ოსლო

დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი ნორვეგიაში.

ოსლო (ნორვ. Oslo) — ნორვეგიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქალაქი. მისი უწინდელი სახელია კრისტიანია (16241877 წლებში იწერებოდა როგორც Christiania, 18771924 წლებში — Kristiania).

დედაქალაქი
ოსლო
Oslo
დროშა გერბი

ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
რეგიონი აღმოსავლეთი ნორვეგია
ფიულკე ოსლო
კოორდინატები 59°55′00″ ჩ. გ. 10°45′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 10.75000° ა. გ. / 59.91667; 10.75000
ქალაქის მერი ფაბიან სტანგი
დაარსდა 1048
პირველი ხსენება 1048
ფართობი 454 კმ²
ცენტრის სიმაღლე 23 მეტრი
მოსახლეობა 693 491 კაცი (2020)
აგლომერაცია 1 588 457
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 0001–1299
ოფიციალური საიტი oslo.kommune.no
ოსლო — ნორვეგია
ოსლო

გეოგრაფია

რედაქტირება

გაშენებულია ხმელეთში კარგად შეჭრილ ოსლო-ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბორცვიან ადგილას. ჰავა ზომიერია, ოკეანური. ზამთარ-ზაფხულ ძირითადად ერთნაირი ტემპერატურა დგას. საშუალო წლიური ტემპერატურაა +5,3 °C, ივლისის საშუალო ტემპერატურა +16,6 °C-ია, იანვარში კი -5,8 °C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, წვიმის საშუალო წლიური რაოდენობაა 671 მმ.

ჰავის მონაცემები — ოსლო
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 12.5 13.8 21.5 25.4 31.1 33.7 35.0 33.6 26.4 21.0 14.4 12.6 35.0
საშუალო მაღალი °C −0.4 0.5 4.4 10.1 16.5 20.0 22.3 20.9 15.7 9.4 3.9 0.0 10.3
საშუალო დღიური °C −2.9 −2.4 1.0 5.9 11.6 15.3 17.7 16.6 11.9 6.6 1.6 −2.3 6.8
საშუალო დაბალი °C −5.3 −5.3 −2.4 1.7 6.7 10.5 13.0 12.2 8.0 3.8 −0.6 −4.7 3.2
რეკორდულად დაბალი °C −26.0 −24.9 −21.3 −14.9 −3.4 0.7 3.7 3.7 −3.3 −8.0 −16.0 −20.8 −26.0
საშუალო ნალექი (მმ) 54.9 41.0 50.4 46.9 54.1 70.5 84.7 97.8 80.6 90.4 79.1 52.4 802.7
ნალექიანი დღეები საშუალოდ 9.8 7.3 8.5 8.1 8.5 10.1 10.9 10.9 9.4 10.9 10.7 9.2 114.3
საშუალო თვიური მზიანი საათები 45.7 78.7 130.5 163.8 243.5 229.7 242.1 210.9 147.3 89.6 65.9 39.4 1 687,1
საშუალო UV ინდექსი 0 1 1 3 4 5 5 4 3 1 0 0 2
წყარო: Météo Climat,[1][2] Weather Atlas[3]
 
კრისტიანია 1814 წელს
 
Fjord à Christiania, კლოდ მონე (1895).

ოსლოს დაარსდა 1054 წელს, როდესაც მეფე ჰარალდ III-მ ამავე სახელწოდების ხიდი ააშენა. XIII საუკუნიის დამლევიდან 1380 წლამდე ოსლო იყო ნორვეგიის ემფეთა სატახტო ქალაქი. 1624 წლის ხანძრის შემდეგ ქალაქი აშენდა ახალ ადგილზე. მეფე კრისტიან IV მოსახლეობა დღევანდელი ოსლოს ტერიტორიაზე გადაიყვანა დასასახლებლად. ახალ ადგილას სიმაგრე აკერსჰუსი ააგეს, რომელიც შემდგომში მცირერიცხოვანი გარნიზონის სადგომად იქნა გამოყენებული. მეფის პატივსაცემად მას კრისტიანია ეწოდა. აქვე ინახავდნენ ნორვეგიელთა საკორონაციო ნივთებს. დანიელთა ბატონობის პერიოდში კრისტიანია უმნიშვნელო ქალაქი იყო. კრისტიან II დანიელმა აქ სერიოზული მარცხი იგემა 1523 წელს. კარლ XII-მ 1716 წელს ამაოდ სცადა ციხესიმაგრე აკერსჰუსის ალყა და რაკი ვერაფერს გახდა, ქალაქი გადაწვა. თავის ზრდა-განვითარებასა და გადედაქალაქებას ოსლო ნორვეგიის შვედეთთან მიერთებას უნდა უმადლოდეს. ამ გაერთიანებამ ოსლოს ადგილმდებარეობა ოდნავ სამხრეთით, ანუ ევროპის გულისა და საზღვაო ნაპირისკენ გადასწია. 1814 წელს კრისტიანია ნორვეგიის დედაქალაქად გამოცხადდა. XIX სუაკუნეში გახდა ქვეყნის სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი. 1924 წელს ეწოდა ოსლო. 1940-1945 წლებში იყო ოკუპირებული მესამე რაიხის მიერ. იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი. ოსლოში 1952 წელს ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

