მილეტი (ბერძ. Μίλητος) — უძველესი ქალაქი-სახელმწიფო ანატოლიის დასავლეთში.

მილეტი იონიის რუკაზე

მიგრაციის გზაჯვარედინზე

რედაქტირება

პირველი დასახლება ლატმიის ყურის (ლატმიკუსი) სამხრეთით მდინარე მეანდრის ყელთან გაჩნდა ნეოლითის დროიდან. ძვ. წ. IV ათასწლეულში გაჩნდა ქალაქის ცენტრი, რომლის პირველი მოსახლეობა, მითოლოგიის მიხედვით იყვნენ ლელეგები. წყაროებში გვხვდება მილეტის ორი „მეფის“ სახელი— ანაქთა (ანაკთა) და მისი ვაჟიშვილი ასტერი. პირველის სახელი ნიშნავს უბრალოდ „მფლობელს“, ასტერი ერქვა ასევე მოხუცი მინოსის მამას, ასე რომ შეიძლება ეს იყოს უფრო გვიანი ინტერპრეტაცია.

ძვ. წ. XVI–XV საუკუნეში ლატმიის ყურეში ჩნდებიან მინოსელები. გადმოცემის მიხედვით გადმოსახლებულებს სათავეში ჩაუდგა მილეტი — მინოს დიდის შვილიშვილი ან სარპედონის თანამოაზრე (კრიტის დასახლება მილატოსი მდებარეობს მალიასთან ახლოს, რომელსაც ზოგი მკვლევარი მიიჩნევს სარპედონის რეზიდენციად). ამ პერიოდს მიეკუთვნება ქალაქში ნაპოვნი ფრესკების ფრაგმენტები და A ხაზოვანი დამწერლობის ნიმუშები.

კატასტროფის შემდეგ, ძვ. წ. 1450 წ. მილეტში სახლდებიან ბერძნები. ქალაქი გარდაიქმნება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც კავშირებს ამყარებს როგორც დასავლეთ მდებარე მეზობლებთან ასევე, მატერიკულ საბერძნეთთან. პილოსის ტექსტებში მოხსენებულია „მილეტელები“ (mi-ra-ti-ja). ქალაქს მოიხსენიებენ ხეთების დოკუმენტები — სახელწოდებით „მილავანდა“ ან „მილავატა“ (მართალია ზოგი მკვლევარი მიიჩნევს ხეთების მილავანდას — მილიადად) — სადღაც სულ მცირე 50-მდე ასეთი მოხსენიება. თანდათან ბერძნები ერევიან ადგილობრივ მოსახლეობას, და ტროას ომის დროს მილეტი ითვლება უკვე კარიულ ქალაქად.

 
მილეტის ძველი თეატრი

დაახლოებით ძვ. წ. 1000 წ. კარიაში მოდის გადმოსახლების ახალი ტალღა ევროპიდან — ბერძნები-იონიელები. მიგრაცია იყო ისეთი მასიური, რომ ერთბაშად მთელმა სანაპირომ მიიღო სახელწოდება იონია. მილეტი ხელში ჩაიგდეს ატიკიდან ჩამოსულებმა ნელეის მეთაურობით, ათენის ბოლო მეფის კოდრის ვაჟი. გადმოცემით მათმა გაანადგურეს ყველა ადგილობრივი მამაკაცი, ხოლო ქალები ცოლად შეირთეს. მილეტის მეფე გახდა ნელეი, ლეგენდებმა შემოგვინახეს რამდენიმე შთამომავლის სახელი, კერძოდ ფობია და ფრიგია.

იონიის პირველი ქალაქი

რედაქტირება

მილეტი თავისმა ადგილმდებარეობამ გადააქცია იონიის ყველაზე დიდ და მდიდარ ქალაქად. ერთდროულად მოსახლეობის მატებამ და სოციალურმა დაძაბულობამ ქალაქში აიძულა ადგილობრივი მფლობელები ერთ-ერთ პირველებს შეექმნათ კოლონიები — პირველი მათ შორის იყო კიზიკი (ძვ. წ. 756) და სინოპი (ძვ. წ. 751).

