ნეკარი (გერმ. Neckar) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში. მიედინება ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. სიგრძე 367 კმ, აუზის ფართობი 14,000 კმ². მდინარე რაინის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს შვარცვალდისა და შვაბიის ალბის კალთებზე, ზღვის დონიდან 706 მ სიმაღლეზე. უმეტესწილად მიედინება ვიწრო, ადგილ-ადგილ კანიონისებურ ხეობაში. აქვს ჩრდილოეთური და ჩრდილოეთ-აღმოსავლური მიმართულება. ქალაქ პლოხინგენთან მოიხრება ჩრდილო-დასავლეთისაკენ და გაივლის ქალაქ შტუტგარტს. შემდეგ სვლას აგრძელებს ჩრდილოეთური მიმართულებით, აქ ხეობა ფართო და ღრმაა. ნაპირებზე ფეოდალური ციხე-სიმაგრეა. ძლიერ მეანდრირებულია. მკაცრ ზამთარში იყინება. მდინარე რაინს შეერთვის ქალაქ მანჰაიმის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 95 მ სიმაღლეზე. სანაპიროები მჭიდროდ არის დასახლებული. სანაოსნოა 200 კილომეტრამდე. წყლის საშუალო ხარჯი 145 მ³/წმ.

ნეკარი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები შტუტგარტი
მანჰაიმი
ჰაიდელბერგი
სათავე შვარცვალდი
48°02′42″ ჩ. გ. 8°31′41″ ა. გ. / 48.04500° ჩ. გ. 8.52806° ა. გ. / 48.04500; 8.52806
სიგრძე 367 კმ
აუზის ფართობი 14,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნეკარი ვიკისაწყობში

სახელწოდება „ნეკარი“ კელტური წარმოშობისაა და აღნიშნავს „ველურ წყალს“. ჯერ კიდევ II საუკუნეში მოიხსენიება Nicretes-ის სახით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES
os 1