ორინოკო
ორინოკო — სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უგრძესი მდინარე (სიგრძე 2140 კმ). მისი აუზის ფართობი 880 000 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 76,3% ვენესუელის ტერიტორიაზე მდებარეობს, დანარჩენი კი კოლუმბიის. ორინოკო და მისი შენაკადები, ვენესუელის აღმოსავლეთ და შიდა რეგიონების მთავარ სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს. მდინარე სათავეს იღებს ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე, კერო-დელგადო-ჩალბაუდის მთიდან, ზღვის დონიდან 1 047 მეტრზე. ეს სათავე მხოლოდ 1951 წელს იქნა აღმოჩენილი ვენესუელურ-ფრანგული ჯგუფის მიერ.
ორინოკო | |
---|---|
ქვეყანა | ვენესუელა, კოლუმბია |
სათავე | ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარი, |
სიგრძე | 2140 კმ |
აუზის ფართობი | 880 000 კმ² |
ორინოკო ვიკისაწყობში |
ორინოკოს შესართავი ატლანტის ოკეანესთან, მესამე მოგზაურობისას 1498 წელს, აღწერა ქრისტეფორე კოლუმბმა. 1800 წელს, მდინარის აუზს იკვლევდა ალექსანდერ ჰუმბოლდტი, რომელმაც შემდგომ აქაური ფლორისა და ფაუნის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა ამ ტერიტორიაზე მდინარის ვარდისფერი დელფინების არსებობას.