მილეტელები იყვნენ ინიციატორები იონიის კავშირის შექმნის, რომელშიც თავდაპირველად შევიდა შვიდი ქალაქ-სახელმწიფო, რომლებიც მდებარეობდნენ ანატოლიის სანაპიროზე და ახლო მდებარე კუნძულებზე. დროთა განმავლობაში კავშირში მათი რიცხვე გაფართოვდა ოცდახუთამდე — კერძოდ იმ ქალაქების ხარჯზე რომლებიც არ იყვნენ იონური მოსახლეობის მიხედვით. კავშირის ყველაზე ცნობილი ერთიანი აქცია იყო ეგრეთ წოდებული მელიის ომი (მიახლოებით ძვ. წ. 730), რის შედეგადაც დაპყრობილი და დანგრეული იქნა კარიული ქალაქი მელია, რის ადგილზე აგებული იქნა საერთო პანიონები (საკურთხევლები), მიძღვნილი პოსეიდონს სადაც დროთა განმავლობაში სათათბიროდ იკრიბებოდნენ კავშირის წევრები.

მელიელების მიწების გაყოფის დროს იონიის ქალაქები ერთმანეთს გადაეკიდნენ. და ლელანტის ომის დროს (ძვ. წ. 720–660 წწ.) ომობდნენ ერთმანეთში. კერძოდ, მილეტი მხარს უჭერდა ერეთრიას და მისი მეფეები მეტად სარისკო რეიდებს აწყობდნენ ეგეოსის ზღვაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მილეტელების ზეგავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ანატოლიის სანაპიროზე. რა თქმა უნდა, ყველა ექსპედიცია არ იყო წარმატებული, თუმცა მეფე ლეოდამანტმა შეძლო ქალაქი კარისტოსის აღება ევბეაზე.

 
მილეტი стоя

სამხედრო წარმატებებმა ვერ შეძლო კონფლიქტების დაწყნარება ქალაქის შიდა მოქალაქეებში. მეამბოხეებმა ამფიტრიუსის მეთაურობით მოკლეს ლეოდამანტი აპოლონის ტაძარში მისვლის დროს, სადაც უნდა აღენიშნათ ჰეგატომბაზე გამარჯვება. სამეფო შელისუფლება იქნა გაუქმებული. ლეოდამანტის ნათესავებმა და მისმა მოკავშირეებმა თავი შეაფარეს ასსესს, ქალაქის ახალმა ხელმძღვანელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი. მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც გაქცეულებმა მოიპოვეს. ამფიტრიუსი მოჰკლეს დაღუპული მეფის შვილებმა. მონარქია უკვე არ აღუდგენიათ, ახალი პოლიტიკური წყობა რომელიც მილეთელებმა აირჩიეს იყო — ეპიმენას ესიმნეტი (შუამავალი), რაც ფართო უფლემოსილებას იძლეოდა (კერძოდ, მას შეეძლო „მოეკლა ყველა, ვისაც ისურვებდა“). თუ რა კანონები დააწესა ეპიმენამ წყაროები აზესტებენ, განისაზღვრებიან მხოლოდ შენიშვნით, რომ მეამბოხეები პასუხისგებაში გადაიცნენ და მათი ქონება კონფისკაციაში მიჰყვა.

თალასოკრატია. ფრასიბულას ტირანია

რედაქტირება

იმ ფაქტმა, რომ საზოგადოებაში მიღწეულ იქნა კონსენსუსი და დაინერგა წერილობითი კანონები, დადებითი გავლენა იქონია ქალაქის განვითარებაზე; ლალანტის ომის დამთავრების შემდეგ ქალაქი სწრაფად იკრებს ძალას, სიმდიდრეს და ზეგავლენას. მილეტელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს არა მარტო ის გარემოება რომ ევბეის ქალაქებმა ძლიერ შეასუსტეს ერთმანეთი არამედ ის რომ, მეზობლები — ეფესი, მაგესია, ლიდია იყვნენ კონცენტირებული კიმერიელებთან ბრძოლაზე. ძვ. წ. VII საუკუნის შუა ხანიდან მილეტი და კორინთო ამყარებენ ფაქტობრივ ჰეგემონიას საბერძნეთზე, და სათავეში ჩაუდგნენ დიდ ბერძნულ კოლონიზაციას. მილეტის გემები სერავდნენ მთელ ხმელთაშუა ზღვას, და ევქვისენტის პონტოზეც გადიოდნენ, მდინარე ტანაისის ყელამდეც აღწევდნენ. მხოლოდ პონტოს სანაპიროებზე მილეთს თავისი აყვავების ხანაში ჰქონდა 80-90 კოლონია, მათ შორის აბიდოსი, ტომი, ოლვია და. ა. შ. ქალაქის განსაკუთრებულ სტატუსს განსაზღვრავდნენ ასევე აპოლონის ტაძრის წინამძღვრები დიდიმში მილეტთან ახლოს, ვის დალოცვასაც ესწრაფოდნენ კოლონიის დამაარსებლები სხვა და სხვა ქალაქებიდან.

შუამავლური ვაჭრობა ამდიდრებდა უპირველეს ყოვლისა უშუალოდ, რა თქმა უნდა, მილეტის არისტოკრატიას, რომლებსაც მკვიდრად ეჭირათ ხელისუფლება ხელში, და არ უშვებდნენ თავიანთ რიგებში „ქვედა“ ფენიდან გამოსულებს. ერთდროულად სახელისუფლებო ჯგუფებს შორის კონკურენციის გაზრდამ შექმნა კარგი პირობები ტირანიის დამყარებისათვის. ძვ. წ. 616 მილეტში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ფრასიბულმა. მისი პოლიტიკა მიმართული იყო სოციალური კონფლიქტების დაშოშმინებაზე და მათთან ბრძოლაზე, ვინც დიდი სიმდიდრით ცდილობდა საზოგადოებიდან გამოყოფას. ამადროულად ტირანი ცდილობდა ხელი შეეწყო მილეტელებზე ვაჭრობაში და კოლონიზაციაში, დაამყარა პარტნიორული კავშირები კორინთოსთან, დაიწყო საკუთარი მონეტის მოჭრა, და დახარჯა საკმაოდ დიდი თანხები ქალაქის კეთილმოწყობისათვის. ამ დროისათვის მილეტი შედგებოდა ორი ნაწილისაგან — გარე და შიდა ქალაქისაგან; უკანასკნელს ჰქონდა განსაკუთრებული ციხე-სიმაგრე, თუმცა ორივე ნაწილი იყო გარსშემორტყმული ერთიანი კედელით. ქალაქს ჰქონდა 4 ნავსაყუდელი, რომლებიც იყვნენ დაცული ტრაგასაის კუნძულებით (ლადე, დრომისკი, პერნო).

ისტორიკოსების უმრავლესობის მტკიცებით ფრასიბულის ტირანია იყო მილეტის განვითარების უმაღლესი მწვერვალი. მიუხედავად 12 წლიანი მომქაცველი ომისა მეზობელ ლიდიასთან (ძვ. წ. 612–600), რომლის დროსაც მოწინააღმდეგე ყოველწლიურად ანადგურებდა პურს და კაფავდა ხეებს მილეტის სამფლობელოებში. ორჯერ მილეტელებმა განიცადეს მარცხი სახმელეთო ბრძოლაში, მაგრამ რჩებოდნენ სრულ მბრძანებლებად ზღვაზე, ლიდიელებმა მაინც ვერ გაბედეს ქალაქის შტურმი. გადმოცემები მოწმობენ რომ მშვიდობა დამკვიდრდა მეფე ალიათის უეცარი ავადმყოფობის შედეგად და ფრასიბულის ეშმაკობით. რითაც მან განაპირობა ორი სახელმწიფოს მშიდობიანი ურთიერთ თანაარსებობა ნახევარი საუკინით.

ძვ. წ. VI საუკუნე გახდა მართლაც მილეტური კულტურის აყვავების ხანა. ფრასიბულის მრჩეველი იყო თალესი — მილეტის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი). მილეტი ასევე იყო ფილოსოფოს ანაქსიმანდრეს და ანაქსიმენეს, ლოგოგრაფების კადმი მილეტელის, ჰეკატეას და დიონისიის, მწერალი არისტიდის სამშობლო.

კონფლიქტები და დამოუკიდებლობის დაკარგვა

რედაქტირება
 
მილეტის ბაზრის კარიბჭე, პერგამის მუზეუმი, ბერლინი

ფრასიბულის სიკვდილის შემდეგ ძვ. წ. 590 წელს მილეტში მეფობდნენ ტირანები ფოანტ მილეტელი და დამასენორი. წინამორბედთან განსხვავებით ისინი ეყრდნობოდნენ დიდ მიწათმფლობელებს და გემის მფლობელებს, ვისი სიმდიდრეც იზრდებოდა სზღვაო ვაჭრობის განვითარებით (ეგრეთ წოდებული ძვ. ბერძნ. Αειναυται). მით უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევდა ტირანია ღარიბ და სშუალო ფენებში, რომლებიც ცდილობდნენ ტირანიის გადაგდებას. ტირანიის გადაგდების შემდეგ ისევ ახალი ძალით განახლდა სამოქალაქო კონფლოქტი — შეძლებურ ზედა ფენასა და (რომლის ინტერსებს იცავდა ჯგუფი, ვისაც უწოდებდნენ „პლუტისი“) და ქალაქის დანარჩენ მოსახლეობას — „ხაირომახებს“ შორის (ისინი ვინც თავისი ხელით ქმნიდა დოვლათს). თავდაპირველად ინიციატივა იყო დემოსის მხარეს. ოპონენტები იძულებული იქნენ თავს ეშველათ გაქცევით, ხოლო მათ შვილები ამოხოცეს — ისინი ხარებით გათელეს. როდესაც ოლიგარქიის მომხრეებმა აიღეს რევანში — მათმა სასტიკად იძიეს შური — ყველანი ვინც იყო ხოცვის მონაწლე ამოსვარეს ფისით დასწვეს ცოცხლად — შვილებთან ერთად კონფლიქტი გრძელდებოდა რამდენიმე ათწლეულს, სანამ მილეტელები იძულებული შეიქმნენ მიემართათ „გარე“ შუამავლებისთვის — პაროსელებისთვის. მათი დახმარებით ქალაქში დამყარებული იქნა ოლიგარხიის ზომიერი რეჟიმი, რომლებიც ეყრდნობოდნენ სოფლის მყარ მეურნეებსა და შეძლებულებს, ესიმენტის ეგიდით მოლპების რელიგიურ კორპორაციაში.

 
მარმარილოს ლომი მილეტის სასაფლაოდან — ძვ. წ. VI ს., ლუვრი

პირველი მეფის კიროს დიდის ხელისუფლება მილეტელებმა ცნეს ნებაყოფლობით ძვ. წ. 547 წელს ჯერ კიდევ მანამ სანამ მან გაიმარჯვა კრეზზე. რის საპასუხოდ სპარსელებმა ცნეს მილეტის თვითმართველობა შიდა საქმეებში და ნაწილობრივ — სხვა ქვყნებთან ურთიერთობებშიც. თუმცა დარიუს I-ს ხელისუფლებაში მოსვლისას პოლიტიკა ბერძნულ ქვეშევრდომებთან გახდა უფრო მკაცრი და ხისტი. აქამენიდების დასავლეთ ანტალიის სამფლობელოები გაერთიანებულ იქნა ერთ სატრაპიაში რომლის ცენტრი იკო სარდი, იონიის ქალაქებში სპარსების დახმარებით ხელისუფლებას ტირანები იგდებდნენ ხელში. მილეტში ტირანია „არჩევითი“ იყო — თავიდან ძალაუფლება ქალაქში ხელში აიღო გისტიეიმ, ხოლო როცა ის გამოიძახეს სუზიში, მილეტელებმა აირჩიეს (ძვ. ბერძნ. επιτροπος) მისი სიძე არისტაგორი.

ძვ. წ. VI საუკუნეში მილეტის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. შავ ზღვაზე ვაჭრობის მონოპოლია თითქმის დაჰკარგა, როდესაც ათონელმა მილტიად უფროსმა დააარსა თრაკიის ხერსონესი, ზღვაოსნობა გაჭირდა სამოსელი პირატების გააქტიურებით, ასევე ძვ. წ. 510 წ. დანგრეულ იქნა სიბარისი — მილეტელების მთავარი სავაჭრო პარტნიორი დასავლეთში. უკმაყოფილება ქალაქში თანდათან იზრდებოდა, და არისთაგორმა გადაწყვიტა კიკლადის უდიდესი კუნძულის ნაკსოსის შემოერთება, სადაც გრძელდებოდა კონფლიქტი დემოსსა და დიდ მფლობელებს შორის, რომლებმაც მიმართეს მილეტს დახმარების თხოვნით. მაგრამ ნაკსოსის ექსპედიცია არისთაგორისათვის წარუმატებლად დამთავრდა. მაშინ ტირანმა გადაწყვიტა აჯანყების მოწყობა სპარსელების წინააღნდეგ, და ჩაუდგა მას სათავეში.

