მოკშა
მოკშა (სანსკ. मोक्ष mokṣa ”გათავისუფლება”) — ცნება ინდუიზმსა და ბუდიზმში, ატმანის (სულის) გათავისუფლება ამქვეყნიური ბუნებისაგან (მაია, პრაკრიტი, სამსარა) და მასზე მიჯაჭვულობისგან, განსხივოსნება.
მოკშა სულის განვითარების ოთხი სტადიიდან ბოლოა - ართას, დჰარმას და კამას შემდეგ. მისი მიღწევისას ატმანი წყვეტს კავშირს დაბადებების სპირალისებურ წრესთან და უზენაეს სულს - ბრაჰმანს უბრუნდება.