მარინერ
„მარინერ“ (ინგლ. Mariner — „მეზღვაური“) — ვენერასა და მარსის კვლევისათვის გათვალისწინებული ამერიკის ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების სერიის სახელწოდება, მათი მომზადება- გაშვების პროგრამა.
„მარინერ-1“ და „მარინერ-2“ მთვარის ძველი აპარატების „რეინჯერის“ ბაზაზე შეიქმნა. „მარინერზე“ განლაგებულია რადიოტექნიკური და საპროგრამო მოწყობილობანი, ორიენტაციის, სტაბილიზაციის, თერმორეგულირების სისტემები, ენერგეტიკული და მაკორექტირებელი დანადგარები, სატელევიზიო კამერები, სამეცნიერო აპარატურა: მაგნიტომეტრი, საიონიზაციო კამერა, მზისიერი პლაზმისა და მეტეორული ნაწილაკების დეტექტორები, ულტრაიისფერი ფოტომეტრი, მაზონდირებელი მიმღები, „მარინერის“ ბოლო ნიმუშებზე არის აგრეთვე ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრომეტრები, რადიომეტრი და სხვა. „მარინერის“ გაშვება ხდება „ატლას-აჯენა“ და „ატლას-ცენტავრის“ ტიპის რაკეტა მატარებლებით.
სახელწოდება | გაშვების თარიღი | მასა (კგ) | ფრენის მიზანი | ფრენის შედეგი |
---|---|---|---|---|
„მარინერ-1“ | 22 ივლისი, 1962 | 202,7 | ვენერას კვლევა | რაკეტა-მატარებელი კურსიდან გადაიხარა და ამიტომ ააფეთქეს. |
„მარინერ-2“ | 27 აგვისტო, 1962 | 202,7 | ვენერას კვლევა | 1962 წლის 14 დეკემბერს გაიფრინა ვენერასთან 34600 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. |
„მარინერ-3“ | 5 ნოემბერი, 1964 | 260,8 | მარსის კვლევა | სტარტიდან 10 საათის შემდეგ „მარინერ-3“-თან კავშირი შეწყდა. გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. |
„მარინერ-4“ | 28 ნოემბერი, 1964 | 260,8 | მარსის კვლევა | 1965 წლის 15 ივლისს გაიფრინა მარსთან 9850 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. მასთან კავშირი შენარჩუნებული იყო 1967 წლის 20 დეკემბრამდე. |
„მარინერ-5“ | 14 ივნისი, 1967 | 245 | ვენერას კვლევა | 1967 წლის 19 ოქტომბრამდე გაიფრინა ვენერასთან 3990 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. მასთან კავშირი შენარჩუნებული იყო 1967 წლის 22 ნოემბრამდე. |
„მარინერ-6“ | 24 თებერვალი, 1969 | 412,8 | მარსის კვლევა | 1969 წლის 31 ივლისს გაიფრინა მარსთან 3430 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. |
„მარინერ-7“ | 27 მარტი, 1969 | 412,8 | მარსის კვლევა | 1969 წლის 5 აგვისტოს გაიფრინა მარსთან 3430 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. |
„მარინერ-8“ | 8 მაისი, 1971 | 1000 | მარსის კვლევა | რაკეტა-მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა და ჩავარდა ატლანტის ოკეანეში. |
„მარინერ-9“ | 30 მაისი, 1971 | 1000 | მარსის კვლევა | 1971 წლის 13 ნოემბერს გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. აქედან 1972 წლის 27 ოქტომბრამდე გადაიღო მარსის ზედაპირის 7329 ფოტოსურათი, აგრეთვე მარსის თანამგზავრების —ფობოსისა და დეიმოსის სურათები. |
„მარინერ-10“ | 3 ნოემბერი, 1973 | 500 | ვენერასა და მერკურის კვლევა | 1974 წლის 5 თებერვალს გაიფრინა ვენერასთან 5700 კმ მანძილზე. გაიფრინა მერკურთანაც 740 კმ (29 მარტი, 1974) და 320 კმ (16 მარტი, 1975) მანძილებზე, გადაიღო ამ პლანეტის ზედაპირის 57%-ის სურათები. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 442-443.