მსევანი,[1][2][3] წითელფეხა ჭოვილო,[4] წითელფეხა მენაპირე[5] (ლათ. Tringa totanus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 28 სმ, მასა 120 , ფრთის შლილი 50 სმ. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია მურა-რუხად, აყრია ჭრელი ლაქები, ხოლო ქვედა — თეთრად. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. გავრცელებულია ევრაზიაში, სამხრეთი ტაიგიდან ნახევარუდაბნოებამდე, დასავლეთით ტყეტუნდრამდე აღწევს, აღმოსავლეთში არეალი წყვეტილია; გვხვდება საქართველოშიც,[2] სადაც მობუდარია.[3] ბინადრობს ნესტიან მდელოებზე, ბალახოვან ჭაობებში და ტბის ნაპირებზე, გვხვდება მთის ტუნდრაში, 4000 სიმაღლემდე. იზამთრებს ევრაზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროების გასწვრივ. ხშირად ბუდობენ ჯგუფებად, იშვიათად — მეთოვლიასებრთა კოლონიებში. დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი. გადაფრენას ივლისში იწყებენ და შემოდგომამდე აგრძელებენ. სანადირო ობიექტია, ეტანება სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

მსევანი

ზამთრის შეფერილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa totanus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693211

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 83, 140, 232.
  2. 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.
  3. 3.0 3.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 330.
  4. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 140, 177.
  5. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  NODES