ქალაქში აჯანყების მოწინააღდეგებიც საკმაოდ იყო. ჰეკატეოს მილეტელი, რომელიც აქემენიდების სახელმწიფოში მოგზაურობდა და კარგად იცოდა მისი შესაძლებლობები, აფრთხილებდა რომ ასეთი აჯანყება წინასწარვე განწირულია მარცხისათვის, მაგრამ მას არავინ უსმინა. არ დაუჭირეს მხარი მის მეორე წინადადებასაც — რათა მილეტის მოსახლეობა დროებით გადაესახლებინათ კუნძულ ლეროსიზე[1]. ერთიანი იონიის ფლოტი, რომელზედაც ამბობდა ჰეკატეი, შექმნეს მაგრამ დაგვეიანებით. აჯანყების დასაწყისში მინისელებმა ზოგ წარმატებებს მიაღწიეს — ძვ. წ. 498 წ. აიღეს და გადაწვეს სარდი — წითადელის გარდა, სადაც ჩაიკეტა სატრაპი არტაფერნი, ძვ. წ. 497 წ. ბერძნების გაერთიანებულმა ფლოტმა (სადაც იყვნენ არა მარტო იონიის არამედ ათენის და ერეთრიას გემები) მოიპოვა გამარჯვება ფინიკიელებზე კვიპროსისთან ახლოს. მაგრამ ამან უფრო დააჩქარა ტრაგიკული ფინალი. სპარსელებმა მოიკრიბეს ძალები, და გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რომლის მთავარი მიზანი მილეტი გახდა. არისთაგორი არც დალოდებია მტერს ისე გაიქცა თრაკიაში, სადაც მოგვიანებით დაიღუპა. უკვე ძვ. წ. 495 წ. აჯანყებულებმა განიცადეს მარცხი კუნძულ ლადესსთან — ანუ მილეტის რეიდზე. ქალაქი ალყაში იყო და გაძლო მთელ ერთ წელს, როდესაც სპარსელებმა ის აიღეს გაანადგურეს ბოლომდე. დარჩენილი მოსახლეობა მონებად სპარსეთში, განასახლეს ბაბილონში, სპარსეთის ყურესთან (ძვ. წ. 494 წ.). ამ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ მილეტი უკვე ვერასდროს ვერ აღიდგენს თავის ძალებს, და ვერც თავის ზეგავლენას ბერძნულ სამყაროში.

აღორძინება და ბრძოლა ავტონომიისათვის

რედაქტირება

ძვ. წ. 492 წ. იონიის ქალაქებმა გააგზავნეს ელჩობა ჰეკატეის მეთაურობით სატრაპ არტაფერნთან. მან დაარწმუნა სატრაპი მიეცა თანხმობა დანგრეული ქალაქების აღდგენაზე, სპარსელებზე ხარკის სანაცვლოდ[2]. შეიცვალა სპარსელების პოლიტიკა პოლისების შიდა წყობაზე. უკვე სპარსელები იყვნენ ტირანიის წინააღნდეგნი და მხარს უჭერდნენ ზომიერ ოლიგარქიულ რეჟიმს, კერძოდ მილეტშიც. მიქელეს კონცხთან ბრძოლისას (მილეტის ჩრდილო დასავლეთით) ძვ. წ. 479 წ.სპარსელების რიგებში უკვე იყო მილეტელების ჯგუფები — ისინი, მართალია ბრძოლისას გადავიდნენ სპარტისა და ათენის მხარეს. სპარსელების მარცხის შემდეგ ქალაქის აღმშენებლობა უფრო დაჩქარდა. მილეტი შევიდა დელოსის კავშირში, აღორძინებულ ქალაქში დამყარებული იქნა დემოკრატიული წყობა — ათენის პირდაპირი დახმარებით. სპარსელები არ თმობდნენ პრეტენზიას ქალაქზე, მაგრამ ძვ. წ. 449 წ. (კალიევის მშვიდობის შეთანხმებით), დაუთმეს ათენელებს ხარკის სანაცვლოდ, (ისინი კრეფდნენ ხარკს იონიის ქალაქებიდან საკავშირო ხაზინაში პრინციპით „იმდენივე რამდენსაც უხდიდნენ სპარსელებს“).

 
მილეტის ქალაქის გეგმა IV ს. ჩ.წ.ა.

პელოპონესის ომის დასაწყისში მილეტელები მხარს უჭერდნენ ათენელებს, დროთა განმავლობაში კავშირის ჰეგემონია იწვევდა სულ უფრო მეტ გაღიზიანებას. ძვ. წ. 412 წ. მილეტმა გაწყვიტა კავშირი ათენთან და ქალაქში შეუშვეს სპარსების გარნიზონი. ადგილობრივი სატრაპი ტისაფერნი მეამბოხეებს წყალობდა და შეინარჩუნა ქალაქის დემოკრატიული წყობაც კი. მაშინაც კი როდესაც არეულობის დროს დასწვეს სატრაპის რეზიდენცია, სატრაპმა არ გაწყვიტა სამოკავშირეო ურთიერთობები. ქალაქი აქტიურად შენდებოდა.

სპარსელების ლოიალობა არ აწყობდათ სპარტელებს, ვისი ფლოტი მოვიდა იონელების დასახმარებლად. ლისანდროსმა საერთოდ გადაიყვანა ფლოტილია ეფესში, საიდანაც დაიწყო ჰეტერიის ორგანიზება — ოლიგარქიული წყობის ერთგვარი მხარდამჭერთა პარტია — მთელს იონიაში[3][4]. ამან გამოიწვია კონფლიქტი ტისაფერნთან, და საბოლოოდ მისი გადაყენება. ძვ. წ. 405 წ. ლისანდრი დაბრუნდა — ფლოტის ხელმძღვანელობაშიც და ანატოლიაშიც — და დაიწყო იონიის ქალაქებში დეკარქიის რეჟიმის დამყარება — როდესაც მთელი ძალაუფლება იყო კოლეგიის ხელში საიდუმლო „ოლიგარქული“ ჰეტერიების წევრების ათი კაცის შემადგენლობით. მილეტში ლისანდრი დაეხმარა ოლიგარქებს დემოკრატებზე გამარჯვებაში. ხოლო როდესაც მოწინააღმდეგებმა მიაღწიეს შერიგებას, მოახდინა ამბოხის პროვოცირება და მოიქცა — თითქოს როგორც მშვიდობისმყოფელი ისარგებლა — და ქალაქში შეიყვანა თავისი ჯარი. სპარტის ოკუპაციის დროს, პლუტრქეს მტკიცებით გრძელდებოდა ნამდვილი ტერორი დემოკრატიის მომხრეების მიმართ[5].

ბოლოს ლისანდრი გამოწვეულ იქნქ იონიიდან, მისი ადგილი დაიკავა ტისაფერნმა, რომელმაც აღადგინა ზომიერი დემოკრატია. მართალია გაჩნდა ახალი პრეტენდენტი — კიროს უმცროსი. მან მილეტი ალყაში მოაქცია მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ერთი წლის შემდეგ კიროსი ეცადა უკვე მეფის ტახტის ხელში ჩაგდებას და ამ დროს ის გარდაიცვალა. ტსაფერნი გადააყენეს თანამდებობიდან და დასაჯეს ძვ. წ. 395 წ., სპარტის ფლოტმა განიცადა მარცხი ძვ. წ. 394 წ. კნიდოსთან, და ამის შემდეგ მილოსი დარჩა სპარსეთის ქვეშ თვითმართველობის შენარჩუნებით. ქალაქის აქამენიდების დაქვემდებარება სცნო სხვა ბერძნებმაც — ანტალკიდის სამშვიდობო ხელშეკრულებით ძვ. წ. 367 წ.

ტისაფერნის შემდეგ კარიის სატრაპი გახდა ადგილობრივი მეფე ჰეკატომნი, რომელმაც ნელ ნელა დაიწყო კარიის ავტონომიური საზოგადოებების და ბერძნული ქალაქების შემოერთება. მისმა ვაჟმა და მემკვიდრემ მავსოლიმ 377-375 წლებში რამდენიმე ცდის შემდეგ დაეუფლა მილეთს. ყველაფერი ნგრევის გარეშე მოხდა, უცვლელი დარჩა შიდა საზოგადოებრივი წყობაც. მავსოლის მიერ სამეფოს დედაქალაქის გადატანამ ჰალიკარნასში მილეტს გაუჩნდა მძლავრი სავაჭრო კონკურენტი. მაგრამ აქამენიდების უდიდესი სახელმწიფოს ფარგლებში ვაჭრობის განვითარებისას, მილეტმა მიიღო ხელმისაწვდომობა ვაჭრობაში, რასაც უდიდესი მოგება მოჰქონდა, რასაც მოქალაქეები გრძნობდნენ და კომფორტულადაც იყვნენ.