ქალაქის მმართველობა

რედაქტირება

ოსლოს გააჩნია მუნიციპალური საბჭო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა და 59 წევრისგან შედგება. საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად არის ქალაქის მერი. ქალაქის უშუალო მმართველობას ახორციელებს ქალაქის მთავრობა, რომელიც 8 წევრისგან შედგება. 2019-2023 წლების მოწვევის მუნიციპალურ საბჭოში წამყვანი პარტიებია ნორვეგიის სოციალისტური, ლეიბორისტული და მწვანეთა პარტიები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2020 წლის მონაცემებით ქალაქში 693 491 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ-თანამგზავრებთან ერთად ოსლო ქმნის აგლომ ერაციას, რომელის მოსახლეობა 1,5 მილიონს აღემატება. ქალაქის მოსახლეობა ბოლო წლებში რეკორდულად იზრდება, წლიურად 2%-ით (ბოლო 15 წელიწადში კი 17%-ით არის მომატებული) და სკანდინავიაში უსწრაფესად მზარდი ქალაქია უკვე. მოსახლეობის ზრდა როგორც შობადობის მკვეთრ მატებასთან, ასევე, ემიგრანტების რაოდენობის აწევასთან არის დაკავშირებული. ემიგრანტები კი ბოლო ხანებში პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან გადადიან ოსლოში.

უკანასკნელი მონაცემებით, ოსლოს მოსახლეობის 25% (140 000 ადამიანი) ემიგრანტებისგან შედგება. ემიგრანტთა უმეტესობა პაკისტანელია 20,036, შემდეგ მოსდევს სომალელთა დიასპორა 9,708, შვედები 7, 462 და შრი-ლანკელი თამილები 7,128. შედარებით მცირე ეთნიკური შემადგენლობაა წარმოდგენილი პოლონელების, ვიეტნამელების, თურქების, ერაყელების და დანიელების სახით. სტატისტიკის მიხედვით, ოსლოს მოსახლეობის 19 % დასავლურ სამყაროს არ ეკუთვნის. ქალაქში ცხოვრობენ პაკისტანელები (20,036) და შრი ლანკელი თამილები (7,128) ყველაზე მრავალრიცხვოვანი ეთნიკური უმცირესობაის სახით. მომდევნო ადგილებსს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან, თურქეთიდან, სომალიდან, ერაყიდან და მაროკოდან ჩასულები იკავებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ოსლოს მოსახლეობა წლიურად, სტაბილურად, 2 %-ით იზრდება და სკანდინავიაში ყველაზე სწრაფმზარდი ქალაქის სახელითაც სარგებლობს. მოსახლეობის ზრდას ხელს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შობადობის მაღალი მაჩვენებელიც უწყობს. განსაკუთრებული სიმკვეთრე შეიმჩნევა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების იმიგრანტთა მხრიდან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2004 წელს ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ.

რაოდენობრივი სტატისტიკა

რედაქტირება
 
ოსლოს საკათედრო ტაძარი.
წელი მოსახლეობა
1801 9,500
1825 15,400
1855 31,700
1875 76,900
1900 227,900
1925 255,700
1951 434,365
1960 471,511
1970 487,363
1980 454,872
1990 458,364
2000 507,467
2002 529,407
2006 538,411
2008 560,484
2013 623,966

ტრანსპორტი

რედაქტირება

ოსლოს გარდერმოენის აეროპორტი სკანდინავიაში მეორე ადგილზე დგას და სწრაფად მზარდ აეროპორტთა სიაში შედის. გარდერმოენს ემსახურება ჩქაროსნული რკინიგზა (Flytoget). სანდერფიორდის აეროპორტი, ტორპში (ვესტფოლდის მხარეში, 110 კილომეტრში). მოსის აეროპორტი, რიგეში (ოსტფოლდის მხარეში, 60 კილომეტრში)

 
ოსლოს პორტი

ყოველდღიურად მუშაობს ბორანი, რომელიც მიცურავს კილის (გერმანია), კოპენჰაგენის (დანია) და ნოსედენის მიმართულებით. ასევე ყოველდღიურად გადაადგილდებიან ბორნები ოსლოს უბის აუზში შემავალი ქალაქების მიმართულებით.

სარკინიგზო

რედაქტირება

სადგური Oslo Sentralstasjon არის ოსლოს უმთავრესი რკინიგზის სადგური ოსლოში, საიდანაც მატარებლები გადიან: ტრონდჰეიმის, ბერგენის, სტოკჰოლმის (შვედეთი), გოთენბურგის (შვედეთი) და კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით. 2004 წელს ნორვეგიული რკინიგზა ევროპაში პუნქტუალობით მესამე ადგილზე გავიდა, 2005 წლის პირველ ოთხ თვეში მატარებელთა გადაადგილების სიზუსტის მაჩვენებელი 92,9%-ს გაუტოლდა. ზამთრის განმავლობაში, დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ქვეყნის ცენტრალური მთიანეთის გადაკვეთაზე შესაძლოა სარკინიგზო დაკავშირება შეფერხებებით გახორციელდეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ოსლოს ტრამვაი

ოსლოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია Oslo Sporveier მართავს. კომპანია მოიცავს მეტროს, ავტობუსსა და ბორანს, რომელსაც თავის მხრივ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია NSB ამუშავებს. მთელს ოსლოში ერთიანი საბილეთი სისტემა მუშაობს, რომელიც ბილეთის მფლობელს ერთი საათის განმავლობაში საშუალებას აძლევს ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდეს. 2004 წლის მონაცემებით, ოსლოს ტრანსპორტით 160 მილიონი მგზავრი გადაადგილდა, რომლის 85 % Oslo Sporveier-ის კუთვნილი სატრასპორტო საშუალებით ისარგებლა, დარჩენილმა 15% კი კერძო ტრანსპორტით.

 
ოსლოს ავტობუსი

ქალაქში არის ტრამვაი Oslotrikken, რომელსაც ექვსი ხაზი აქვს. ხაზები ოსლოს ცენტრში იკვეთება, ცენტრის დატოვების შემდეგ კი გარეუბნებისკენ განიტოტება. მეტროს სისტემაც ექვს ხაზს მოიცავს, ოღონდ ქალაქის დასავლეთიდან, ცენტრის გავლით, აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ოსლოს მეტროს სახელია T-bane და მიწისქვეშ არის განლაგებული. ბოლო წლებში ოსლოს მეტროპოლიტენმა ინტენსიურად განაგრძო ზრდა, ასე მაგალითად, 2004 წლიდან მოკიდებული, ყოველწლიურად ქალაქის მეტრპოლიტენს სამი-ოთხი სადგური ემატება. უნდა ითქვას, რომ მეტროში ჟეტონის ჩასაგდენი ავტომატური აპარატები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, ახლა ხმარებიდან არის გამოსული.

განათლება

რედაქტირება

უმაღლესი სასწავლებლები:

  • ოსლოს უნივერსიტეტი (Universitetet i Oslo)
  • ოსლოს საუნივერსიტეტი კოლეჯი (Høgskolen i Oslo)
  • მენეჯმენტის ნორვეგიული სკოლა (Handelshøyskolen BI)
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ნორვეგიული სკოლა (Norges Informasjonsteknologiske Høyskole)
  • ოსლოს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (Arkitektur- og designhøgskolen i Oslo)
  • სპორტისა და ფიზიკური განვითარების ნორვეგიული უნივერსიტეტი (Norges idrettshøgskole)[13]
  • ნორვეგიის მუსიკის აკადემია (Norges musikkhøgskole)
  • ნორვეგიის თეოლოგიის სკოლა (Det teologiske Menighetsfakultet - MF)
  • ოსლოს ხელოვნების ეროვნული აკადემია (Kunsthøgskolen i Oslo KHIO)[14]
  • ნორვეგიის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტი (Universitetet for Miljø og Biovitenskap-UMB) located right outside of Oslo[15]
  • ნორვეგიის სამხედრო აკადემია (Krigsskolen)
  • ნორვეგიის ვეტერინარიული სკოლა (Norges Veterinærhøgskole)[16]
  • ოსლოს ნატიფი ხელოვნების აკადემია (Statens kunstakademi)[17]

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ნორვეგიის ეროვნული თეატრი

პიპერვიკის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე ძველი ქალაქის ნანგრევებია. მის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით გაშენებულია თანამედროვე ოსლოს ცენტრის რეგულარული კვარტლები. მთავარი ქუჩა კარლ-იუჰანს გატე მიემართება რკინიგზის ვაგზლიდან კლასიცისტური სამეფო სასახლისკენ (1824-1848; ჰ.დ.ფ. ლინსტოვი). ამ ქუჩაზე დგას კლასიცისტური სტილის უნივერსიტეტის შენობა, რომელიც აშენებულია 1838-1852 წლებში ჰ. გროშის მიერ. სააქტო დარბაზი აშენებულია 1910-1911 წლებში ჰ. სინდინგ-ლარსენის მიერ, მოხატულია ედუარდ მუნკის მიერ. მთავარ ქუჩასა და ნავსადგურს შორის დმებარეობს ქალაქის საქმიანი ნაწილი. სამრეწველო საწარმოები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია, საცხოვრებელი უბანი კი დასავლეთ ნაწლში.

ღირსშესანიშნაობებია:

 
ოსლოს ოპერის თეატრი
 
ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი
 
სამეფო სასახლე
  1. Climate Normals for Norway 1981–2010 fr. Météo Climat. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2018
  2. Weather extremes for Oslo Blindern fr. Météo Climat. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2018
  3. Oslo, Norway – Detailed climate information and monthly weather forecast en. Yu Media Group. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2019
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოსლო&oldid=4699426“-დან
  NODES
musik 1
os 17