მიტოზი
მიტოზი — უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. მისი ხანგრძლივობა მთელი ციკლის 1/7–1/10 ნაწილს შეადგენს.
მიტოზი ოთხი თანმიმდევრული ფაზისგან შედგება:
- პროფაზაში ქრომოსომები სპირალურად იხვევა, მოკლდება და პროფაზის ბოლოს მათი დანახვა სინათლის მიკროსკოპში შესაძლებელია.
უჯრედის ცენტრის ორი ნაწილი ცენტრიოლები დაშორდებიან ერთმანეთს და მიემართებიან ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლუსებისაკენ; მათ შორის წარმოიქმნება ცილოვანი ძაფები; ქრომოსომებს კარგად ეტყობა გაორმაგება; ბირთვის გარსი ქრება
- მეტაფაზაში ქრომოსომები განლაგდებიან უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეში და მიემაგრებიან ცილოვან ძაფებს. თითო პოლუსიდან წამოსული ცილოვანი ძაფები ემაგრება ქრომოსომის თითო ქრომატიდს.
- ანაფაზაში ქრომატიდები ერთმანეთს სცილდებიან და თითისტარას ძაფების მეშვეობით მიემართებიან უჯრედის საწინააღმდეგო პოლუსებისაკენ.
- ტელოფაზაში ქრომოსომები დესპირალიზდება და ცუდად ჩანს სინათლის მიკროსკოპში. ციტოპლაზმის მემბრანული სტრუქტურებისგან წარმოიქმნება ბირთვის გარსი და ჩნდება ბირთვაკი (ბირთვში მოთავსებული მცირე ზომის სხეულაკი, რომელშიც ხდება რიბოსომების ნაწილაკების წარმოქმნა). ტელოფაზის დროს ციტოპლაზმაც იყოფა, რის შედეგადაც ორი შვილეული უჯრედი სცილდება ერთმანეთს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: