„ლუნა-20“ (რუს. «Луна-20») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1972 წლის 14 თებერვალს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის ქანების გაბურღვა და დედამიწაზე ჩამოტანა.

ლუნა-20
NSSDC ID 1972-007A
SCN 05835

1972 წლის 14 თებერვალს 03:27:59 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-20. 15 თებერვალს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 18 თებერვალს სადგური „ლუნა-20“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 21 თებერვალს 19:19 UTC დროით 21 თებერვალს 19:19 UTC დროით დაეშვა მთიან რაიონში ნაყოფიერებისა და კრიზისების ზღვას შორის (კოორდინატები 3°47′11″N 56°37′27″E / 3.7863° ჩ. გ. 56.6242° ა. გ. / 3.7863; 56.6242). გაბურღა მთვარის ქანები, შეაგროვა ნიმუშები, 22 თებერვალს 22:58 UTC დროით დატოვა მთვარე და 25 თებერვალს 19:19 UTC დაეშვა დედამიწაზე (კოორდინატები 47°24′ ჩ. გ. 68°36′ ა. გ. / 47.400° ჩ. გ. 68.600° ა. გ. / 47.400; 68.600).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES