისა და შეჯგუფების ზონებს.
  • მე-3 ხარისხის ლალები — დეფექტებით ბზარების, ხაზებისა და სხვა მინერალების ჩანართების სახით, რომელიც გავრცელებულია მთელი ქვის ზედაპირზე, აქვს ქვის ზოგიერთი ზონის სიმღვრიე, ნაწილობრივ ბზინვარების დაკარგვით.

ლალის ფერების ჯგუფები:

  • კაშკაშა-წითელი;
  • ნორმალური-წითელი და საშუალო-წითელი;
  • ღია-წითელი.

ლალების კლასიფიკაცია ფერის მიხედვით

  • კაშკაშა-წითელი გაჯერებული;
  • წითელი;
  • საშუალო-წითელი;
  • მუქი-წითელი;
  • ღია-წითელი.

მეთოდიკა აღიარებულია ოფიციალურ დოკუმენტად ექსპერტების საბჭოს მიერ[1] „სერტიფიკაციის ექსპერტთა კოლეგია“ და საფუძვლად დაედო რეკომენდაციებს ძვირფას ქვიანი საიუველირო ნაკეთობების შეფასების მეთოდებს.

ვარაუდობენ, რომ ლალს მოიპოვებდნენ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, ბირმაში (მიანმა). 2000 წლის წინ ლალი ფასობდა ინდოეთშიც და გამოიყენებოდა როგორც თილისმა, ავგაროზი. ლალი იცოდნენ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და ძველ რომში.

1800 წელს ევროპაში აღმოაჩინეს ლალისა და საფირონის ნათესაობა. 1835 წელს აღმოჩენილ იქნა ხელოვნური ლალის მიღების ხერხი.

მუქ ლალს უწოდებდნენ ძოწის ლალს.

ცრურწმენა

რედაქტირება

ძველად ლალს აღიქვამდნენ როგორც „სიცოცხლისა და სიყვარულის ქვას“. ითვლებოდა, რომ ამ ქვის ფლობა პატრონს აძლევდა უფრო მეტ ძალაუფლებას, გამბედაობას და ღირსებას. ლალით იმედოვნებდნენ თავის დაცვას ეშმაკისაგან და ჭირისაგან. ლალის ზოდიაქოს ნიშანია მშვილდოსანი, ვერძი, ლომი, ღრიანკალი და თხის რქა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. საიუველირო ნედლეულის, დაწახნაგებული ჩანართების, საიუველირო ნაკეთობების შეფასების მომსახურების სერტიფიკაცია. მეთოდური მასალები რფ-ის სსპ, მ.2006
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლალი&oldid=4328499“-დან
  NODES
Done 1