 
მილეტის აღება. ანდრე კასტანი (1898–1899)

ელინისტური ხანა

რედაქტირება

არაა გასაკვირი რომ, მილეტი და ჰალიკარნასი იყვნენ ერთადერთი ქალაქები დას. ანატოლიაში რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. 334 წ. სპარსული გარნიზონის მეთაურმა გეგისტრაიმ ბრძოლის გარეშე დაუთმო მოწინააღმდეგეს ქალაქის გარე კედლები — რათა გაეჭიმა დრო სპარსელების ფლოტის მოსვლამდე, მაგრამ მაკედონელების ესკადრამ დაასწრო სპარსელებს, რითაც დაბლოკა ქალაქი ზღვიდან. მილეტელების დელეგაცია გლავკიპის მეთაურობით ცდილობდა დაერწმუნებინა ალექსანდრე რათა არ განეხორციელებინა ქალაქის შტურმი, და ჰპირდებოდნენ ნეიტრალიტეტს მის ომში სპარსელებთან, მაგრამ მეფემ მოითხოვა უსიტყვო ლაპიტულაცია. მეორე დღეს მაკედონიელები შეცვივდნენ ქალაქში და დესანტირდნენ ნავმისადგომებში[6][7]. წინააღმდეგობა ძლიერი არ იყო და მეფემ გადაწყვიტა გამოეჩინა სულგრძელობა, შეიბრალა ისინი ვინც გადარჩა ცოცხალი, და განაცხადა ქალაქში დემოკრატიული წყობის დამტკიცების შესახებ. ქალაქში უკვე იყო მმართველი — სტეფანეფოროსი (ძვ. ბერძნ. στεφανεφορος), შემდეგ წელს არჩეულ იქნა თვით ალექსანდრე[8].

სპარსელები დამარცხებას არ შეეგუეს, რამდენიმე თვის შემდეგ ფლოტმა მაინც მოახერხა მილეტის აღება, თუმცა ალექსანდრეს სარდლებმა დაიბრუნეს უკან (ძვ. წ. 334 წ.). მეფის სიკვდილის შემდეგ ძვ. წ. 323 წ. იონია წილად ხვდა ანტიგონე I ცალთვალას. ადგილობრივების მხარდაჭერის იმედით სხვა დიადოხებთან, ძვ. წ. 313 წ. ანტიგონემ „დაუბრუნა“ მილეტს „თავისუფლება და თვითმართველობა“. ანტიგონე მალე გარდაიცვალა და მისი საქმე გააგრძელა ვაჟმა დემეტრიმ. ძვ. წ. 288 წ. ქალაქი ხდება ლისიმახის ხელისუფლების ქვეშ, მისი სიკვდილის შემდეგ სელევკ I-ს დარჩა (ძვ. წ. 281 წ.)

 
ელინისტური ეპოქის მილეტის ცენტრალური ნაწილი. რეკონსტრუქცია

სელევკიდები მილეტს განსაკუთრებულად უყურებდნენ. მათი მბრძანებლობის დროს იქნა აღდგენილი დემოკრატიული კონსტიტუცია (რა თქმა უნდა სამეფო ხელისუფლების აღიარებით). ფორმალურად მთლიანი ძალაუფლება ეკუთვნოდა სახალხო კრებას და მათ მიერ არჩეული ეპისტატი (ძვ. ბერძნ. επιστάται, „დამცველი“, „პროტექტორი“).

 
აპოლონი კიფარით. სკულპტურა, ნაპოვნია მილეტში

ძვ. წ. 279 წ. მილეტი დაიკავა პტოლემე II-მ. იმისათვის რომ სელევკს მოეკრიბა ძალები დასჭირდა რამდენიმე წელი ძვ. წ. 274 წ. მან დაიწყო ეგვიპტის წინააღმდეგ პირველი სირიული ომი, რომელიც მიდიოდა კერძოდ იონიის დასაპყრობად. გამარჯვება დარჩა პტოლომეს (ძვ. წ. 271 წ.). მილეტი შემდეგშიც ეგვიპტეს უჭერდა მხარს მაკედონელებთან ბრძოლისას (ძვ. წ. 267-262 წწ.). მილეტში სტიმარქმა დაამყარა თავისი ტირანია. რამდენიმე თვეში ტირანმა იმდენად დააშინა მოქალაქეები, რომ ძვ. წ. 260 წ. სტიმარქი ჩამოაგდო სირიის მეფემ ანტიოქე II-მ, ის ოფიციალურად გამოაცხადეს ღმერთად — მეფე ისტორიაში შევიდა როგორც „ანტიოქე თეოსი“. პტოლომე II-მ იძულებით აღიარა სელევკიდების ხელისუფლება მილეტზე.

