მოქვი

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოქვი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოქვიმდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 336 კმ². სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2560 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ ჯუყმურის მახლობლად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 18 მ³/წმ.

მოქვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე კოდორის ქედი
42°57′30″ ჩ. გ. 41°45′37″ ა. გ. / 42.958583° ჩ. გ. 41.760306° ა. გ. / 42.958583; 41.760306
სათავის სიმაღლე 2560 მ
შესართავი შავი ზღვა
42°44′47″ ჩ. გ. 41°24′50″ ა. გ. / 42.746528° ჩ. გ. 41.413917° ა. გ. / 42.746528; 41.413917
სიგრძე 47 კმ
აუზის ფართობი 336 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 18 მ³/წმ
მოქვი — საქართველო
მოქვი
მოქვი
მოქვი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მოქვი
მოქვი
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES