მან რეი (ინგლ. Man Ray; დ. 27 აგვისტო, 1890 — გ. 18 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მოდერნისტი ხელოვანი, მოღვაწეობდა პარიზში. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს დადაიზმისა და სიურრეალიზმის მიმდინარეობებში. ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდისტული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მხატვარს უწოდებდა.

მან რეი
დაიბადა 27 აგვისტო, 1890(1890-08-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ფილადელფია[15] [16] [17] [18]
გარდაიცვალა 18 ნოემბერი, 1976(1976-11-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [19] [10] [11] [12] [13] [14] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზის VI რაიონი[13]
ჟანრი assemblage[16] და აბსტრაქციონიზმი[16]
საიტი http://www.manraytrust.com/

1999 წელს ჟურნალმა „არტნიუსმა“ მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1915 წელს მან რეის პირველი სოლო გამოფენა მოეწყო. 1913 წელს მან რეი შეხვდა მის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს. მათ იქორწინეს 1914 წელს და 1937 წელს განქორწინდნენ.

ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში, მეგობარ, მარსელ დიუშანთან ერთად, ცდილობდა ჩამოეყალიბებინა დადაიზმის ამერიკული განშტოება, მიმდინარეობისა, რომელიც დაიწყო ევროპაში, როგორც ტრადიციული ხელოვნებიდან რადიკალური გადახვევა. რამდენიმე არასახარბიელო ცდის შემდეგ, მან რეიმ განაცხადა: „დადას არ შეუძლია ნიუ-იორკში ცხოვრება“.

1921 წლის ივლისში იგი გადავიდა პარიზში, საფრანგეთში, სადაც მას შეუყვარდა მსახიობი და მოდელი კიკი დე მონტპარნასე (ელის პრინი). კიკი იყო მან რეის კომპანიონი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. ის გახდა რეის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფული გამოსახულების ობიექტი და იღებდა მონაწილეობას მის ექსპერიმენტულ ფილმებში. 1929 წელს მან რეიმ დაიწყო რომანი სიურრეალისტ ფოტოგრაფთან, ლი მილერთან.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში მან რეიმ მონპარნასში შეძლო თავისი ნიშანი დაედო ფოტოგრაფიისთვის. იმ დროის დიდი ხელოვანები, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისი, გერტრუდა სტაინი და შონ კოქტო პოზირებდნენ მისი კამერის წინ.

შონ არპის, მაქს ერნსტის, ანდრე მასონის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოსთან ერთად, მან რეი იყო წარდგენილი სურრეალისტების პირველ გამოფენაზე პიერის გალერეაში, პარიზში 1925 წელს. ლი მილერთან - მის ფოტოგრაფიის ასისტენტთან და საყვარელთან ერთად - მან რეიმ შექმნა ფოტოგრამების გამოყენების ტექნიკა, რომელსაც რეიგრაფები დაარქვა. მან რეიმ ასევე შექმნა ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, როგორიცაა Le Retour à la Raison (2 mins, 1923); Emak-Bakia (16 mins, 1926); L'Étoile de Mer (15 mins, 1928); and Les Mystéres du Château du Dé (20 mins, 1929).

მოგვიანებით მან რეი დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ცხოვრობდა 1940-1951 წლებში. ლოს-ანჯელესში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მან რეი შეხვდა ჯულიეტ ბროუნერს, მოცეკვავესა და ექსპერიმენტულ მოდელს. მათ თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთად ცხოვრება და იქორწინეს 1946 წელს, ორმაგ ქორწინებაში მათ მეგობრებთან მაქს ერნსტთან და დოროთი ტანინგთან ერთად.

მან რეი მიწას მიაბარეს მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ჟულიეტ ბროუნერი 1991 წელს მან რეის გვერდით დაკრძალეს. მის ეპიგრაფში იკითხება: „კვლავ ერთად“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Man Ray
  2. 2.0 2.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Luminous-Lint — 2005.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 The Fine Art Archive — 2003.
  12. 12.0 12.1 Munzinger Personen
  13. 13.0 13.1 13.2 death certificate — გვ. 6.
  14. 14.0 14.1 https://hdl.handle.net/10796/34E402A7-AFB8-4A2F-8B4A-28660203001D
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118598694 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. 16.0 16.1 16.2 Artnet — 1998.
  17. RKDartists
  18. Fichier des personnes décédées — გვ. 6.
  19. Foresta M. A. Man Ray // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T053862
  NODES
Intern 1