მესამე სირიული ომის დროს (ძვ. წ. 246 წ.) მილეტი ისევ ხდება პტოლომეს ქვეშ. ძვ. წ. 228 წ. ეგვიპტელები გაყარა ქალაქიდან ანტიგონ III დოსონი[9]. მაგრამ მაკედონელები კარიაში არ შეჩერებულან, ხოლო მოლეთი ფაქტობრივად ხდება დამოუკიდებელი. ალბათ ქალაქის ისტორიაში ბოლოჯერ შეიმჩნევა ცხოვრების დონის აწევა. ძვ. წ. 201 წ. ქალაქი მხარს უჭერს როდოსელებს მაკედონელ მეფესთან ფილიპე V ბრძოლაში — მათმა განიცადეს მარცხი პირდაპირ მილეტის ნავსაყუდელში. ახლა და შემდეგაც მაკედონელებს არ ეწერათ გამაგრებულიყვნენ ამ მიწებზე, თუმცა განიცადეს მარცხი ძველი რომისაგან.

რომის ხელისუფლება. შემცირებით

რედაქტირება
 
ხმელეთის ხაზის შეცვლა ლატმიის ყურეში

ძვ. წ. 197 წ. მილეტი თავის სამფლობელოებს შეუერთა ანტიოქე დიდმა, რომაელებთან ომის დროს ქალაქი დახმარებას უწევდა რომის მოწინააღმდეგეებს. რომაელებმა მილეტი გამოაცხადეს (ძვ. წ. 190 წ.) „თავისუფალ ქალაქად“. მალე მილეტი აღმოჩნდა რომის მეორე მოკავშირის პერგამოს ხელისუფლების ქვეშ, და უკვე ძვ. წ. 133 წ., მათთან ერთად გადავიდა რომის ქვეშევრდომობაში — ავტონომიის შენარჩუნებით. ძვ. წ. 85 წ. მილეტს ჩამოართვეს ავტონომია. ძვ. წ. 65 წ. პომპეუსმა განაახლა ქალაქის „თავისუფლება“, ეს მაშინ უფრო ფორმალური ქმედება იყო. ახალი ერის დასაწყისში ქალაქი მილეტი მოინახულა მოციქულმა პავლემ — იერუსალიმში გამგზავრებამდე. „მოციქულთა ქმედებებში“ შემონახულია სცენა მოციქულის გამოთხოვებისა ეფესის ეკლესიის წინამძღვრებთან.

იმ დროისათვის მილეტი განიცდიდა დაკნინებას შემცირებას, რაც არ იყო გამოწვეული ოკუპაციითა და დანგრევებით, არამედ არსებობდა ბუნებრივ ობიექტური მიზეზები — ლატმიის ყურის დონიდ დაწევა. დაბალი დონე არ იძლეოდა გემების მიღების შესაძლებლობას მილეტში, თანდათან ზღვამ დაიხია რამდენიმე კილომეტრი. ქალაქი თავისი არსებობის წყაროს დაშორდა და მოსახლეობამაც დატოვა ის.

ბიზანტიის ხანაში დიდი ქალაქის ადგილზე არსებობდა მხოლოდ ღარიბი სოფელი პალატია, ხოლო თეატრის ნარჩენები გამოიყენეს როგორც ფუნდამენტი პატარა ციხე-სიმაგრისათვის, რომლის ნანგრევები ეხლაც არის შემორჩენილი მილეტის მახლობლად.

მილეტელების სახელწოდება (ბერძ. Μιλήσιοι) ძველად გამოიყენებოდა ბედნიერი ადამიანების აღსანიშნავად „ბედნიერი საყვარელი“.

მილეთის კოლონიები

რედაქტირება

გამოჩენილი მილეტელები

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჰეროდოტე, V, 36
  2. დიოდოროს სიცილიელი, Х, 25, 2
  3. დიოდოროს სიცილიელი, XIII, 70,4
  4. პლუტარქე, ლისანდრ, V, 5
  5. პლუტარქე, ლისანდრ, VIII, 19
  6. არიანე. ანაბასისი, I, 18, 3 — 19
  7. დიოდოროს სიცილიელი, XVII, 22, 2-5
  8. Ditt. Syll., 272
  9. დროიზენი. ელინიზმის ისტორია III 3; 1
  NODES